რას შევუხამოთ მწვანე ფერი ინტერიერში?

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ბორცვები და მდელოები, ტყე, მდინარის წყალში არეკლილი ხეები, ყვავილობა გაზაფხულზე — ასეთ სასიამოვნო ასოციაციებს ინტერიერში მწვანე ფერი განაპირობებს. დღეს კი ჩვენ მოგიყვებით, თუ რომელ ელფერებთან უნდა დააკავშიროთ მწვანე, რათა ინტერიერში თქვენთვის სასურველი ატმოსფერო შექმნათ.

 

მწვანე + “Very Peri”

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

Pantone Color Institute-ის 2022 წლის ფერი — “Very Peri” ჰარმონიულ წყვილს ქმნის მწვანესთან. მწვანესთან შესახამებლად შეგიძლიათ აირჩიოთ არა მხოლოდ “Very Peri”, არამედ იასამნისფრის სხვა ელფერი. მწვანისა და იასამნისფრის დომინანტური წყვილის შემთხვევაში სივრცეში დანარჩენი ტონები ნეიტრალური უნდა იყოს.

რას შევუხამოთ მწვანე ფერი ინტერიერში? | შენი ინტერიერი

 

მწვანე + ცისფერი

ინტერიერში მწვანე ფერი უზრუნველგვყოფს უსაფრთხოების განცდითა და სიმშვიდით, გვმუხტავს ოპტიმიზმით. ღია ცისფერი ტონები იმავე ანტისტრესულ ეფექტს იწვევს. ასეთ ფერთა ტანდემი ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს და მზიან დღეებში ბუნებაში სეირნობის ასოციაციას ქმნის.

რას შევუხამოთ მწვანე ფერი ინტერიერში? | შენი ინტერიერი

 

მწვანე + ყვითელი

ვინაიდან მზე ვახსენეთ, ოპტიმისტური ყვითელი ელფერები გავიხსენოთ. ყვითელი შეიძლება წინა წყვილს აქცენტის სახით დაემატოს. ის, ისევე როგორც მზის სხივი იმპრესიონისტების ნახატებში, გაათბობს ინტერიერის „პეიზაჟს“ და ოთახში პოზიტიურ ატმოსფეროს შექმნის.

რას შევუხამოთ მწვანე ფერი ინტერიერში? | შენი ინტერიერი

ყვითელი ფერი ამ წყვილში შეიძლება იყოს არა მხოლოდ აქცენტი, ხოლო მწვანე — არა მხოლოდ ფონი, არამედ, ერთმანეთის დაბალანსების უნარის გამო, ისინი, შესაძლოა, თანაბარ კონტრასტულ პარტნიორებად იქცნენ.

რას შევუხამოთ მწვანე ფერი ინტერიერში? | შენი ინტერიერი

 

მწვანე + ვარდისფერი

ვარდისფერი პალიტრა მდიდარია ელფერებით. ყველა მათგანი მეგობრობს ლურჯ-მწვანესთან, პიტნის ტონებთან და სალბის მტვრიან ელფერთან.

რას შევუხამოთ მწვანე ფერი ინტერიერში? | შენი ინტერიერი

მწვანე შესანიშნავად ანეიტრალებს ინტერიერში ვარდისფრის თანდაყოლილ ინფანტილურობას და ასოციაციები ბარბის სახლიდან ვარდის აყვავებულ ბუჩქებამდე და ბაღის საზაფხულო სიმშვიდემდე გადააქვს.

რას შევუხამოთ მწვანე ფერი ინტერიერში? | შენი ინტერიერი

 

მწვანე + წითელი

წითელი ცნობილია თავისი მასტიმულირებელი ეფექტით. ამის გამო მას ინტერიერში ნაკლებად იყენებენ, თუმცა სწორი დოზა მნიშვნელოვანია. წითელი აქცენტები დამამშვიდებელ მწვანე ფონზე ხელს შეუწყობს ატმოსფეროს გამხიარულებას და ფსიქიკაზე ზეწოლას არ იქონიებს. ხოლო მდუმარე, თეთრით განზავებულმა წითელმა ელფერებმა შეიძლება ფონის ფუნქციაც შეასრულოს.

რას შევუხამოთ მწვანე ფერი ინტერიერში? | შენი ინტერიერი

 

მწვანე + თეთრი

თეთრის სისუფთავე და მწვანის სიახლის ეფექტი ქმნის გამამხნევებელ ტანდემს, რომელიც შეიძლება სპილენძისა და ხის აქცენტებით შეივსოს.

რას შევუხამოთ მწვანე ფერი ინტერიერში? | შენი ინტერიერი

მწვანე + ნეიტრალური ელფერები

READ  რამდენიმე რჩევა თეთრი ფერის ნაძვის ხის მორთვის შესახებ

მცენარეთა სამყაროს ელფერები მარტივად ეხამება ნეიტრალურ ნაცრისფერ და კრემისფერ ტონებს, ისევე როგორც ყველა სახის ხეს.

კონტრასტული ოპონენტის გარეშე ინტერიერში მწვანე ფერი აბსოლუტურად მშვიდად გამოიყურება.

რას შევუხამოთ მწვანე ფერი ინტერიერში? | შენი ინტერიერი

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2023). რას შევუხამოთ მწვანე ფერი ინტერიერში?. 15 თებერვალი, 2023. https://sheniinterieri.ge/ras-shevukhamot-mtsvane-feri-interiershi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რას შევუხამოთ მწვანე ფერი ინტერიერში? [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ras-shevukhamot-mtsvane-feri-interiershi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network