ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო…

2 წუთიანი წაკითხვა

სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს და ეს მის ინტერიერის დიზაინშიც გამოიხატება. შენობა ნიუ-იორკის ცენტრშია განთავსებული და ის ამერიკელ წყვილს ეკუთვნის.

საცხოვრებელი 1916 წელს აშენდა და მას საკმაოდ მყარი საფუძველი ჰქონდა. ინტერიერი მდიდარი იყო ძველებური და ანტიკვარული ნივთებითა და ისეთი დეტალებით, როგორიცაა მარმარილოთი მოპირკეთებული ბუხარი აბაზანაში, დახვეწილი ბიბლიოთეკა, მდიდრული ხალიჩები და სხვა.

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო…

 

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო… — ფოტო 2

 

თავდაპირველად მიზანი შენობაში მხოლოდ სანტექნიკის შეცვლა და ელექტრო მოწყობილობების შემოწმება იყო, თუმცა საბოლოოდ, მეპატრონეებმა დეკორაციებისა და დიზაინის შეცვლაც გადაწყვიტეს.

სახლში უხვად ვხვდებით ძვირადღირებულ ქსოვილებს და ფერთა მრავალფეროვან პალიტრას. კედლებზე ძირითადად ტექსტურირებული საღებავები და შპალერებია გამოყენებული, რომლებსაც ბალიშები, ფარდების ფერები და ძვირადღირებული, ანტიკვარული ნივთები ეხამება.

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო… — ფოტო 3

 

თანამედროვე აქცენტებთან ერთად, ვხვდებით ნივთებს, რომელთა უმეტესობაც სახლის მეპატრონეებს ეკუთვნით და ოჯახური მემკვიდრეობის ნაწილია.

ინტერიერის დიზაინში ბევრი განსხვავებული და კონტრასტული ფერია გამოყენებული, თუმცა საბოლოო ჯამში, სიმშვიდისა და სიმყუდროვის ეფექტები იქმნება, რომლებიც წყვილის კომფორტსა და პირად სივრცეს უზრუნველყოფს.

შესასვლელში ვხვდებით ანტიკურ მაგიდას, რომელსაც Vaughan-ის ძვირფასი ჭაღი ამშვენებს. კედლები კი დაფარულია Le Manach -ის შპალერით.

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო… — ფოტო 4

 

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო… — ფოტო 5

 

შესასვლელშივე ვხვდებით ანტიკვარულ სანათს, რომელიც სახლის მეპატრონის ბებიას ეკუთვნოდა და გასულ საუკუნეშია დამზადებული.

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო… — ფოტო 6

 

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო… — ფოტო 7

 

მისაღები ნაწილის კედლები შეღებილია Benjamin Moore-ის საღებავით, რომელთანაც ავეჯის ფერებია შეხამებული. აქვეა ბუხარი და ხის თაროებიც, რომლებსაც სხვადასხვა დეკორატიული ნივთები და წიგნები ამშვენებს.

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო… — ფოტო 8

 

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო… — ფოტო 9

 

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო… — ფოტო 10

 

სამზარეულო შედარებით ღია და ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი. ხის სკამები, რომლებსაც ტექსტურირებული საზურგეები ამშვენებს, ცნობილი დიზაინერის, კაროლინა ირვინგის მიერაა შექმნილი.

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო… — ფოტო 11

 

რაც შეეხება საძინებელს, სახლის ამ ნაწილში ლურჯი და ცისფერი ფერებია გამოყენებული, რომლებიც თეთრი ფერის კედლებსა და ტექსტურირებულ შპალერს ეხამება და ოთახს უფრო ვრცელსა და ნათელს ხდის.

READ  სამზარეულოს საღებავების ფერის 5 ტენდენცია, რომელიც უნდა ნახოთ…

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო… — ფოტო 12

 

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო… — ფოტო 13

 

ბავშვების საძინებელში ვხვდებით შედარებით მეტ ფერსა და ტექსტურას. სახლის ეს ნაწილი მდიდარია ბუნებრივი, ფერადი ქსოვილებითა და სათამაშოებით.

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო… — ფოტო 14

 

აბაზანა მთლიანად სადა ფერებშია გადაწყვეტილი და აღჭურვილია თანამედროვე, პრემიუმ-ხარისხის ტექნიკით. აქვეა კიდევ ერთი ბუხარიც, რომელიც მარმარილოს მასალისგან არის აშენებული.

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო… — ფოტო 15

 

 

ფერადი ქსოვილებითა და ტექსტურირებული დეტალებით შექმნილი მყუდრო… — ფოტო 16

 

საბოლოო ჯამში, სახლის ხასიათი მისი მეპატრონეების ინდივიდუალური სურვილებისა და გემოვნების გათვალისწინებითაა შექმნილი და ინტერიერის დიზაინში გადამწყვეტ როლს ფერადი ქსოვილები და ტექსტურირებული დეტალები თამაშობს.

წყარო:https://www.homeis.ge

რემონტი 2026 — ფასები

კოსმეტ.: 1,500-5,000 ₾. საშ.: 5,000-15,000 ₾. კაპ.: 15,000-60,000 ₾. მასალები 8-12%-ით გაძვირდა — ადგ. ვარიანტი (Temia, ქართ. კერ.) ყველაზე ხელმ.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *