როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი

3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მიუხედავდ იმისა, რომ პატარა საძნებლის მოწყობა რთული სივრცის სიმცირის გამო, რეალურად შეიძლება ძალიან სახალისო და მარტივი გახადო. სწორი დიზაინერული ხრიკებითა და ტექნიკებით თქვენ შეგიძლიათ თქვენი უბრალო, მცირე ზომის ოთახი გადააკეთოთ საოცნებო საძინებლად, ჭკვიანური შენახვის ტექნიკებითა და მულტიფუნქციური ავეჯის შემოტანით თქვენი ოთახი აივსება ახალი და ენერგიული მუხტით.

1.შეინარჩუნეთ შეზღუდული ფერის პალიტრა.

თუ სრულიად თეთრი კედლები არ ემთხვევა თქვენს ხედვას, გამოიყენეთ საყვარელი ფერები, მაგრამ სივრცესთან გააზრებულად. პატარა ოთახში თეთრი კედლები შეგინარჩუნებთ ჰაეროვნებასა და სივრცეს, მაგრამ თქვენი საყვარელი ფერებით შეგიძლიათ დეტალებს გაუსვათ ხაზი  და სხვადასხვა ელემენტებში ათამაშოთ, რაც სახალისო და ცოცხალ ელფერს მისცემს საძინებელს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი | შენი ინტერიერი

 

2. შეინარჩუნეთ ბუნებრივი განათება

მცირე ზომის საძინებლებში მნიშვნელოვანია ბუნებრივი განათების როლი. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ფანჯარა არ იყოს დაფარული, რადგან სინათლით სივრცე უფრო სასიამოვნო ხდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟალუზები, რომ თქვენი პირადი გარემო შეინარჩუნოთ.

 

როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი | შენი ინტერიერი

 

3. მაქსიმალურად გაზარდეთ თქვენი საცავი

იატაკიდან ჭერამდე დამონტაჟებული საცავი ყველაზე მეტად გაგიადვილებთ საქმეს. მასში შეგიძლიათ მოათავსოთ ყველა ნივთი, რაც გაგაჩნიათ: წიგნები, პირადი ნივთები, დეკორაცია. სათავსოს ზედაპირები სხვადახვა მიზნითაც გამოიყენება, მაგალითად: როგორც საწერი მაგიდა ან განათების დასადგამი. მულტიფუნქციური ავეჯით უფრო მეტი სივრცე დაგრჩებათ თქვენს პატარა საძინებელში.

 

როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი | შენი ინტერიერი

 

4. არ შეგეშინდეთ ფანჯრის გამოყენების

არანაირი წესი არ გიზღუდავთ ავეჯის ფანჯარასთან განთავსებას. ჭკვიანური გზაა, საწოლის ფანჯარასთან და არა სივრცის ცენტრში გაჭედილ მდგომარეობაში დადგმა. განმარტოებისთვის აქაც სხვადასხვა ტიპის ჟალუზები შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც ასევე საინტერესო სინათლის ეფექტებს მოგცემთ.

როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი | შენი ინტერიერი

 

5. გამოიყენეთ სივრცეში განლაგებული ელემენტები გასაზომად

სპეციალურად თქვენი საძინებლისთვის გამზადებული ავეჯი ნამდვილად მომგებიანი გადაწყვეტილებაა. სივრცესთან პროპორციული მიმართებით, შეგიძლიათ ისეთი ტიპის ავეჯი დადგათ, რომელიც სივრცეს უფრო გაზრდის. ჩაშენებული უჯრები და კარადებიც დაგეხმარებათ ამ მიზნის განხორციელებაში.

READ  რის მიხედვით უნდა ავარჩიოთ საახალწლო განათება: სრული გზამკვლევი

როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი | შენი ინტერიერი

6.კედლის ფაქტურა

ვიწრო საძინებლებში შეგიძლიათ ლოგინის უკანა კედელი გამოკვეთოთ ლამაზი ფონით, რაც უფრო სახასიათოს და განსხვავებულს გახდის თქვენს ოთახს.

 

როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი | შენი ინტერიერი

 

7. იყავით გაბედული

არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. გამოიყენეთ მკაფიო ფერები და პატერნები. ასეთ დროს გირჩევთ პატარა, მინიმალისტური ტიპის ავეჯის დადგმას, რომ კედლის ფერებთან კარგად ითამაშოს და სივრცეც არ გადაიტვირთოს.

 

როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი | შენი ინტერიერი

 

8. თეთრი საძინებელი

სრულიად თეთრი საინებელი პატარა სივრცის ყველაზე მარტივი და უპრობლემი გადაწყვეტაა. ასეთ დროს აქცენტი ფანჯრის ხედზე გადადის, რადგან თეთრი ფერი თვალს სხვა ფერების აღქმისკენ უბიძგებს . ამიტომ, ფანჯრისა და ხედის როლიც დაგეხმარებათ სივრცე საინტერესოდ განავითაროთ.

როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი | შენი ინტერიერი

წყარო

 

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2020). როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი. 15 აგვისტო, 2020. https://sheniinterieri.ge/rogor-movatsyot-patara-sadzinebeli/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ მოვაწყოთ პატარა საძინებელი [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2020 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-movatsyot-patara-sadzinebeli/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network