რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ სამუშაო ოთახი

3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სამუშაო ოთახი მაშინაც საჭიროა, თუ სახლიდან მუშაობთ, სწავლობთ ან თქვენს საყვარელ საქმეს აკეთებთ. კომფორტულად მოწყობილი სამუშაო ოთახი ან კუთხე გეხმარებათ, თქვენი საქმე პროდუქტიულად და ენერგიებით სავსემ შეასრულოთ.

 

რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ სამუშაო ოთახი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

როგორ უნდა მოაწყოთ სამუშაო ოთახი?

  • გაითვალისწინეთ ოთახის ადგილმდებარეობა

თუ გადაწყვიტეთ, რომ სამუშაოდ ცალკე სივრცე გჭირდებათ, აუცილებლად ფანჯრებიანი ოთახი აარჩიეთ. შემომავალი ბუნებრივი სინათლე პროდუქტიულობის ერთ-ერთი წყაროა. ასევე უმჯობესია, თუ თქვენი ფანჯრებიდან ხედი სიმწვანეზე გადის და მანქანების ხმაური თქვენამდე არ აღწევს. კონცენტრაცია ხომ პროდუქტიული მუშაობის დროს აუცილებელია?!

 

რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ სამუშაო ოთახი — ფოტო 2

თუ თქვენი ბინა დამატებით ფუნქციურ ოთახს ვერ იტევს, სამუშაო კუთხე მოიწყვეთ. ეს უკანასკნელი უმჯობესია მისაღებ ოთახში არ იყოს, რადგან სტუმრიანობა მუშაობაში ხელს შეგიშლით.

 

  • ჯერ ფუნქციურობა, შემდეგ სილამაზე

სამუშაო მაგიდა, სკამი და თაროები – თქვენს კომფორტზე უნდა იყოს მორგებული. დაფიქრდით იმ ავეჯზე, რაც აუცილებლად გჭირდებათ – რა მოცულობის უნდა იყოს სათავსო, რამხელა უნდა იყოს მაგიდა და გესაჭიროებათ თუ არა ტექნოლოგიური მოწყობილობები. ამ კითხვებზე პასუხი დაგეხმარებათ სივრცე სწორად დააგეგმაროთ და ზედმეტი ნივთებით არ გადატვირთოთ.

ფუნქციურობასთან ერთად ესთეტიკური მახასიათებლების გათვალისწინებაც არ არის ურიგო. ყველაზე მეტად გლამურული და თვალისმომჭრელი ეფექტის შექმნა სანათებს შეუძლიათ, რომლებიც ოქროსფერი დეტალებით არიან დამშვენებულები.

 

  • სინათლე აუცილებელია

რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ სამუშაო ოთახი — ფოტო 3

როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, სამუშაო ოთახი ბუნებრივი სინათლით სავსე უნდა იყოს. ეს უკანასკნელი გეხმარებათ თავიდან აირიდოთ თვალებისა და თავის ტკივილი. შესაბამისად, მუშაობის პროცესი უფრო პროდუქტიული ხდება და ენერგიაც უფრო დიდხანს გინარჩუნდებათ.

 

პრაქტიკული იქნება, თუ კომპიუტერს და ლეპტოპს ისეთ ადგილას დადგამთ, სადაც მზის სხივები ეკრანს ნაკლებად მიწვდება და მუშაობაში ხელს არ შეგიშლით.

 

  • იმუშავეთ ფერად გარემოში

აირჩიეთ ის ფერები, რომლებიც გიყვართ და გსიამოვნებთ. ოთახის კედლების, თაროებისა და ჭერის ერთ ფერში შეღებვა სივრცეს ვიზუალურად უფრო დიდს ხდის. თუ კრეატიული სამსახური გაქვთ, ფერებით სავსე გარემო ინსპირაციის მოძიებაში დაგეხმარებათ.

READ  “ეს სახლი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი პროექტია, ნივთები მთელი…

 

  • ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ორგანიზება

რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ სამუშაო ოთახი — ფოტო 4

თუ თქვენ სამუშაო კუთხე გაქვთ, გეცოდინებათ თითოეულ სანტიმეტრსაც კი რამხელა მნიშვნელობა აქვს. ამიტომ სივრცე როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურადაც უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, საოფისე ფურცლების დაორგანიზებაში კედლებზე დამონტაჟებული თაროები დაგეხმარებათ. თქვენთან ახლოს შეინახეთ ვერტიკალურ თაროებზე განლაგებული მნიშვნელოვანი საქაღალდეები. პატარ-პატარა სათავსოების ქონა არასდროს არის ცუდი იდეა.

 

  • დაამატეთ მცენარეები

არ აქვს მნიშვნელობა სამუშაო ოთახში რა აქტივობას ასრულებთ, კომპიუტერი ან ლეპტოპი, ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებათ. მათი გამოსხივება კი ზოგჯერ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. საუკეთესო გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად მცენარეებში უნდა ეძიოთ. მცენარეებს შეუძლიათ ჯანსაღი, შთამაგონებელი გარემო შექმნან და სამუშაო ოთახის ინტერიერს ინდივიდუალური შტრიხიც შემატონ.

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ სამუშაო ოთახი. 15 ივლისი, 2024. https://sheniinterieri.ge/ramdenime-rcheva-tu-rogor-unda-moatsyot-samushao-otakhi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ სამუშაო ოთახი [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ramdenime-rcheva-tu-rogor-unda-moatsyot-samushao-otakhi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network