განათების ტიპები სააბაზანო ოთახში

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სააბაზანო ოთახისთვის განათება ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია. ამ ოთახში, სადაც ჩვენი ყოველი დღე იწყება და სრულდება, კარგ განათებას ესთეტიკურ მახასიათებლებთან ერთად, უდიდესი ფუნქციური დატვირთვაც გააჩნია. თავის მოწესრიგება, მაკიაჟის წასმა, წვერის გაპარსვა და მსგავსი აქტივობები კარგ განათებას მოითხოვს. არ არსებობს უნივერსალური ტიპის განათება, რომელიც კონკრეტულად სააბაზანო ოთახისთვის არის შექმნილი. სწორედ, ამიტომ, ამ სივრცისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის განათების წყაროები, რომლებიც ერთიან სისტემას ქმნიან და კარგ განათებას უზრუნველყოფენ.

 

ჭერის განათება

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

განათების ტიპები სააბაზანო ოთახში

 

სააბაზანოს ჭერის განათება იმ სანათებისგან შედგება, რომლებიც ჭერის ცენტრალურ ნაწილში არის დაკიდული. ჭერის სანათი ძირითად განათებას უზრუნველყოფს, რომლის შუქ-ჩრდილები მთელ აბაზანაში ნაწილდება, მათ შორის, სარკესა და ზედაპირებზე. მიუხედავად ამ ფაქტისა, იშვიათად შეხვდებით ისეთ აბაზანას, სადაც ჭერის განათება სინათლის ერთადერთი წყაროა.

 

კედლის ბრები

 

განათების ტიპები სააბაზანო ოთახში — ფოტო 2

 

კედლის ბრა ძირითადად შეგხვდებათ წყვილი რაოდენობით, რომლებიც სარკის ორივე მხარეს, პირსაბნის მაღლა თავსდება. სანათის ჩრდილები იმ შუქს ბლოკავს, რომელსაც ადამიანის სახე სარკეში ჩახედვისას ირეკლავს ხოლმე. კედლის ბრა განათების იდეალურ წყაროა, რომელიც სახეზე მცირე ჩრდილების გადანაწილებას უზრუნველყოფს. მისი საშუალებით, შუქჩრდილები ზუსტად მობინადრის სახისკენ არის მიმართული. კედლის ბრა განათების სხვა წყაროებთან შედარებით ყველაზე მეტად შესამჩნევია.

 

კოსმეტიკური განათება

 

განათების ტიპები სააბაზანო ოთახში — ფოტო 3

 

სააბაზანოსთვის განკუთვნილი კოსმეტიკური განათება წამოადგენს ორ ან მეტ სანათს, რომელიც სარკის გარშემო მონტაჟდება. ამ ტიპის განათება მიმართულია სააბაზანო ნიჟარისა და ზედაპირისკენ. გაითვალისწინეთ, ის შუქჩრდილებიც, რომლებსაც ეს განათება ქმნის, რადგან გადაჭარბებული შუქის სახეზე მოხვედრა სხვადასხვა აქტივობის შესრულებაში ხელს შეგიშლით.

 

ჭაღი

 

განათების ტიპები სააბაზანო ოთახში — ფოტო 4

 

სააბაზანო ოთახისთვის ყველაზე უჩვეულო განათების ტიპი ჭაღია, თუმცა მას მრავალ მდიდრულ ინტერიერში შეხვდებით. თუ მას პირსაბნის თავზე დაკიდებთ, თავს ისე იგრძნობთ, როგორც 5-ვარსკლავიან სასტუმროში. ჭაღი სააბაზანოს დიზაინს ჰარმონიულად რომ შეერწყას, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ოთახი მაღალჭერიანი იყოს.

 

წერტილოვანი განათება

READ  ყველაფერი, რაც საძინებლის მოწყობისას უნდა გაითვალისწინოთ

 

განათების ტიპები სააბაზანო ოთახში — ფოტო 5

 

წერტილოვანი განათება ჭერის შიგნით მონტაჟდება და არაჩვეულებრივად ზოგავს სივრცეს. ამ ტიპის განათება იდეალურია პატარა ფართის სააბაზანო ოთახებისთვის. ამ შემთხვევაში, წერტილოვანი სანათები უზრუნველყოფენ ძირითად განათებას. თუ ოთახი შედარებით დიდი ზომისაა, წერტილოვანი განათება ცენტრში მონტაჟდება.

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). განათების ტიპები სააბაზანო ოთახში. 4 აგვისტო, 2017. https://sheniinterieri.ge/ganatebis-tipebi-saabazano-otakhshi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. განათების ტიპები სააბაზანო ოთახში [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ganatebis-tipebi-saabazano-otakhshi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network