მე ვარ ია შენგელია, “იკოქიდსის” დამფუძნებელი. ვამზადებთ საბავშვო-განმავითარებელ სათამაშოებს და განწყობის ასამაღლებელ ოთახის დეკორაციებს.
ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ბავშვებს შესანიშნავი მოგონებების შექმნაში და აქტიურ თამაშში, რომლის დროსაც ბავშვებს შეუძლიათ, გამოიგონონ წარმოსახვითი და როლური თამაშები. ჩვენი სათამაშოებით სახლის ატმოსფერო ხდება ჯანსაღი და ჯადოსნური.
პროდუქცია ხელნაკეთია და მზადდება ეკომეგობრული მასალებით. ჩვენი ქსოვილის ნარჩენებს ვაბარებთ საწარმოში მეორადი გადამუშავების მიზნით. შესაფუთად ვიყენებთ ბიოდეგრადირებად ჩანთებს. ვცდილობთ წარმოების პროცესი იყოს მაქსიმალურად ეკოლოგიური და ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოზე ზრუნვაში.
ჩვენი გუნდის ყველა თანამშრომელს გვაერთიანებს ერთნაირი ფასეულობები და გვაბედნიერებს ის საქმე, რასაც ვემსახურებით. ყოველთვის ვიყავი გატაცებული სათამაშოებით. ბავშვობაში ჩემი ინტერესების სფეროს სათმაშოებთან მიმართებაში ვპოულობდი მარტივად. ეს საკმაოდ ზრდასრულ ასაკში გავაცნობიერე და ასევე მივხვდი, რომ ბავშვობაში განცდილი დადებითი ემოციები დაუვიწყარია და ბევრი სწორედ საყვარელ სათამაშოებს უკავშირდება. ამას ჩემი ხელსაქმისადმი დიდი სიყვარული დაემატა და გადავწყვიტე შემექმნა უსაფრთხო, განმავითარებელი და დაუვიწყარი სათამაშო – ეს იყო საბაშვო კარავი. გაამართლა, კარავმა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ბიზნესი დავიწყე 43 წლის ასაკში და ფაქტობრივად 0 კაპიტალით. იმის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გაღრმავებას და გაფართოებას საჭიროებდა. თუმცა, რაც მეტს ვსწავლობ და სიახლეებს ვეცნობი, მით მეტად მაქვს იმის შეგრძნება, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამე სასწავლი და გასაკეთებელი მაქვს. მჯერა, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურები. მჯერა, რომ ბავშვების ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი და დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩემს განმავითარებელ და ეკომეგობრულ პროდუქტებს.