ექსკლუზიური ინტერვიუ 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ…

3 წუთიანი წაკითხვა

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨️

გთავაზობთ ინტერვიუს 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ ტე­ლე­წამ­ყვა­ნ თეა გვა­სა­ლიასთან, რომელსაც 10 წლის განმავლობაში მიჰყავდა გადაცემა “ამბობენ”… მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია, ამ პროფესიას დაშორდა, თეა გვასალია ქართულ საზოგადოებას ახსოვს, როგორც სახასიათო სტილის წამყვანი…

ექსკლუზიური ინტერვიუ 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ… | შენი ინტერიერი

ქალბატონო თეა, იმ 90-იანებში, როცა ირგვლივ ყველაფერი შავ-თეთრი იყო, 10 წელი მიგყავდათ ყველაზე “ფერადი” გადაცემა 《ამბობენ》 – თქვენი, როგორც წამყვანის სტილი იყო ყველასგან განსხვავებული და ამის გამო დღემდე ყველას ახსოვხართ… გვიამბეთ თქვენი ჟურნალისტური ისტორია და მიზეზი, რის გამოც ტელევიზიიდან წახვედით?

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

– დიდი მადლობა. მართალი გითხრათ, მიკვირს კიდეც, ამდენი ხნის შემდეგაც რომ ახსოვთ ჩემი გადაცემა და ქუჩაშიც რომ მცნობენ…
ტელევიზიიდან კი იმიტომ წავედი, რომ მაშინდელი 《პირველი არხი》 საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთდა და ჩათვალეს, რომ ამ სტატუსს უფრო სერიოზული გადაცემები შეეფერებოდა. შუადღის გადაცემის წაყვანა შემომთავაზეს, რომელსაც “სარჩევი” ერქვა, სხვადასხვა თემაზე ვიძლეოდით რჩევებს…

ექსკლუზიური ინტერვიუ 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ… | შენი ინტერიერი

გადაცემა, თავისთავად, ცუდი არ იყო, მაგრამ მე მაინც ჩემი “ამბობენ” მერჩივნა. მაშინ უკვე მყავდა ერთი შვილი, ელენე და მეორის გაჩენა რომ გადავწყვიტე, გაირკვა, რომ ერთის ნაცვლად, ორი უნდა გამეჩინა 🙂 სადღაც მეხუთე თვეზე, ექიმებმა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა ამიკრძალეს, წამოვედი ტელევიზიიდან და აღარც მივბრუნებულვარ, რადგან დეკრეტის შემდეგ რაც შემომთავაზეს, ჩემთვის საინტერესო არ იყო.
ექსკლუზიური ინტერვიუ 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ… | შენი ინტერიერი
სოციალურ ქსელში თვალს გადევნებთ და ვიცი, რომ ესპანური ენა თქვენი პროფესიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია… გვიამბეთ, რატომ აირჩიეთ ეს ენა?

– ჩემი და ესპანურის სიყვარული უხსოვარი დროიდან იწყება. ძალიან პატარამ ავიჩემე, რომ ეს ენა უნდა მესწავლა და მოვახერხე კიდეც, რაც იმხანად არ იყო ადვილი საქმე…
მერე ესპანეთშიც მომიწია სწავლამ და იქიდან მოყოლებული, ესპანური ენა მშობლიურივითაა ჩემთვის. ვთარგმნი, ვასწავლი, სახელმძღვანელოებს ვწერ…

ესპანურ ენას ასწავლით ახალგაზრდებს, გამოსცემთ სახელმძღვანელოებს, თარგმნით მარკესს… კიდევ რას საქმიანობს თეა გვასალია და რა არის ჰობი, განტვირთვის საშუალება, რაც სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება?

READ  EBRA: ქართული ხელნაკეთი კერამიკის განვითარება და ოჯახური ბიზნესის…

– ჰობი, საყვარელი საქმიანობა და მიზანიც ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი დამხმარე საშუალება დავწერო და გამოვცე ესპანური ენის შესწავლის მსურველთათვის. რაც მე არ მქონდა თავის დროზე, ახალ თაობას რომ ჰქონდეს და იოლად ისწავლოს ჩემი საყვარელი ენა…

ექსკლუზიური ინტერვიუ 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ… | შენი ინტერიერი

მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ ჟურნალისტიკაში აღარ ხართ, საინტერესოა თქვენი მოსაზრება – ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– ჟურნალისტი, პირველ რიგში, ნაკითხი უნდა იყოს. უწიგნურ ჟურნალისტზე სავალალო სანახაობა არ არსებობს. ამასთან, ჩემი აზრით, გადაცემის წაყვანის ან რეპორტაჟის მომზადების საკუთარი სტილიც უნდა ჰქონდეს, სიტყვების მარაგთან და ცოტა “შარმთან” ერთად…

გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს იმისთვის, რომ, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– ყველას, ვინც პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩიეთ, წარმატებას გისურვებთ და გირჩევთ მარაგში სხვა სპეციალობაც გქონდეთ, მარტო ჟურნალისტის დიპლომის იმედად ნუ იქნებით 🙂

ავტორი: თათია გოჩაძე

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://shenisilamaze.ge

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). ექსკლუზიური ინტერვიუ 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ…. 15 მარტი, 2024. https://sheniinterieri.ge/eqskluziuri-interviu-90-iani-tsle-bis-yve-la-ze-po-pu-la-ru-l/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. ექსკლუზიური ინტერვიუ 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ… [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/eqskluziuri-interviu-90-iani-tsle-bis-yve-la-ze-po-pu-la-ru-l/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  ავეჯი და აქსესუარები ინტერიერში

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network