როგორ შეგვიძლია ვაქციოთ ყვავილების გამოსახულება ინტერიერში…

1 წუთიანი წაკითხვა

უკვე გაზაფხულია, რაცი იმას ნიშნავს, რომ ყვავილების სეზონი დაიწყო. გეტყვით, როგორ უნდა შეარჩიოთ ყვავილები ინტერიერისთვის.

ყვავილების „პრინტი“ ანუ გამოსახულება, ათწლეულებია, ინტერიერის დიზაინის მოდიდან არ გადადის. პირიქით, უფრო მეტად ტრენდული და მოთხოვნადი ხდება. ფერის, ტექსტურისა და მასტაბის სწორად შერჩევით ადვილად მოუხდენთ ყვავილების გამოსახულებებს სახლის ინტერიერს. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია საწოლის გადასაფარებლებით, შპალერით, ავეჯითა და ვაზებით.

როგორ შეგვიძლია ვაქციოთ ყვავილების გამოსახულება ინტერიერში… | შენი ინტერიერი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თუ ყვავილის გამოსახულება დიდი მასშტაბისაა, დანარჩენი სივრცე მარტივი უნდა იყოს, სადა ფერების. ეს იმისთვისაა, რომ ყვავილის „პრინტი“ სხვა დეკორთან არ გადაიკვეთოს. ყვავილების პატარა გამოსახულებები კი, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ნივთზე, სახლის მთელ ტერიტორიაზე, მაგალითად, ბალიშების ან ვაზების მეშვეობით.

ყველა კედელზე ყვავილებიანი შპალერი შეიძლება გადაჭარბებული იყოს, ამიტომ კარგი იდეაა ერთ კედელზე გამოიყენოთ ყვავილის გამოსახულება და დანარჩენი კედლები მას შეუხამოთ.

როგორ შეგვიძლია ვაქციოთ ყვავილების გამოსახულება ინტერიერში… | შენი ინტერიერი

ყვავილების გამოსახულება შეიძლება იქცეს ხელოვნების ნიმუშად, რომელიც ნეიტრალურ გარემოში გამოიკვეთება. კედელზე გამოიყენებთ ყვავილებს, თუ ნივთებში ყურადღება მიაქციეთ, რომ საერთო სურათი იქმნებოდეს ინტერიერში და ყვავილები დანარჩენ ინტერიერს დინამიურად უკავშირდებოდეს.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას, თუ რა სახის გავლენა გსურთ, იქონიოს ყვავილებმა. ჩვენი რჩევაა, გამოიყენოთ პასტელური ფერები და დელიკატური დიზაინი, რაც ესთეტიკას შექმნის. ყვავილების ბევრი გამოსახულება თქვენს ოთახს მიმზიდველ, ვიქტორიანულ სტილს მიანიჭებს, ხოლო ყვავილების მინიმალური რაოდენობის გამოსახულება და კონტრასტულ ფერებთან შერწყმა თანამედროვე იერსახეს მისცემს.

როგორ შეგვიძლია ვაქციოთ ყვავილების გამოსახულება ინტერიერში… | შენი ინტერიერი

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://archi.ge/ka/blogs/yvavilebi-interiershi

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). როგორ შეგვიძლია ვაქციოთ ყვავილების გამოსახულება ინტერიერში…. 15 მარტი, 2024. https://sheniinterieri.ge/rogor-shegvidzlia-vaqtsiot-yvavilebis-gamosakhuleba-interiershi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ შეგვიძლია ვაქციოთ ყვავილების გამოსახულება ინტერიერში… [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-shegvidzlia-vaqtsiot-yvavilebis-gamosakhuleba-interiershi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network