ფერთა ტერმინოლოგია, რომელიც დაგეხმარებათ სწორი ფერების შერჩევაში…

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გადაწყვიტეთ, რომ ახალი ბინის ინტერიერის დიზაინი თქვენი ხელით მოაწყოთ? ეს არაჩვეულებრივი იდეაა. ინტერიერის დიზაინის საბაზისო დონეზე ცოდნა და კარგი გემოვნება ის იდეალური ნაზავია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს სურვილებზე მორგებული ბინა შექმნათ. ინტერიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ფერია. მასთან დაკავშირებული ტერმინების ცოდნა დაგეხმარებათ თქვენი სახლისთვის სწორი ფერები შეარჩიოთ და მყუდრო საცხოვრებელი შექმნათ.

 

რა არის ფერი?

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

ფერი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ნებისმიერი საგნიდან გამოყოფილი სინათლე. წითელი საგანი წითელ სინათლეს გამოყოფს, მწვანე საგანი – მწვანეს და ასე შემდეგ. ინტერიერის დიზაინში, ფერი არის საერთო ტერმინი, რომლითაც აღვწერთ იმას, თუ როგორ ვხედავთ ტონებს, ჩრდილებსა და ელფერებს. არსებობს ფერთა წრე, რომელიც გვეხმარება ფერების „დახარისხებასა“ და ერთმანეთთან შერწყმაში. ფერთა წრეში არსებობს 6 მთავარი და მეორეული ფერი.

 

ფერთა ტერმინოლოგია, რომელიც დაგეხმარებათ სწორი ფერების შერჩევაში…

 

მთავარი ფერებია:

 

  • წითელი
  • ლურჯი
  • ყვითელი

 

მთავარი ფერები უნივერსალური ფერებია, რომელთა ნაზავით ახალ ანუ მეორეულ ფერებს იღებთ.

 

მეორეული ფერებია:

 

  • წითელი + ლურჯი = იასამნისფერი
  • ლურჯი +ყვითელი = მწვანე
  • ყვითელი + წითელი = ფორთოხლისფერი

 

ასევე არსებობს მესამეული ფერები, რომლებიც მთავარი და მეორეული ფერების შერწყმით მიიღება. ესენია:

 

 

  • წითელი- ფორთოხლისფერი
  • წითელი-იასამნისფერი
  • ლურჯი-ისასმნისფერი
  • ლურჯი-მწვანე
  • ყვითელი-მწვანე
  • ყვითელი- ფორთხოლისფერი

 

ფერთა ტერმინოლოგია, რომელიც დაგეხმარებათ სწორი ფერების შერჩევაში… — ფოტო 2

 

ჩრდილები

 

ჩრდილი ეს არის ფერის უფრო მუქი ვერსია. ის ნებისმიერ ფერზე შავი ფერის დამატებით მიიღება. მაგალითად, თუ თქვენ ლურჯს დაუმატებთ შავს, მიიღებთ ლურჯ ჩრდილს.

 

ელფერი

 

ჩრდილებისგან განსხვავებით, ელფერი ფერის შედარებით ღია ვერსიაა. ის ნებისმიერ ფერზე თეთრი ფერის დამატებით მიიღება. მაგალითად, თუ წითელს თეთრს დაუმატებთ, ვარდისფერს მიიღებთ. ეს ფერი პასტელურ ფერებს განეკუთვნება და ელფერადაც იწოდება.

 

ტონი

 

ფერის ტონი იქმნება მაშინ, როდესაც ფერს ნაცრისფერს უმატებთ. ტონი შეიძლება იყოს მუქიც და ნათელიც. სხვათაშორის, ის ფერები, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ, სწორედაც რომ ტონებია.

READ  შეიხედეთ საძინებელში, სადაც ფერების "აფეთქებაა

 

სატურაცია

 

სატურაცია ფერის ინტენსიvობას აღნიშნავს. ფერები, რომლებიც მეტად გაჯერებულნი არიან, მკვეთრ და ნათელ ფერებად გვევლინებიან. ნაკლებად გაჯერებული ფერები კი სიგლუვით ხასიათდებიან.

 

ინტენსივობა

 

ინტენსივობა ფერის პიგმენტაციას უკავშირდება. რაც უფრო მეტი პიგმენტია ფერში, მით უფრო ნაკლებად გახსნილია ის.

 

ნეიტრალური ფერები

 

ფერთა ტერმინოლოგია, რომელიც დაგეხმარებათ სწორი ფერების შერჩევაში… — ფოტო 3

 

თეთრი, შავი და ნაცრისფერი მთავარი ნეიტრალური ფერებია. ასევე ნეიტრალურად იწოდება კრემისფერი და ბეჟისფერიც.

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). ფერთა ტერმინოლოგია, რომელიც დაგეხმარებათ სწორი ფერების შერჩევაში…. 18 მარტი, 2017. https://sheniinterieri.ge/ferta-terminologia-romelits-dagekhmarebat-stsori-ferebis-sherchevashi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. ფერთა ტერმინოლოგია, რომელიც დაგეხმარებათ სწორი ფერების შერჩევაში… [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ferta-terminologia-romelits-dagekhmarebat-stsori-ferebis-sherchevashi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network