კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ეს არის ძალიან კარგი ამბავი, დღეის მდგომარეობით...“ - გიორგი ფხაკაძე

„ეს არის ძალიან კარგი ამბავი, დღეის მდგომარეობით…“ – გიორგი ფხაკაძე

05/02/2022

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით, ომიკრონის შტამის რეინფიცირება არ დაფიქსირებულა.


„კარგი ამბავი არის ის, რომ დღეის მდგომარეობით ომიკრონის რეინფიცირება არ დაფიქსირებულა. ნუ დაფიქსირდა რამდენიმე, მაგრამ, მილიონში ერთი თუ დაინფიცირდა ეს პრობლემა არ არის და ეს არის ძალიან მაგარი ამბავი“, – თქვა გიორგი ფხაკაძემ.


ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 594 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.


ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 76 205 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 711, „პისიარ“ ტესტით – 27 494.


ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,36%, ბოლო 14 დღის – 26,16%, ბოლო შვიდი დღის – 29,28%.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 295 505 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 071 560 გამოჯანმრთელდა, 15 174 კი, გარდაიცვალა.


სულ ჩატარდა 2 747 141 აცრა, დღიურად აცრილია 4 224.


კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 840 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 954 პირი.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/es-aris-dzalian-kargi-ambavi-dgheis-mdgomareobit-giorgi-fkhakadze


READ  "პირველად დახატული პორტრეტი დავკუჭე და გადავაგდე..."- ექსკლუზიური ინტერვიუ ჰიპერრეალისტ მხატვარ ლაზარე გელაშვილთან, რომლის ნახატს ფოტოსგან ვერ განასხვავებთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები