4 ფერი სამზარეულოსთვის, რომლებიც არასდროს მოგბეზრდებათ

3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სამზარეულო არის სივრცე, სადაც ადამიანები დროის ძალიან დიდ ნაწილს ატარებენ. იქნება ეს სადილის მომზადებისას, საუზმის დროს თუ მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობისას. ეს არის ადგილი, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებით მყუდრო და კომფორტული ინტერიერი.

თანამედროვე სტილის სამზარეულოს მოსაწყობად უამრავი გზა არსებობს, ამიტომ ხშირად პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი ხდება. სხვადასხვა ფერების საშუალებით შესაძლებელია განსხვავებულ აქცენტების, განწყობის და ენერგიის შექმნა, შესაბამისად, მათ შორის არჩევნის გაკეთება მარტივი სულაც არ არის.

 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დღევანდელ სტატიაში ინტერიერის დიზაინერების მიერ მოცემულ მარტივ რჩევებს გაგიზიარებთ იმის შესახებ, თუ რომელი ფერების გამოყენება სჯობს კომფორტული და დახვეწილი სამზარეულოს შესაქმნელად.

ხისფერი

 

4 ფერი სამზარეულოსთვის, რომლებიც არასდროს მოგბეზრდებათ | შენი ინტერიერი

 

ბუნებრივი ხისფერი ყოველთვის ქმნის თანამედროვე სტილის სამზარეულოს. შეიძლება ითქვას, რომ ის შესანიშნავი საშუალებაა მშვიდი და მყუდრო ოთახის შესაქმნელად. თქვენ არ მოგიწევთ იმაზე ნერვიულობა, რომ ასეთი ფერით დაკომპლექტებული სივრცე ოდესმე გადავა მოდიდან ან თვალს მობეზრდება. ხე აბალანსებს სხვა მასალის ფერებს, რაც ქმნის ჰარმონიულ ატმოსფეროს.

გაითვალისწინეთ, რომ მაღალი ხარისხის ხის და ღია თეთრი საღებავის წყვილი განსაკუთრებით კარგად ეხამება ერთმანეთს, რადგან ორივე მათგანი თითქმის ნებისმიერი სტილის ინტერიერის უხდება.

“ჭუჭყიანი” მწვანე

 

4 ფერი სამზარეულოსთვის, რომლებიც არასდროს მოგბეზრდებათ | შენი ინტერიერი

 

ჭუჭყიანი მწვანე იდეალური ფერია მშვიდი და მყუდრო ინტერიერის მოსაწყობად. ასეთი ფერი ბევრად უფრო ჰარმონიული და წყნარია, ვიდრე სტანდარტული მწვანე, რომელიც სიმკვეთრით გამოირჩევა. ბუნებრივი ტონის გამოყენება კი გარანტირებულად ნიშნავს იმას, რომ თქვენი სივრცე უფრო დიდი და ნათელი გახდება.

სამზარეულო არ უნდა იყოს მხოლოდ თეთრი, ამის ნაცვლად დიზაინერები გვირჩევენ გარშემო არსებული პეიზაჟით შთაგონებული ფერების გამოყენებას, ამ შემთხვევაში კი ღია მწვანე ბუნებასთან და სიმწვანესთან ასოცირდება.

ლურჯი და თეთრი

 

4 ფერი სამზარეულოსთვის, რომლებიც არასდროს მოგბეზრდებათ | შენი ინტერიერი

 

ინტერიერის დიზაინერების აზრით, ლურჯსაც და თეთრსაც სისუფთავის და წესრიგის განცდამდე მივყავართ. ამ ფერების სამზარეულოში გამოყენებით იქმნება ისეთი შეგრძნება, რომ ის ძალიან ჰარმონიული და მყუდროა.

READ  გიორგი ფხაკაძემ ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის წაიკითხა ღია ლექცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში

გაითვალისწინეთ, რომ ეს ორი ფერი არ უნდა გამოიყენოთ პირდაპირი გზით, რადგან ორივე მათგანს სჭირდება მშვიდი და სასიამოვნო აქცენტებისა და დეკორაციების შეხამება. მიუხედავად იმისა, რომ “ცივი” სამზარეულო შეიძლება მოდურად გამოიყურებოდეს, თანამედროვე ტენდენციები გვირჩევენ სახლის ამ ნაწილის მაქსიმალურად “დათბობას”.

READ  ინტერიერის დიზაინის 7 ფერი 2024 წელს- არ ჩამორჩეთ თანამედროვე…

თეთრი

 

4 ფერი სამზარეულოსთვის, რომლებიც არასდროს მოგბეზრდებათ | შენი ინტერიერი

 

მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერები გვირჩევენ, სამზარეულო მხოლოდ თეთრად არ შევღებოთ, ეს არის კლასიკური არჩევანი რამდენიმე მიზეზის გამო. ბუნებრივი განათებისგან მაქსიმალური სარგებლობის უნარიდან დაწყებული, ვრცელი და ელეგანტური სამზარეულოს ცნებით დამთავრებული, თეთრი შესანიშნავი და უსაფრთხო ფონია ნებისმიერი სტილის სამზარეულოსთვის.

ამ ფერს შეუძლია სივრცე ვიზუალურად გაზარდოს და გაანათოს და გვაძლევს სასიამოვნო ფონს შემდგომში დეკორაციებისა და ავეჯის განთავსებისთვის. ეს არის ადვილად აღქმადი ტონი, რომლის გარშემოც თითქმის ყველა ადამიანი კარგად გრძნობს თავს.

გაითვალისწინეთ, რომ თეთრი საკმაოდ თამამი და სარისკო ფერია, ასე რომ მის გამოყენებამდე სჯობს ძალიან კარგად დაფიქრდეთ, შემდეგ კი შეახამოთ ის შესაბამისი ფერის ავეჯთან, ტექნიკასთან და დეკორაციებთან.

წყარო:https

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). 4 ფერი სამზარეულოსთვის, რომლებიც არასდროს მოგბეზრდებათ. 15 აპრილი, 2024. https://sheniinterieri.ge/4-feri-samzareulostvis-romlebits-arasdros-mogbezrdebat/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. 4 ფერი სამზარეულოსთვის, რომლებიც არასდროს მოგბეზრდებათ [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/4-feri-samzareulostvis-romlebits-arasdros-mogbezrdebat/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network