ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

პატარა დეტალები სახლში სიმყუდროვის განცდას გვიქმნის. სახლურ გარემოს სარემონტო სამუშაოებთან ერთად სხვადასხვა დეკორიც ამრავალფეროვნებს. თუ ინტერიერში საინტერესო ვიზუალის აქსესუარებს დაამატებთ, ბინაში ინდივიდუალურობას, ხასიათსა და ფერებს შემოიტანთ. ჩვენ გირჩევთ ისეთ განსხვავებულ აქსესუარებს, რომლებიც ვიზუალურთან ერთად, პრაქტიკულიც იქნება.

 

რკინის ბადე

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს

 

სამუშაო ოთახში მოტივაცია ყველაზე მეტად გჭირდებათ. სამოტივაციო წერილები, სახალისო სურათები თუ გასაკეთებელი საქმეების სია მოტივაციას აგიმაღლებთ და სამუშაოს შესრულებასაც გაგიადვილებთ. რკინის ბადე ბიუჯეტური ვარიანტია, რომელსაც თქვენს სამუშაო მაგიდას დაუმატებთ და სამოტივაციო ნივთების საორგანიზაციოდ გამოიყენებთ. მსგავსი ბადეები ჩვეულებრივ კედელსაც ალამაზებს და საინსტაგრამო სურათების ფონადაც ლამაზად გამოიყურება.

 

მეტალის კარადები

 

ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს — ფოტო 2

 

სახლის დეკორში მეტალი ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი მასალაა, რომელიც ინტერიერის ნებისმიერ სტილს შეესაბამება. ამ მასალას იმდენად უნივერსალური მახასიათებლები აქვს, რომ თანაბრად უხდება კლასიკურ, ელეგანტურ და თანამედროვე სტილის ბინებს. მეტალის კარადა ფუნქციურად საჭირო ნივთია, რომელიც სათავსოდაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მისი ვინტაჟური ვიზუალი კი ინტერიერში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ლავანდისფერი აქსესუარების დამატებით ძალიან საინტერესო ვიზუალს მიიღებთ, რაც თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება.

 

დისკო ბურთი

 

ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს — ფოტო 3

ინტერიერის დიზაინში დისკო ბურთის დამატება სწორედ ისაა, რაც აუცილებლად გჭირდებათ. ეს ულამაზესი დეკორი ნებისმიერ ოთახს უხდება. მაგალითად, საძინებელ ოთახში მას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, მისაღებ ოთახში კი ის გლამურულ მუხტს ქმნის. იმისთვის, რომ ეს ეფექტი გაამრავალფეროვნოთ, დიზაინში სარკიანი ზედაპირი ან პრიალა ქსოვილის ბალიშები დაამატეთ.

 

საქანელა სკამი

 

ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს — ფოტო 4

 

ელეგანტური, კომფორტული და ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის გათვლილი საქანელა სკამი ინტერიერში ერთ-ერთი მოთხოვნადი დეკორია. საქანელა სკამებს მრავალი სარგებელი შეგიძლიათ მოუძებნოთ. პირველ რიგში, ის დასვენებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა და თქვენს განწყობაზეც დადებითად მოქმედებს. დამღლელი დღის შემდეგ კი საქანელა სკამში ჩაჯდომა ერთი დიდი სიამოვნება და კომფორტია, რომელიც შეგიძლიათ თქვენს სტუმრებსაც გაუზიაროთ.

 

საწოლის ფარდები

READ  ექსკლუზიური ინტერვიუ ,,ჯანინთან

 

ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს — ფოტო 5

 

ნაზი ფარდებით მორთული საწოლი ულამაზესად გამოიყურება. ვიზუალურ ეფექტთან ერთად, ფარდები ძალიან ფუნქციურიცაა. მაგალითად, ისინი ამცირებენ მტვერს და უზრუნველყოფენ სინათლის კონტროლს. ვარდისფერი ან ცისფერი ფარდები არაჩვეულებრივია საბავშვო ოთახში და ბავშვებისთვის ზღაპრულ გარემოს ქმნის.

წყარო

 

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს. 1 მაისი, 2017. https://sheniinterieri.ge/originaluri-aqsesuarebi-romlebits-tqvens-sakhls-gaalamazebs/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/originaluri-aqsesuarebi-romlebits-tqvens-sakhls-gaalamazebs/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network