საშხაპე კაბინა თუ აბაზანა – რომელია უკეთესი

3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თუ გაინტერესებთ, რა ტიპის სააბაზანო არის თქვენი სახლისთვის უმჯობესი, მაშინ გაეცანით სტატიას

სააბაზანო ოთახის რემონტის პროცესში, შეიძლება დილემის წინაშე დადგეთ: აირჩიოთ აბაზანა თუ დაამონტაჟოთ საშხაპე კაბინა? არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, რადგან ორივე მათგანს თავისი უპირატესობა და ნაკლი აქვს. ქვემოთ მოცემული რჩევებით, შევეცდებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გაგიმარტივოთ.

 

საშხაპე კაბინა თუ აბაზანა – რომელია უკეთესი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

საშხაპე კაბინის შესახებ

თუ თქვენი სააბაზანო ოთახი პატარა ფართისაა, მაშინ არჩევანი უმჯობესია საშხაპე კაბინაზე შეაჩეროთ. მისი პირველი უპირატესობა სწორედ სივრცის დაზოგვაა. საშხაპე კაბინა ასევე განსაკუთრებით პრაქტიკულია მოხუცი ადამიანებისთვის, რომლებსაც აბაზანაში ჩასვლა ან ამოსვლა უჭირთ. შესაბამისად, საშხაპე კაბინის დახმარებით, ისინი ზოგავენ დროს, ენერგიას და ჯანმრთელობასაც კი, რადგან ეს ვარიანტი უფრო უსაფრთხოა.

საშხაპე კაბინა უზრუნველყოფს თქვენი სააბაზანო ოთახის სისუფთავესაც, რადგან აბაზანისგან განსხვავებით, წყალი მთელ ოთახში არ ისხმება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საშხაპე კაბინები თანამედროვე ადამიანისა და მისი სწრაფი ცხოვრების სტილისთვის არის შექმნილი. შხაპს იღებთ სწრაფად და კომფორტულად, თან ამით გარემოსაც ეხმარებით, რადგან ბევრ წყალს არ ხარჯავთ.

რა არის საშხაპე კაბინების ნაკლი? პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ ხშირი წმენდა სჭირდებათ, რასაც ზოგჯერ დიდი დრო და ენერგია მიაქვს. ასევე იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ, საშხაპე კაბინის ქონა მთლად კომფორტულ ვარიანტს არ წარმოადგენს.

 

აბაზანის შესახებ

არაფერია იმაზე უკეთესი შეგრძნება, როდესაც დამღლელი დღის შემდეგ სახლში მოდიხართ, თბილ აბაზანას იღებთ და ისვენებთ. ამ პროცესს ფიზიკური ტკივილის მოხსნისა და ფსიქოლოგიური განტვირთვის ფუნქციაც კი აქვს. ზამთრის ცივ დღეებში ცხელი წყლის  აბაზანის მიღება კი ერთი დიდი სიამოვნებაა. პირველ რიგში, სწორედ ეს კომფორტია აბაზანის მთავარი უპირატესობა.

აბაზანის იმდენად ბევრი და მრავალფეროვანი დიზაინი და ფორმა არსებობს, რომ ის ნებისმიერ ინტერიერს ესაბამება. თუ მას სწორად დაამონტაჟებთ, აბაზანა სააბაზანო ოთახის ცენტრალური იგივე ფოკალური წერტილიც კი გახდება.

READ  როგორ შევარჩიოთ იდეალური კედლის ფონი სახლისთვის

საშხაპე კაბინა თუ აბაზანა – რომელია უკეთესი — ფოტო 2

აბაზანა იდეალურია ბავშვებისა და მათი უსაფრთხოებისთვის.

რაც შეეხება ნაკლს, როგორც საშხაპე კაბინის გაწმენდაა რთული, ასევე აბაზანის მოვლაც არაა მარტივი. ხშირად მას ნაკაწრები ან წყლის ლაქები უჩნდება, ამიტომ მისი გაწმენდაც სისტემატურად არის საჭირო. თუ სააბაზანო ოთახი პატარა ფართისაა, აბაზანამ შეიძლება ბევრი სივრცე „წაგართვათ“. ის ასევე არაკომფორტულია მოხუცი ან შშმ პირებისთვის, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა აქვთ.

 

საშხაპე კაბინა და აბაზანა ერთად

თუ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყოყმანობთ, შეგიძლიათ სააბაზანო ოთახში საშხაპე კაბინაც და აბაზანაც ერთდროულად დაამონტაჟოთ. მთავარია, სივრცე ამის საშუალებას გაძლევდეთ. ეს პრაქტიკა ძალიან ბევრ თანამედროვე ბინაში არის მიღებული, როდესაც აბაზანა მინის პანელებით არის აჭურვილი და საშხაპე სივრცესაც მოიცავს. შედეგი მართლაც რომ ძალიან ლამაზი, კომფორტული და თვალისმომჭრელია.

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). საშხაპე კაბინა თუ აბაზანა – რომელია უკეთესი. 3 აგვისტო, 2017. https://sheniinterieri.ge/sashkhape-kabina-tu-abazana-romelia-uketesi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. საშხაპე კაბინა თუ აბაზანა – რომელია უკეთესი [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/sashkhape-kabina-tu-abazana-romelia-uketesi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network