პარკეტი თუ ლამინატი – როგორ გავაკეთოთ არჩევანი

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

პარკეტი და ლამინატი იატაკის სახეობებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი ერთმანეთს ბევრი დეტალით ჰგვანან, ყველაზე მეტად კი გარეგნული მახასიათებლებით, რადგან მათი ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ რთულია, ვინაიდან ლამინატს ხშირად ძვირადღირებული ხის იატაკის გარეგნობა აქვს. თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითადი თვისება, რომელთა დახმარებითაც ამ ორ პროდუქტს შორის განსხვავებას მარტივად დაინახავთ.

პარკეტი თუ ლამინატი – როგორ გავაკეთოთ არჩევანი | შენი ინტერიერი

პარკეტი იატაკის ის სახეობაა, რომელიც ნამდვილი ხისგან მზადდება. მისი ყველა ფენა ბუნებრივი მასალისგანაა შექმნილი და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

პარკეტი თუ ლამინატი – როგორ გავაკეთოთ არჩევანი | შენი ინტერიერი

ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რის გამოც მომხმარებლები ხშირად ლამინატზე აკეთებენ არჩევანს,  ის არის, რომ ლამინატის მოვლა ბევრად უფრო მარტივია. პარკეტის იატაკი დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ, სპეციალური ზეთის დახმარებით იწმინდება, ხოლო ლამინატის გასუფთავება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ მარტივად, სველი ქსოვილის საშუალებით ხდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლამინატი უფრო კარგად ატარებს სითბოს და მათთვის, ვისაც სახლში იატაკქვეშა გათბობის სისტემა აქვს, ლამინატის გამოყენება უფრო ეფექტურია.

პარკეტი თუ ლამინატი – როგორ გავაკეთოთ არჩევანი | შენი ინტერიერი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი იატაკის საფარი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, პარკეტს უფრო მეტი ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. მზის სხივებმა შეიძლება გამოიწვიოს მისი დაზიანება, ფერის დაკარგვა ან გამუქება, რის შედეგადაც იატაკის მთლიანად გამოცვლა დაგჭირდებათ. პარკეტისგან განსხვავებით, ლამინატი ნებისმიერი სახის სინათლეს ერთნაირად უმკლავდება და სპეციალური გარემო-პირობები არ სჭირდება.

პარკეტი თუ ლამინატი – როგორ გავაკეთოთ არჩევანი | შენი ინტერიერი

ფასი ის გადამწყვეტი საკითხია, რის გამოც ადამიანები ლამინატზე აკეთებენ არჩევანს. პარკეტი არა მხოლოდ უფრო ძვირი ღირს, არამედ მისი დაზიანების შემთხვევაში, შეცვლა ან გაწმენდაც საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. რაც შეეხება ლამინატს, მას საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.

პარკეტი უკეთესი არჩევანია მათთვისაც, ვისაც რაიმე სახის ალერგია აწუხებს, რადგან იატაკის საფარის ზოგიერთი სახეობა ალერგიული მასალისაგან მზადდება, პარკეტი კი სრულიად ანტიალერგიული მასალით მზადდება.

პარკეტი თუ ლამინატი – როგორ გავაკეთოთ არჩევანი | შენი ინტერიერი

 

შეჯამების სახით, მანამ, სანამ ამ ორ იატაკის საფარს შორის არჩევანს გააკეთებდეთ, განსაზღვრეთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული, გაითვალისწინეთ სახლში არსებული გათბობის სისტემა, მდებარეობა, ბიუჯეტი და სხვა ფაქტორები, რაც არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებთ.

READ  ინტერიერის დიზაინის 10 ხრიკი თქვენი სახლის გარდაქმნისთვის

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://www.homeis.ge/laminati-thu-parketi/

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). პარკეტი თუ ლამინატი – როგორ გავაკეთოთ არჩევანი. 15 მარტი, 2024. https://sheniinterieri.ge/parketi-tu-laminati-rogor-gavaketot-archevani/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. პარკეტი თუ ლამინატი – როგორ გავაკეთოთ არჩევანი [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/parketi-tu-laminati-rogor-gavaketot-archevani/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network