სახლები და მათი ისტორია ცნობილი ფილმებიდან – და, რომელია თქვენი რჩეული კინოს სახლი?

2 წუთიანი წაკითხვა

ალბათ, ყველას გვინატრია, რომ ერთხელ მაინც შეგვეხედა იმ სახლებში, რომლებშიც ჩვენი საყვარელი კინოგმირები ცხოვრობდნენ. ბევრი მათგანი იმდენად ცნობილი და დასამახსოვრებელია, რომ მათ ფოტოებზე დანახვისას მაშინვე ვცნობთ. ეს, ალბათ, სცენარისტებთან თუ რეჟისორებთან ერთად იმ ცნობილი დიზაინერების დამსახურებაცაა, რომლებმაც ეს სახლები მოაწყვეს, მაგრამ არის ცნობილი კინოს სახლები, რომლებიც სპეციალურად ფილმისთვის სულაც არ აუშენებიათ და უბრალოდ, იმდენად საინტერესო სტილით იყო შექმნილი, რომ ფილმების გადაღება ამ სახლებში გადაწყდა. მათ ტურისტები დღესაც მრავლად სტუმრობენ.

  • ,,მარტო სახლში”

სახლები და მათი ისტორია ცნობილი ფილმებიდან - და, რომელია თქვენი რჩეული კინოს სახლი?

ვინეტკა, ილინოისი.  სწორედ ეს არის იმ სახლის მისამართი, სადაც კევინი მარტო დარჩა. თუმცა, კევინი არამხოლოდ მარტოობის შიშს, არამედ ბოროტ მძარცველებსაც მშვენივრად გაუმკლავდა.  სახლი, სტატუსთან ერთად, თავისი გამორჩეული და ლამაზი სტილის გამო დღესაც ბევრ ტურისტს იზიდავს.

  • ,,უბის წიგნაკი“

სახლები და მათი ისტორია ცნობილი ფილმებიდან - და, რომელია თქვენი რჩეული კინოს სახლი? — ფოტო 2

ვის არ უყვარს ელის და ნოას სიყვარულის ისტორია?! ამ საოცრად რომანტიული ფილმის განუყოფელი ნაწილი ის სახლია, რომელიც ნოამ ელის სიყვარულით გააცოცხლა და თითქმის თავიდან ააშენა. რეალურად, ეს სახლი ძალიან ძველია და ის ბამბის პლანტაციების მფლობელებს ეკუთვნოდათ. სახლი ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში მდებარეობს.

  • ,,შვებულება“

სახლები და მათი ისტორია ცნობილი ფილმებიდან - და, რომელია თქვენი რჩეული კინოს სახლი? — ფოტო 3

ეს ტრადიციული ბრიტანული სტილის სახლი ერთ-ერთ ინგლისურ სოფელში, ჰოლმბურიში მდებარეობს. აქ კეიტ ვინსლეტის გმირი აირისი ცხოვრობს ფილმიდან შვებულება.

  1. ,,ფსიქო“

სახლები და მათი ისტორია ცნობილი ფილმებიდან - და, რომელია თქვენი რჩეული კინოს სახლი? — ფოტო 4

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახლი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმიდან. ამ პირქუშ სახლში ნორმან ბეითსი ცხოვრობს ფილმიდან ფსიქო. ეს ადგილი წინა სახლებისგან იმით განსახვავდება, რომ ის სპეციალურად ჰიჩკოკის ფილმისთვის ააშენეს და ,,უნივერსალის“ სტუდიაში მდებარეობს.

კიდევ, ალბათ, უამრავი სახლის გახსენება შეიძლება, რომელებიც ჩვენი საყვარელი ფილმების გარემოს საოცრად ალამაზებს. და მაინც, რომელია თქვენი რჩეული კინოს სახლი?

 

ავტორი: გიორგი პაპუაშვილი

რემონტი 2026 — ფასები

კოსმეტ.: 1,500-5,000 ₾. საშ.: 5,000-15,000 ₾. კაპ.: 15,000-60,000 ₾. მასალები 8-12%-ით გაძვირდა — ადგ. ვარიანტი (Temia, ქართ. კერ.) ყველაზე ხელმ.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *