რა არის ერგონომიკა?-სამუშაო, დიზაინი და ტექნოლოგიები

2 წუთიანი წაკითხვა

ერგონომიკული პროდუქტი ქმნის ეგრეთ წოდებულ “საშენ მასალას”, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს. ორგანიზაციები, რომლებიც სამუშაო ადგილზე იყენებენ ერგონომიკულ პროდუქტებს, ზრუნავენ თანამშრომელთა კომფორტსა და მათ ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, იზოგება დასაქმებულთა ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები. შედეგად – მცირდება დასაქმებულთა მიერ გაცდენილი სამუშო საათების რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს სამუშაოს უფრო ეფექტურ და პროდუქტიულ შესრულებას. საქართველოს ერგონომიკის ასოციაციის სახელმძღვანელო წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს, რომლის დახმარებით თქვენ შეძლებთ სამუშაო ადგილი გახადოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, კომფორტული და შესრულებული სამუშაოს თვალსაზრისით ნაყოფიერი.

რა არის ერგონომიკა?-სამუშაო, დიზაინი და ტექნოლოგიები | შენი ინტერიერი

1980-იანი წლებიდან დღემდე პერსონალური კომპიუტერების, ციფრული ტექნოლოგიების, მობილური და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებამ შეცვალა სამუშაოს სტილი და დასაქმებული ფიზიკურად პასიური გახადა. ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი კომფორტული გარემოს შექმნა (დიზაინი, ხელსაწყოები, აღჭურვილობა, სამუშაო ადგილზე მათი განლაგება და ა.შ.), რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმზე უარყოფითი ზეგავლენის გარეშე სამუშაოს ხარისხიან შესრულებას, რომ სამუშაო გარემო იყოს ადამიანზე მორგებული და არა პირიქით. ერგონომიკა ნიშნავს სამუშაოსთან ადაპტირებას, ადამიანის ორგანიზმის ფიზიკური და ფსიქიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, ისეთი სამუშაო გარემოს, აღჭურვილობის გამოყენებას, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს სამუშაოს უსაფრთხო და ეფექტურ შესრულებას.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ერგონომიკა ხელს უწყობს ყოველდღიურ სამუშაო ადგილზე კომფორტული გარემოს შექმნას, ამცირებს ტრავმების განვითარების რისკს, მავნე ზეგავლენას ჯანმრთელობაზე და ზრდის წარმოების და სამუშაოს შესრულების ეფექტურობას. ხშირად ერგონომიკურად გაუმჯობესებული სამუშაო გარემო აღიქმება, როგორც ზედმეტი დანახარჯი მწარმოებლის მხრიდან. სინამდვილეში კი ერგონომიკა განხილული უნდა იყოს, როგორც ინვესტიცია ფინანსური სარგებლისთვის, რისი მიღებაც შესაძლებელი ხდება წარმოების გაზრდით, სამსახურის გაცდენილი დღეების შემცირებით, დაზღვევაზე და დასაქმებულზე კომპენსაციური ხარჯების შემცირებით. ერგონომიკული გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს საწარმოო ტრავმების შემცირებისა და წარმოების ეფექტურობის გაზრდის წინაპირობას. ამ მხრივ, მცირე ცვლილებების განხორციელება მომავალში მოგვიტანს დადებით შედეგებს. განვიხილოთ მაგალითი: ერგონომიკული სავარძლის შესაძენად ჩადებული ინვესტიცია 10%-დან 20%-მდე ზრდის სამუშაოს წარმოებას. თუ ჩავთვლით, რომ დასაქმებულის პროდუქტიულობა დღეში საშუალოდ 5 საათია (300 წუთი), ერგონომიკული ნივთების გამოყენებით ხდება მისი 30-დან 60 წუთამდე მატება. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტიულობა დღეში 15 წუთით გაიზრდება, რაც კვირაში 1 სთ. 15 წთ. შეადგენს, წარმოება იზრდება 5%-ით.

READ  სამუშაო ჩვევები საქმის ეფექტურად შესასრულებლად

საქართველოს ერგონომიკის ასოციაცია/ ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ფხაკაძე

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). რა არის ერგონომიკა?-სამუშაო, დიზაინი და ტექნოლოგიები. 15 მარტი, 2024. https://sheniinterieri.ge/ra-aris-ergonomika-samushao-dizaini-da-teqnologiebi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რა არის ერგონომიკა?-სამუშაო, დიზაინი და ტექნოლოგიები [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ra-aris-ergonomika-samushao-dizaini-da-teqnologiebi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network