მყუდრო და ლამაზი საძინებელი ჯანმრთელობის საწინდარია

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის, საძინებელი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ. სასურველია, ჩვენი საძინებელი იყოს მყუდრო და, ამასთანავე, მშვენიერიც. ამიტომ შემოგთავაზებთ რამდენიმე იდეას, რომ თქვენი საძინებელი გახდეს უფრო მყუდრო და კიდევ უფრო ლამაზი.

  1. ყვავილები

„თუ თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გქონდეთ ლამაზი მცენარეები თქვენთან ახლოს, ისარგებლეთ ამით“,- მოგვიწოდებს ინტერიერის დიზაინერი ფელდმანდი. მას სჯერა, რომ საწოლის გვერდით “ცოცხალი არსება” დაგვეხმარება, „გავიხსენოთ ცოცხლად ყოფნის სიმარტივე“.

  1. აანთეთ თქვენი საყვარელი სანთლები

სანთლები შესანიშნავია სტრესული პერიოდისთვის, რადგან მათ შეუძლიათ, შეგვახსენონ ჩვენი საყვარელი ადგილები, ადამიანები, ან მოგონებები. ძილის წინ დაანთეთ თქვენი საყვარელი სურნელოვანი სანთელი და იგრძენით სიმშვიდე. ჩააქრეთ და მშვიდად დაიძინეთ.

  1. ქსოვილები

ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება მაშინ არის, როდესაც მომქანცველი დღის შემდეგ რბილ და სუფთა თეთრეულში წვებით და თავს ფუმფულა ბალიშზე დადებთ, გაღვიძებისას კი იატაკის ნაზ ხალიჩაზე ადგამთ ფეხს. ეს შეგრძნებები, ერთი მხრივ, ხელს გიწყობთ იძინოთ მშვიდად და სრულფასოვნად, მეორე მხრივ, კი დილა ენერგიულად და პროდუქტიულად დაიწყოთ. ამ შეგრძნებების მიღწევაში კი ბუნებრივი და მაღალი ხარისხის ქსოვილები დაგეხმარებათ. ხავერდი ის ტექსტურაა, რომელიც ესთეტიკურობისა და სინაზის არაჩვეულებრივი ნაზავია. მოდური ხავერდი შეიძლება გამოიყენოთ საბნების, ბალიშებისა თუ სავარძლების გადასაფარებლად.

მყუდრო და ლამაზი საძინებელი ჯანმრთელობის საწინდარია – გაითვალისწინეთ რჩევები | შენი ინტერიერი

  1. საწოლი

საძინებელი ოთახი საწოლის გარეშე არ არსებობს. ამ უკანასკნელის შერჩევისას კი მაქსიმალურად უნდა ეცადოთ ზუსტად თქვენთვის შესაფერისი საწოლი იპოვოთ. მცირე ფართის საძინებელში რეკომენდებულია მრავალსათავსოიანი  საწოლი, რომელსაც ე.წ. თავი არ აქვს. საწოლი დადგით ფანჯარასთან – მზის სხივები გაღვიძებას უფრო სასიამოვნო პროცესად გადააქცევს.

მყუდრო და ლამაზი საძინებელი ჯანმრთელობის საწინდარია – გაითვალისწინეთ რჩევები | შენი ინტერიერი

  1. განათება

საძინებელ ოთახში განათებას ძალიან დიდი როლი უკავია. თქვენი ორგანიზმი დაძინებისას ჰორმონ მელატონინს, გაღვიძებისას კი – კორტისოლს გამოიმუშავებს. ერთი მათგანი დაძინებაში გეხმარებათ, მეორე კი – გაღვიძებაში. იცოდით, რომ განათება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მათ გამომუშავებაზე ახდენს გავლენას? სწორად შერჩეული განათება კი თავიდან აგარიდებთ ინსომნიას და მისგან გამოწვეულ სტრესს. თბილი, ნაზი და ირიბი განათება მზის ჩასვლის ასოციაციას ქმნის, რომელიც გახსენებთ იმას, რომ დღე დასრულდა და დასვენების დროა. ამ ეფექტის მისაღწევად გამოიყენეთ ლედ განათება ან მაგიდის სანათები. თქვენი ესთეტიკური სიამოვნებისთვის კი შეგიძლიათ მაგიდისა და კედლის სანათები ერთმანეთს სიმეტრიულად შეუხამოთ. დიდი ფართის საძინებელში ჭერიდან დაშვებული მომცრო სანათები შეგიქმნით მყუდრო და თბილ ატმოსფეროს.

READ  როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს ფასადი სწორად და ბიუჯეტურად

წყარო

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *