ორშაბათი, აპრილი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიყველაფერი, რაც დივნის ყიდვის დროს უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც დივნის ყიდვის დროს უნდა იცოდეთ

ბინის ყიდვა ნებისმიერი ოჯახის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ავეჯის შერჩევისა და ყიდვის პროცესიც. დივანი ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია, რომელიც სახლში სიმყუდროვეს ქმნის და დადებითი, განსაკუთრებული ემოციებით გავსებთ. შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც რბილი ავეჯის შერჩევაში დაგეხმარებათ.

 

 

  • კარკასი

 

არსებობს რბილი ავეჯის რამდენიმე სახეობა: გასაშლელი, დივანი, კუთხის დივანი და სამეული. დივანი გამძლე, მყარი და საიმედო უნდა იყოს. მისი შეძენისას, პირველ რიგში, ყურადღება კარკასს მიაქციეთ. კარკასი მზადდება ხისა და მეტალისგან. არსებობს კომბინირებული ვარიანტებიც. საუკეთესო ვარიანტი ხისგან დამზადებული კარკასია, რომელიც შედარებით ძვირი ღირს. თუ ნაკლებფასიან ვარიანტებს ეძებთ, კომბინირებული და მეტალისგან დამზადებული კარკასიც იდეალური ვარიანტი იქნება. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ მეტალის სიმძიმე, რადგან მისგან დამზადებული დივნის გადაადგილება რთული იქნება. დივნის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ იმ გადაბმის ადგილებს, სადაც მეტი დატვირთვა მოდის. შეარჩიეთ ისეთი ავეჯი, რომელიც მეტალის მასიური დეტალებით არის გადაბმული და არა წებოთი თუ ლურსმნებით. ეს ავეჯის სიმყარეს და მის ხანგრძლივ გამოყენებას განაპირობებს.

 

  • ფუნქცია

 

დივანი ის სერიოზული შენაძენია, რომელიც სხვა აქსესუარებთან შედარებით უფრო დიდი ხანი უნდა გქონდეთ. სწორედ ამიტომ დივნის შეძენისას მისი ფუნქციონალური დანიშნულება აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ამ შემთხვევაში უნდა იცოდეთ ის 3 მექანიზმი, რომლებიც დივნების ასაწყობად გამოიყენება. ესენია: გამოსაწევი, ე.წ, „დელფინი“ მექანიზმი, წიგნისებრი მექანიზმი და „მაკრატელი”. მათ შორის ყველაზე პოპულარული წიგნისებრი მექანიზმია, რომელიც მარტივად იშლება და ბიუჯეტურია. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არის კომფორტული, რომლებიც დივანს სარელაქსაციო ფუნქციით იყენებენ. თუ დივანი ყოველდღიური საწოლისთვის გჭირდებათ, აარჩიეთ გამოსაწევი იგივე „დელფინი“ მექანიზმი. ის მარტივად იშლება და დამატებით ადგილს არ საჭიროებს. მცირე ფართის ბინებისთვის მსგავსი მექანიზმის დივნები იდეალური ვარიანტია. დიდი ფართის ბინებისთვის კი „მაკრატელის“ მექანიზმის დივანი დაგჭირდებათ, რომელიც წრიული მოძრაობით იშლება და სრულფასოვან 2-საწოლიან ადგილს გაძლევთ.

 

  • დივნის შიგთავსი

 

READ  ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს

დივნის ღრუბელი ავეჯის აუცილებელი კომპონენტია. ხშირად არის შემთხვევები, როცა ის დეფორმაციას განიცდის. ამის მიზეზად დაბალი ხარისხის მასალები შეიძლება ჩავთვალოთ. იმისთვის, რომ დივანმა შეინარჩუნოს სირბილე და ფორმა, უმჯობესია კომბინირებული ვარიანტები აირჩიოთ. ამ შემთხვევაში იდეალური კომბინაციაა ბუმბულისა და პოლიურეთანის ქაფის გამოყენება. ბუმბული უზრუნველყოფს სირბილეს, ხოლო პოლიურეთანის ქაფი გამოირჩევა მაღალი ხარისხის დამუშავებით და დიდი წონის გამძლეობით. საბოლოო ჯამში კი, თქვენ დივნის დეფორმაციისგან დაზღვეული იქნებით.

 

 

  • გადასაკრავი

 

დივნის გადასაკრავი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, ესენია, ვიზუალი, გამძლეობა და მარტივად მოსავლელი. მაგალითად, თუ შინაური ცხოველები გყავთ, გაითვალისწინეთ, რომ ტყავის დივანი რთული მოსავლელი და არცთუ ისე პრაქტიკულია. ის სწრაფად დაკარგავს მიმზიდველ იერს. ყველაზე გამძლე ვარიანტებს შორის არის ჟაკარდი და ფლოკის ქსოვილები. ისინი ბიუჯეტური ფასითა და პრაქტიკული თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულები არიან. ვიზუალური ეფექტურობით კი უპირატესობა ხავერდისა და ველიურის ქსოვილებს ენიჭება.

 

  • სტილი

 

დივნის შეძენისას არა მარტო ამ ავეჯის ვიზუალი, არამედ მთელი თქვენი სახლის ინტერიერის სტილი უნდა გაითვალისწინოთ. ფერებში შეზღუდული არ ხართ. ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილი ბინის ინტერიერიც კი აქცენტირებული მკვეთრი ფერის მქონე ავეჯით შეგიძლიათ გამოაცოცხლოთ და ორიგინალური დიზაინი შექმნათ.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

აპრილი 7, 2025
სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

7 აპრილი 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები