კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობაგაინტერესებს სამეგრელოს საოცრებები? - მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა

გაინტერესებს სამეგრელოს საოცრებები? – მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა

დადიანების სასახლე ✨️ ნამდვილად გაგაოცებთ თავისი სილამაზითა და კულტურის უმაღალესი დონით. თუ დადიანების სასახლის ბილიკებს გაუყვებით, აუცილებლად გაიგებთ მეტს სამეგრელოს შესახებ… დიდგვაროვნების მთავარი საგანძური სწორედ დადიანების სასახლეშია თავმოყრილი.

გაინტერესებს სამეგრელოს საოცრებები? – მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა | შენი ინტერიერი

დადიანების სასახლე მე-17 საუკუნეში აიგო ლევან დადიანის მიერ. სასახლე დღეისთვის წარმოადგენს სახელმწიფოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი. მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის, დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეთა ბაზაზე.

გაინტერესებს სამეგრელოს საოცრებები? – მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა | შენი ინტერიერი

სასახლეში უნიკალურ კოლექციასთან ერთად მრავლად იხილავთ ნივთებს, რომლებიც დადიანების ევროპულ მონარქებთან მჭიდრო კავშირზე მეტყველებს.მათ შორის გამორჩეულია ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი.

დედოფლისეული სასახლის მშვენებაა ულამაზესი ორნამენტებითა და ჩუქურთმებით მორთული ლაზური აივანი. მთავარ სასახლესთან ასევე შეხვდებით დადიანების მიერ გაშენებულ ბოტანიკურ ბაღს, რომელიც იშვიათი მცენარეებით არის მდიდარი. ჯვარედინა სასახლის, ორანჟერიისა და საჯინიბოს ნანგრევებს აქ დღესაც  შეხვდებით.

გაინტერესებს სამეგრელოს საოცრებები? – მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა | შენი ინტერიერი

განსაკუთრებულ წვეულებებსა და ზეიმებს დადიანები  სალხინოს რეზიდენციაში მართავდნენ,რომელიც ოჯალეშის უნიკალური ვენახებით გამოირჩეოდა.

დადიანების ეპოქის უმნიშვნელოვანეს სულიერ ცენტრში, ჭყონდიდის მონასტერშია დაკრძალული სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი. თანამოძმეთათვის თავდადების სიმბოლოს და ცოტნე დადიანის ფრესკას კი ხობის მონასტერში იხილავთ.

„გაუყევი დადიანების ნაკვალევს და აღმოაჩინე მეტი სამეგრელოზე“. https://georgiantravelguide.com/ka/dadianebis-sasakhle

ავტორი: ლიზი გრიგოლავა

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  ხალხო, რა დროს ეგაა, კოვიდია, ჯობს, იყოთ იმ ადამიანთან, ვინც გიყვართ – რა მისწერეს გიორგი ფხაკაძეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები