შესაძლებელია თუ არა ლამინატის გამოყენება კედლებსა და ჭერზე?

2 წუთიანი წაკითხვა

ალბათ ყველას გაგიკვირდათ, ლამინატი ჭერზე და კელდებზე? თუ გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა ეს, მაშინ გაეცანით სტატიას

ჩვენ მიჩვეული ვართ ლამინატის იატაკზე დაგებას, თუმცა თანამედროვე ინტერიერში ამ მასალის დანიშნულება უფრო ფართოა — ლამინატს კედლებისა და ჭერისთვისაც იყენებენ. დღეს კი ამ გადაწყვეტის უპირატესობებზე ვისაუბრებთ.

ლამინატი კედლებზე

მათთვის, ვისაც სურს კედლებზე ბუნებრივი ხის ტექსტურა ხელმისაწვდომ ფასად შექმნას, MDF და PVC პანელები უკვე დიდი ხანია გამოიგონეს. ღირს თუ არა ამ მიზნით ლამინატის გამოყენება? დიახ. ეს ძლიერი და გამძლე მასალაა, რომელიც მომზადებულია ინტენსიური დატვირთვისთვის და, PVC პანელისგან განსხვავებით, ძლიერი დარტყმისგან არ ტყდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

შესაძლებელია თუ არა ლამინატის გამოყენება კედლებსა და ჭერზე? | შენი ინტერიერი

 

ლამინატი მარტივი დასამონტაჟებელი და მოსავლელია, ის ხელს უწყობს ოთახის ხმის იზოლაციის გაუმჯობესებას, არ ობდება და დელიკატური სველი წმენდის მიმართ ამტანია (MDF-თან შედარებით). მთავარია, გამოირიცხოს აბრაზიული სარეცხი საშუალებები.

 

შესაძლებელია თუ არა ლამინატის გამოყენება კედლებსა და ჭერზე? | შენი ინტერიერი

 

კედლის მთლიანად ლამინატით მოპირკეთება იშვიათი მოვლენაა — როგორც წესი, ეს მასალა ერთი აქცენტის კედლის გასაფორმებლად გამოიყენება.

 

შესაძლებელია თუ არა ლამინატის გამოყენება კედლებსა და ჭერზე? | შენი ინტერიერი

 

კედლისა და იატაკის მსგავსი ლამინატით მოპირკეთება ოთახის საზღვრებს ვიზუალურად აქრობს. ასეთი ტექნიკა მცირე სივრცეებისთვის გამოდგება — ის საშუალებას მოგცემთ, ოთახის ნამდვილი ზომების დადგენის მცდელობაში, “გონება მოატყუოთ.” გარდა ამისა, შეგიძლიათ ერთი და იგივე ლამინატი კედლისა და ჭერისთვისაც გამოიყენოთ — ესეც იმავე ეფექტის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ლამინატი ჭერზე

ლამინატი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი მასალაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ჭერზე ხის ექსპრესიული ტექსტურა წარმოაჩინოთ. ჭერისთვის ყველაზე თხელი ლამინატიც საკმარისია. უფრო სქელი საფარი შეარჩიეთ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ოთახის ხმის იზოლაცია გააძლიეროთ.

 

შესაძლებელია თუ არა ლამინატის გამოყენება კედლებსა და ჭერზე? | შენი ინტერიერი

 

შეიძლება ასეთმა მოპირკეთებამ ჭერი ვიზუალურად დაადაბლოს?

თუ ჭერის ლამინატი ღიაა და იგივე მასალა კედელზეც გამოიყენება, მაშინ ეფექტი საპირისპირო იქნება. თუმცა, ფაქტობრივად, ლამინატი ჭერს დაადაბლებს, რადგან ის ხის სვეტებით შექმნილ კონსტრუქციაზე მონტაჟდება. ასეთმა გადაწყვეტამ შეიძლება თქვენი ოთახის ვერტიკალური სივრცე დაახლოებით 10 სანტიმეტრით შეამციროს. თუ ჭერი საშუალო სიმაღლისაა, მიზანშეწონილია ლამინატი მისი ფრაგმენტული დეკორაციისთვის გამოიყენოთ. ეს სივრცის ზონირებისთვისაც გამოგადგებათ, მაგალითად, შეგიძლიათ გამოყოთ სამუშაო სივრცე.

READ  რატომ უნდა შევარჩიოთ ეკოსაღებავი ჩვენი სახლისთვის?

 

შესაძლებელია თუ არა ლამინატის გამოყენება კედლებსა და ჭერზე? | შენი ინტერიერი

 

რომ შევაჯამოთ, ლამინატის ესთეტიკურ შესაძლებლობებს, მის ხელმისაწვდომობასთან ერთად, შეუძლია დიზაინერების ფანტაზიას დიდი გასაქანი მისცეს და მათ ახალი ტენდენციების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2023). შესაძლებელია თუ არა ლამინატის გამოყენება კედლებსა და ჭერზე?. 15 თებერვალი, 2023. https://sheniinterieri.ge/shesadzlebelia-tu-ara-laminatis-gamoyeneba-kedlebsa-da-cherze/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. შესაძლებელია თუ არა ლამინატის გამოყენება კედლებსა და ჭერზე? [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/shesadzlebelia-tu-ara-laminatis-gamoyeneba-kedlebsa-da-cherze/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network