სამზარეულოს განახლება — 5 რამ, რაც წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ

3 წუთიანი წაკითხვა
სამზარეულოს განახლება წარმატებული იქნება, თუ წინასწარ გათვალისწინებთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიუანსებს. გაეცანით 5 გადამწყვეტ ფაქტორს, რომლებიც დაგაზოგებთ დროსა და ფულს.

მაშინაც კი, თუ რემონტის შემდეგ სივრცე იდეალურად გამოიყურება, შეიძლება გარკვეული ხარვეზები დროთა განმავლობაში გამოვლინდეს. შედეგად, სამუშაოს დასრულების თარიღი გადაიდება, საჭირო ბიუჯეტი გაიზრდება და ეს ყველაფერი თქვენს ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამიტომ, დღეს მოგიყვებით, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ მანამ, სანამ სამზარეულოს განახლებას დაიწყებთ, რათა საკუთარ შეცდომებზე სწავლა არ მოგიწიოთ.

 

ასჯერ გაზომეთ

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც შეკვეთილი სამზარეულოს გარნიტური სივრცეში შესაბამისად არ თავსდება. ასეთ დროს, როგორც წესი, პრობლემა არასწორად ჩატარებული აზომვითი სამუშაოებია.

გავრცელებული შეცდომაა ოთახის განახლებამდე გაზომვა. კედლების ხელახლა მოპირკეთების შემდეგ სივრცე აუცილებლად ხელახლა გაზომეთ.

 

სამზარეულოს განახლება — 5 რამ, რაც წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ | შენი ინტერიერი

 

ასევე, არ დაგავიწყდეთ კედლის უსწორმასწორობა. იდეალურ შემთხვევაში, ოთახის სხვადასხვა სიმაღლეზე რამდენიმე აზომვითი სამუშაო უნდა შეასრულოთ.

როზეტი არასოდესაა ზედმეტი

სამზარეულოში როზეტების ოპტიმალური რაოდენობის დასადგენად განსაზღვრეთ, რამდენ საყოფაცხოვრებო ტექნიკას იყენებთ ყოველდღიურად და კიდევ ორი ან სამი სათადარიგო დენის წყარო დაამატეთ. უმჯობესია, მათი რაოდენობა არ დაზოგოთ.

 

სამზარეულოს განახლება — 5 რამ, რაც წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ | შენი ინტერიერი

 

პირველ რიგში, ტექნიკა უნდა შეარჩიოთ, რადგან, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის როზეტები გახდეს საჭირო.

დააკვირდით საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენების წესებს

სამზარეულოს ტექნიკა, რემონტის საწყის ეტაპზეც კი, აბსტრაქცია არ უნდა იყოს. დიახ, არსებობს ტიპური ზომები, მაგრამ თითოეულ მოდელს ფუნქციონირების თავისებური წესები გააჩნია და ზოგიერთ მათგანს შეიძლება მეტი თავისუფალი სივრცე, სხვა ტექნიკისგან მოშორებით განთავსება დასჭირდეს. ამ მოთხოვნების უგულებელყოფა აღჭურვილობის მომსახურების ხანგრძლივობაზე და სამზარეულოს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე უარყოფითად ზემოქმედებს.

 

სამზარეულოს განახლება — 5 რამ, რაც წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ | შენი ინტერიერი

 

თუ აუცილებელ ტექნიკურ პუნქტებს ვერ დააკმაყოფილებთ, ტექნიკის გარანტიით შეკეთების იმედი ნუ გექნებათ.

 

სამზარეულოს განახლება — 5 რამ, რაც წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ | შენი ინტერიერი

 

ნუ დაივიწყებთ ჩვევებს

სამზარეულოს რემონტზე საუბრისას სიტყვა „ერგონომიკა” ყველაზე ხშირად უნდა ჟღერდეს. ეს არის საშუალება, რომ ინტერიერი ადამიანს იდეალურად შეესაბამებოდეს.

რემონტის თითოეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე იფიქროთ. გაითვალისწინეთ თითოეული დეტალი და ყველაფერი თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად მოაწყვეთ.

READ  ექსკლუზიური რჩევები sheniinterieri.ge -ს მკითხველს არქიტექტორ და…

 

სამზარეულოს განახლება — 5 რამ, რაც წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ | შენი ინტერიერი

 

განახლებული სამზარეულოს გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან გასათავისუფლებლად გამოგადგებათ იმ ყოველდღიური მომენტების გახსენება, რომლებიც ძველ სამზარეულოში თქვენში დისკომფორტს იწვევდა.

წაიკითხეთ მიმოხილვები

სამზარეულოსთვის მასალის შერჩევისას იფიქრეთ არა მხოლოდ მის ესთეტიკურ კომპონენტზე, არამედ მისთვის დამახასიათებელი თვისებებზე. მაგალითად: მარმარილოს ზედაპირი უმშვენიერესია ვიზუალური კუთხით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ის ფოროვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მასალა ზეთის, ყავისა და წითელი ღვინის ლაქებს „მჭიდროდ“ შთანთქავს. ამასთან, გარკვეული ტიპის მქრქალი ზედაპირები შეიძლება უფრო ადვილად დაბინძურდეს, ვიდრე — პრიალა. ჩაატარეთ საკუთარი კვლევა, მოიძიეთ სასურველი პროდუქტების მიმოხილვები, გაითვალისწინეთ დიზაინერების რჩევები, რათა უკმაყოფილებას თავი აარიდოთ.

 

სამზარეულოს განახლება — 5 რამ, რაც წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ | შენი ინტერიერი

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2022). სამზარეულოს განახლება — 5 რამ, რაც წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ. 15 ნოემბერი, 2022. https://sheniinterieri.ge/samzareulos-ganakhleba-5-ram-rats-tsinastsar-unda-gaitvalistsinot/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. სამზარეულოს განახლება — 5 რამ, რაც წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2022 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/samzareulos-ganakhleba-5-ram-rats-tsinastsar-unda-gaitvalistsinot/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network