როგორ მოვუაროთ ეზოს – რჩევები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ

3 წუთიანი წაკითხვა
კერძო სახლის ეზოს მოვლა ესთეტიკურ სილამაზეს ანიჭებს და ოჯახის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. პრაქტიკული რჩევები ეზოს სწორად მოსავლელად და მოსაწყობად.

კერძო სახლის ან აგარაკის ეზოს მოვლა/დასუფთავება, ერთ-ერთი საჭირო და აუცილებელი პროცესია.

სუფთა და მოვლილი ეზო თქვენს ესთეტიკურ მხარეს უსვამს ხაზს, ჯერ ეზოს ხედავ, მერე სახლს და შემდეგ ადამიანებს ხვდები, სწორედ ამიტომ გარემოს მოვლა და მოწყობა აუცილებელია. კერძო სახლის მეპატრონეები დამეთანხმებიან, რომ ეზოს მოწყობა და დასუფთავება, საკმაოდ, შრომატევადი საქმეა.

ზოგს ასფალტი აქვს დასხმული, ზოგი მარმარილოს ან მეტლახს აგებს, ზოგს კი დაბალი გაზონი და ვიწრო ბილიკები მოსწონს. სამივე მათგანს კი სპეციფიკური მოვლა და დასუფთავება სჭირდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ბალახის/გაზონის  არსებობის შემთხვევაში, სასურველია, თუ სარწყავ მოწყობილობას დააყენებთ, ის  დროდადრო დანამავს მას, ამით ბალახს სინორჩეს და სიხასხასეს შეუნარჩუნებთ. ბალახზე ჩამოყრილი ფოთლები სპეციალური „ფოცხით“  ფრთხილად მოაგროვეთ ისე, რომ ბალახი არ დაზიანდეს და შემდეგ აიღეთ. შესაძლებელია სპეციალური მტვერსასრუტის გამოყენებაც.

-ასფალტიდან შედარებით ადვილია ჩამოყრილი ნაგვის აკრეფა, თქვენ ჩვეულებრივი ან ეზოს ცოცხის გამოყენება შეგიძლიათ. მზიან ამინდში და ზაფხულის ცხელ საღამოსაც კი რეზინის მოქნილი სარწყავი მილით გააგრილეთ ეზო. აუცილებელია გქონდეთ ე.წ „ტრაპი“, საიდანაც დაგროვებული წყალი თავისუფლად გავა.

მარმარილოთი მოპირკეთებული ეზოს დასუფთავებაც ცოცხით და წყლით არის შესაძლებელი, ამ დროს თქვენ სპეციალური საწმენდი საშუალებების გამოყენებაც შეგიძლიათ. (ქიმიური საშუალებები მოარიდეთ ყვავილებს)

ეზოს უხდება ფერადი ყვავილები და ლამაზი ქოთნები, თუ გაქვთ მიწა და ის ყვავილების დარგვის საშუალებას მოგცემთ, ჩარგეთ ფერადი და ლამაზი ყვავილები, თუ თქვენი ეზო არ არის მიწიანი და ასფალტი გაქვთ დასხმული, თავად შექმენით დიდი ქოთნები, ამისთვის შეგიძლიათ სამშენებლო პლეტი გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ რეზინის საბურავები გადაღებოთ და მორთოთ. ყვავილები აუცილებელია, როგორც ესთეტიკური მხარის მოსაწყობად, ასევე ისინი თქვენს ეზოს ჟანგბადით მოამარაგებენ. ხშირად აკონტროლეთ ყვავილები, მოაშორეთ სარეველა ბალახი და გამხმარი ტოტები, მოუვლელი ყვავილები არაესთეტიკურად გამოიყურება.

-არის ტენდენცია, როდესაც ეზოში კენკროვანი ხილის ბუჩქებს რგავენ, ან ჯუჯა ხეებს ახარებენ, ასეთ დროს თქვენ ალამაზებთ ეზოსაც და სეზონურად მიირთმევთ უსასუქოდ მოყვანილ კენკრასაც.

READ  ზღაპრულად ლამაზი იაპონური ნეკერჩხლის მოვლა

ხშირად, ეზოს დასაჩრდილად ხეივანს აკეთებენ, ეს საშუალებას მოგცემთ, ეზო თემატურად მოაწყოთ ქვევრებით,ძველი ნივთებით, აქსესუარებით და ხის ფანჩატურით.

-ბევრს თანამედროვედ მოწყობილი ეზო მოსწონს, ე.წ „ბოჰემურ“ სტილში, საკუთარი ხელით აკეთებენ მაგიდას და სკამებს, რომლებსაც არბილებენ ღრუბლით და ნაჭრით, საკუთარი ხელით აკეთებენ განათებას, ჩამოკიდებულ შუშის ქილებში ან რამდენიმე ჩვეულებრივ ნათურას კიდებენ. ასევე პადონებით აკეთებენ თაროებს და იქ სხვადასხვა საინტერესო ნივთს დებენ. სასურველია, რომ მაგიდით და სკამებით მოწყობილი ადგილი გადახურული გქონდეთ, ასეთ დროს სტუმრებს მიიღებთ, როგორც წვიმაში, ასევე მზეში. დამერწმუნეთ, თქვენი ეზო თქვენი მეგობრების თავშეყრის საყვარელი ადგილი გახდება.

-ეზოს უხდება პატარა აუზი, რომელშიც თევზებს იყოლიებთ, რა თქმა უნდა, მასაც მუდმივი წმენდა სჭირდება ნადებისა და ჩაცვენილი ფოთლებისგან.

დაბოლოს, სუფთა და მოვლილ ეზოში კაპუჩინოს, ბალახების ჩაის, ჭიქა ღვინის ან ლუდის მირთმევა მეტად სასიამოვნოა, ეს ასევე რელაქსაციის კარგი საშუალებაა.

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). როგორ მოვუაროთ ეზოს – რჩევები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ. 15 იანვარი, 2024. https://sheniinterieri.ge/rogor-movuarot-ezos-rchevebi-romlebits-ar-unda-gamotovot/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ მოვუაროთ ეზოს – რჩევები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-movuarot-ezos-rchevebi-romlebits-ar-unda-gamotovot/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  სახლში ფანტასტიკური სურნელისთვის და სიჯანსაღისთვის გასწავლით…

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network