როგორ შემოვიდა ჩვენს ოჯახებში ნაძვისხე?

3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე დღეს ჩვენთვის გასული წლის სირთულეების გაცილებისა და იმედების მასპინძლობის სიმბოლოა. ნაძვის ხის მორთვის სასიამოვნო ფუსფუსი, პატარებისთვის საჩუქრების არჩევის პროცესი, თოვლის ბაბუას უხილავი სტუმრობის ბავშური მოლოდინი და სიხარული. ეს ყველაფერი ჩვენ ყველას, მომავალი წლისთვის ძლიერ დადებით მუხტს გვჩუქნის და ყოფითი გამოწვევების დაძლევაში მნიშვნელოვნად გვეხმარება. ყოველ რიტუალს თავისი წინა ისტორია აქვს. მოდით გავიხსენოთ, როგორ შემოვიდა ჩვენს ოჯახებში ეს სიხარულის სიმბოლო.

როგორ შემოვიდა ჩვენს ოჯახებში ნაძვისხე? | შენი ინტერიერი

მორთული ნაძვის ხე „უხრწნელი მადლის“ გამოხატულებაა. უკვდავი ბუნებისა და „საშობაო ხის“ განსახიერება. მისი მეორე განმარტებაა „ნაძვის ხე“. ნაძვი როგორც „საშობაო ხე“ და საშობაო რიტუალის ჩატარების სიმბოლო პირველად გერმანიაში დამკვიდრდა და აქედან მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

როგორ შემოვიდა ჩვენს ოჯახებში ნაძვისხე? | შენი ინტერიერი

გერმანიაში პოპულარულია ლეგენდა, რომელიც საშობაო ნაძვის ხის გამოჩენას წმინდა ბონიფაცის უკავშირებს. წმინდანის ცხოვრების თანახმად, გერმანელებისთვის მათი კერპების უძლურების საჩვენებლად, მან ოდინის „წმინდა“ მუხა მოჭრა. შოკირებული გერმანელების კითხვაზე, როგორ აღენიშნად მომავალში შობა, მან პატარა ნაძვზე მიუთითა, რომელიც დანარცხებული მუხის ქვეშ გადარჩა. მისი მარადმწვანე ტოტები უკვდავების სიმბოლოა, ხოლო მწვერვალი მიუთითებს ზეცას, როგორც ღმერთის სამყოფელს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

როგორ შემოვიდა ჩვენს ოჯახებში ნაძვისხე? | შენი ინტერიერი

საშობაო ხის დაბადების იდეაში თავის წვლილი გლასტონბერის სააბატოს მშვენიერმა კუნელმაც შეიტანა, რომელიც წელიწადში ორჯერ ყვაოდა – შობას და გაზაფხულზე. ლეგენდის თანახმად, ის ამოიზარდა იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინიდან, რომელიც იოსებ არიმათიელმა ჩამოიტანა.

თანამედროვე საშობაო რიტუალის ფორმირება გერმანულ ტრადიციაში შუასაუკუნეების ბოლოს და ახალი დროის დასაწყისში მოხდა. საშობაო ნაძვი, წინაშაშობაო მისტერიაში „ედემის ხეს“ უთანაბრდება. თეატრალიზებული დადგმები პირველი ცოდვით დაცემას უკავშირდება, ვინაიდან 24 დეკემბერს დასავლეთ ქრისტიანების მიერ აღინიშნებოდა ადამ და ევას ხსოვნა. დეკორაციის სახით, ზამთრის პერიოდის გათვალისწინებით, იყენებდნენ წიწვოვან ხეს, რომელსაც ვაშლებით (აკრძალული ხილის სიმბოლო), ვაფლებითა და ორცხობილებით (აღსარებისა და ზიარების სიმბოლო) რთავდენენ. ამ მისტერიის რეკვიზიტები და სახეები შობის სცენის ანალოგიურია.

როგორ შემოვიდა ჩვენს ოჯახებში ნაძვისხე? | შენი ინტერიერი

სანთლის მოსართავად გამოყენება, სიმბოლურად ანგელოზებრივ სიწმინდეს გამოხატავს და მისით ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია მარტინ ლუტერს უკავშირდება. გადმოცემით, ერთ ღამეს ლუტერი ტყის გავლით სახლში ბრუნდებოდა და ცაზე ხის ტოტებში მოციმციმე ვარსკვლევები დაინახა. ამ სანახაობამ მას შობის ღამის მოვლენები და ღვთის სიყვარული გაახსენა, რომელმაც თავისი მხოლოდშობილი ძე ადამიანების გადარჩენას შეწირა. ეს ფიქრები მას სახლში მისვლის დროსაც არ ტოვებდა და ოჯახის წევრებსაც გაუზიარა. ის გავიდა ბაღში, მოჭრა პატარა ნაძვი და ღმერთის მოწყალების სახსოვრად სახლში სანთლებით მორთო.

READ  მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი…

საშობაო ნაძვს გერმანელები „საშობაო ხეს“ ან „ქრისტეს ხეს“ , ან „კლაუსის ხეს“, ან „სამოთხის ხეს“ უწოდებენ. ნაძვის ხის ნაყოფებითა და ყვავილებით მორთვა უკავშირდება რწმუნებას, რომ შობის ღამეს ხეები ყვავილობს და ნაყოფს ისხამს.

საქართველოში ახალ წელს არყის ხის შეშას იმარაგებდნენ და ჩიჩილაკს რთავდნენ, სვანეთში არყის ხეს დგამდნენ. გერმანიიდან გავრცელებული ნაძვის ხის საშობაოდ მორთვა, ჩვენთან საბჭოთა კავშირის დროს დამკვიდრდა.

როგორ შემოვიდა ჩვენს ოჯახებში ნაძვისხე? | შენი ინტერიერი

დღეს მსოფლიოში ახალი ტრენდი მკვიდრდება, რომელიც საახალწლოდ ხელოვნური ან გადასარგავი ნაძვის ხის მორთვას ითვალისწინებს. ეს დედამიწაზე ზრუნვის კარგი გამოხატულება და იმედია საახალწლო რიტუალის განუყოფელ ელემენტად იქცევა.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2020). როგორ შემოვიდა ჩვენს ოჯახებში ნაძვისხე?. 15 ნოემბერი, 2020. https://sheniinterieri.ge/rogor-shemovida-chvens-ojakhebshi-nadzviskhe/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. როგორ შემოვიდა ჩვენს ოჯახებში ნაძვისხე? [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2020 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/rogor-shemovida-chvens-ojakhebshi-nadzviskhe/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network