რომელი ფერები მოქმედებენ ადამიანის განწყობასა და გონებრის სიმშვიდეზე

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

იცოდით, რომ ფერთა პალიტრა განსაკუთრებულად მოქმედებს თქვენს განწყობასა და გონებრივ სიმშვიდეზე? ფერების ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ტონებს შეუძლიათ არა მხოლოდ თქვენი განწყობის, არამედ ქცევების შეცვლაც კი.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ 9 ფერის შესახებ, რომლებსაც თქვენი დამშვიდების ან პირიქით – გადაღლის უნარი აქვთ.

 

 

წითელი

რომელი ფერები მოქმედებენ ადამიანის განწყობასა და გონებრის სიმშვიდეზე

 

წითელი ფერი სიყვარულსა და ენერგიას უკავშირდება, სწორედ ამიტომ ექსპერტები არ გვირჩევენ ამ ფერის ისეთ ოთახში გამოყენებას, სადაც დასვენებას და სიმყუდროვის ძებნას ვცდილობთ.

ნარინჯისფერი

 

რომელი ფერები მოქმედებენ ადამიანის განწყობასა და გონებრის სიმშვიდეზე — ფოტო 2

 

ნარინჯისფერი ბედნიერებასთან ასოცირდება და განსაკუთრებით უხდება ყვითელ და წითელ კომბინაციებს. სახლში ნარინჯისფერი აქცენტების დამატება დაგეხმარებათ დადებითი ენერგიებისა და ფიქრების შექმნაში.

ყვითელი

 

რომელი ფერები მოქმედებენ ადამიანის განწყობასა და გონებრის სიმშვიდეზე — ფოტო 3

 

ნარინჯისფრის მსგავსად, ყვითელი ფერიც ბედნიერების და მხიარულების შეგრძნებებთან ასოცირდება. ღია ყვითელი ფერი თავდაჯერებულობის ელფერებს გვიქმნის, ხოლო შედარებით მუქი ტონალობები გვეხმარება დამშვიდებაში.

მწვანე

 

რომელი ფერები მოქმედებენ ადამიანის განწყობასა და გონებრის სიმშვიდეზე — ფოტო 4

 

მწვანე ბუნების ფერია და სიწყნარესა და სიმყუდროვეს უკავშირდება. ამ ფერს სახლში ტყისა და მწვანე მცენარეების განწყობა მოაქვს. ამას გარდა, სიმწვანე ახალი დასაწყისის სიმბოლოს წარმოადგენს.

ცისფერი

 

რომელი ფერები მოქმედებენ ადამიანის განწყობასა და გონებრის სიმშვიდეზე — ფოტო 5

 

ეს ფერი ჰარმონიის შეგრძნებებს აღვიძებს და ამავდროულად ნდობისა და გულწრფელობის ხასიათს გვიქმნის.

იისფერი

 

რომელი ფერები მოქმედებენ ადამიანის განწყობასა და გონებრის სიმშვიდეზე — ფოტო 6

 

იისფერი ხშირად კრეატიულობასთან, სამეფო ცხოვრებასთან და ფანტაზიებთან ასოცირდება. ამ ფერს შეუძლია ჰარმონიის შექმნა და თქვენი მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

ვარდისფერი

 

რომელი ფერები მოქმედებენ ადამიანის განწყობასა და გონებრის სიმშვიდეზე — ფოტო 7

 

ვარდისფერი რომანტიკის ფერია და იდეალური არჩევანია როგორც საძინებელსა და მისაღებში, ასევე სააბაზანოშიც. ეს ფერი ბავშვობის ნოსტალგიებს გვახსენებს.

ნაცრისფერი

 

რომელი ფერები მოქმედებენ ადამიანის განწყობასა და გონებრის სიმშვიდეზე — ფოტო 8

 

ამ ფერს  აქვს იმის უნარი, რომ დაგეხმაროთ საქმეზე ფოკუსირებაში, რადგან სიმშვიდის ელფერებს ქმნის და იდეალური ფერია სამუშაო სივრცეებისთვის.

თეთრი

 

რომელი ფერები მოქმედებენ ადამიანის განწყობასა და გონებრის სიმშვიდეზე — ფოტო 9

ერთი შეხედვით, შესაძლოა, მოსაწყენი ფერი გეჩვენოთ, თუმცა თეთრი ფერი ქმნის თბილ და მინიმალისტურ გარემოს, რომლის მთავარი უპირატესობა ელეგანტური ინტერიერისა და დახვეწილი საცხოვრებლის შექმნაა.

წყარო

60-30-10 წესი

60% — დომინ. ფ. (კედ., ავ.). 30% — მეორ. (ფარდ., ხ.). 10% — გამძ. (ბ., ვ.). ნებ. ფ-ის კომბ. “ამუშ.” ამ წ-ით.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *