ცნობილი დიზაინერი კარლ ლაგერფელდი 2019 წელს გარდაიცვალა. მან თავისი ქონების ნაწილი – 200 მილიონი დოლარი საყვარელ კატას, შუპეტს დაუტოვა.
შუპეტი კარლ ლაგერფელდის სიცოცხლეშივე გამდიდრდა. ფუმფულა კატამ მარტო 2015 წელს ორ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და 3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამის შემდეგაც, არაერთ პოპულარულ გადაღებაში მიიღო მონაწილეობა.
ლაგერფელდს საკუთარი კატა იმდენად უყვარდა, რომ მას პირადი მცველი და ორი მომვლელი დაუნიშნა. შუპეტი ყველგან Louis Vuitton-ისა და Goyard-ის სპეციალური ჩემოდნებით მოგზაურობდა და საკუთარი iPad-იც კი ჰქონდა.
სხვათა შორის, ლეგენდარულმა დიზაინერმა საკუთარ კატას გვარიც მისცა და ახლა ის ინტერნეტში შუპეტ ლაგერფელდად იძებნება.
კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შუპეტს არაერთი მეთვალყურე და პირადი მცველი ჰყავს, მასზე ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ლაგერფელდის ყოფილი დიასახლისი, ფრანსუაზა კასოტი იღებს და უვლის.
შუპეტს გამორჩეული კვების მენიუ აქვს და სპეციალურად შექმნილი, უმაღლესი ხარისხის პროდუქციით იკვებება. პერიოდულად, მონაწილეობს სხვადასხვა გადაღებასა და სარეკლამო კამპანიაში. აქვს კომფორტული სახლი, ავეჯი, მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ვარსკვლავზე პოპულარული და მდიდარია. რაც მთავარია, შუპეტმა მოახერხა, რომ ლეგენდარული დიზაინერისათვის თავი ისე შეეყვარებინა, რომ მან მადლიერების ნიშნად უზარმაზარი ქონება და სიყვარული დაუტოვა.
მასალის გამოყენების პირობები