რატომ ვრთავთ ნაძვს და არა სხვა ჯიშის ხეს? საინტერესო თქმულება…

3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ალბათ ყველას გაინტერესებთ, რატომ ვრთავთ საახალწლოდ მაინც და მაინც ნაძვს და არა სხვა ჯიშის ხეს. ყველა ჩვენგანს მოგვირთავს საშობაოდ ნაძვის ხე. ამ რიტუალისთვის დიდხანს ვემზადებით, მრავალნაირად ვცდილობთ, რაც შეიძლება ლამაზი და ორიგინალურად მორთული ნაძვის ხე გვქონდეს. მაგრამ, შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა ჯერ კიდევ არ იცოდეს, რატომ აირჩიეს ადამიანებმა ამ დღისთვის ნაძვის ხე.

ამასთან დაკავშირებით საინტერესო თქმულებაა შემონახული. ლეგენდის თანახმად:

„იესო რომ დაიბადა, ყველა ხე მივიდა მასთან და დაბადების დღე მიულოცა. მათ საჩუქრებიც მიუტანეს: ვაშლის ხემ – ვაშლი, კაკლის ხემ – კაკალი, ატმის ხემ – ატამი..

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ნაძვის ხე კი იდგა შორიახლოს და ადგილიდან არ იძვროდა, ჩუმად ტიროდა. მისი ტოტებიდან წებოვანი სითხე გადმოვიდა, ეს ნაძვის ცრემლები იყო…

– რატომ არ მიდიხარ იესოსთან მისალოცად? – ინტერესით ჰკითხეს მას სხვა ხეებმა.

– „მე ხომ ჩხვლეტია წიწვები მაქვს, მეშინია, ყრმას რაიმე არ ვატკინო, “ – უპასუხა ნაძვის ხემ.
– რა კეთილი ხე ყოფილხარ!- აღფრთოვანდა ყველა.

გადმოცემის თანახმად, ამის გამო ღმერთმა დაასაჩუქრა ნაძვი. მისი გირჩები სხვადასხვაფრად შეღება, მორთო ტკბილეულითა და ფერად-ფერადი სათამაშოებით, ცას ვარსკვლავი მოსწყვიტა და გვირგვინად დაადგა. სწორედ ამიტომ, ნაძვის ხის წვერზე მდგარ ვარსკვლავს „შობის ვარსკვლავს“ უწოდებდნენ. მას შემდეგ კი ნაძვის ხე მუდმივად ირთვება.“

.

ისიცაა ცნობილი, რომ ნაძვამდე სხვადასხვა ქვეყნებში სხვა ხეებს რთავდნენ. არსებობდა მუხის მორთვის ტრადიციაც. ტყეში ერთ დიდ მუხას აარჩევდნენ და იმას ამშვევებდნენ ფერად-ფერადი მოსართავებით. ტროპიკულ ქვეყნებში კი არსებობდა პალმის მორთვის ტრადიცია. ცხელ ქვეყნებში, სადაც ნაძვი ვერ ხარობს, გაქრისტიანებული მოსახლეობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პალმას რთავდა. მაგრამ ეს პრობლემა დღეისათვის მოგვარებულია, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი ხელოვნური ნაძვის ხე.

.

ნაძვის ხეს ჯერ თხილით, კანფეტებითა და მოხატული კვერცხებით ამშვენებდნენ. პირველი მინის ბურთულა კი XVII-ის დასაწყისში შექმნეს თიურინგიაში (გერმანია).

READ  გიორგის მამიდამ დამარწმუნა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევდი

.

კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად, მე-7 საუკუნეში ინგლისელი მღვდელი გაემგზავრა გერმანიაში ქრისტეს სჯულის გასავრცელებლად. ადგილზე მისულმა მოძღვარმა მრევლს ნაძვის ხის სამკუთხოვან ფორმაზე აუხსნა სამების (მამა, ძე და სულიწმინდის კავშირი) არსი. ამგვარად, მრევლმა სწორედ ნაძვის ხესთან მოახდინა წმინდა სამების დაკავშირება. ასე იქცა ნაძვის ხე შობის სიმბოლოდ ევროპაში, შემდეგ კი მთელს ქრისტიანულ სამყაროში.

ნაძვის ხის, როგორც ქრისტიანული შობის სიმბოლოს გამოჩენას კიდევ ერთი ვერსია უკავშირდება გერმანელი მისიონერის, წმინდა ბონიფაცის სახელს. VI სუკუნეში, წარმართებთან ქრისტიანობის ქადაგების დროს მისიონერმა მოჭრა მათი ღვთაების, ტორისადმი მიძღვნილი უზარმაზარი მუხა. წმინდა ბონიფაცის ამით უნდოდა ეჩვენებინა წარმართული ღმერთების უძლურება. დაცემისას მუხამ ყველა ხე წააქცია, გადარჩა მხოლოდ ერთი ნაძვი. აქედან მოყოლებული, იქცა ნაძვი შობის სიმბოლოდ ცენტრალური ევროპის ტომებში.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). რატომ ვრთავთ ნაძვს და არა სხვა ჯიშის ხეს? საინტერესო თქმულება…. 15 დეკემბერი, 2024. https://sheniinterieri.ge/ratom-vrtavt-nadzvs-da-ara-skhva-jishis-khes-saintereso-tqmuleba/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რატომ ვრთავთ ნაძვს და არა სხვა ჯიშის ხეს? საინტერესო თქმულება… [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ratom-vrtavt-nadzvs-da-ara-skhva-jishis-khes-saintereso-tqmuleba/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  ნახეთ, რა დატვირთვა ჰქონდა ქართლ-კახეთის დარბაზულ სახლებს

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network