ვინტაჟური სტილის სახლი კანადაში

3 წუთიანი წაკითხვა
ვინტაჟური სტილი შექმნის მყუდრო და ისტორიული ატმოსფეროს თქვენს სახლში. ეს გზამკვლევი გიჩვენებთ როგორ მოაწყოთ ავთენტური ვინტაჟური ინტერიერი ბუნებრივი მასალებითა და ანტიკური ნივთებით.

სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიყვებით, ამერიკელ წყვილს ეკუთვნის და 800 კვადრატული მეტრ ტერიტორიაზეა გაშენებული კანადის, კერძოდ კი ქალაქ ტორონტოს ტერიტორიაზე.

ინტერიერზე ცნობილმა დიზაინერმა, კელი უერსტლერმა იმუშავა, რომელიც თავდაპირველად უარზე იყო, თუმცა წყვილის დაჟინებული თხოვნისა და პროექტის ნახვის შემდეგ, თანხმობა განაცხადა. კელის შემოქმედება მდიდრული საცხოვრებლებით, სასტუმროებით, ვინტაჟური ნივთებითა და კლასიკური სტილითაა ცნობილი, რაც საბოლოოდ, ამ კონკრეტული პროექტის ინტერიერშიც აისახა. დიზაინერი სახლის ძველებურმა ხასიათმა და სივრცემ აღაფრთოვანა, რომლის გადაკეთებაზე ფიქრსაც მისი პირველად ნახვისთანავე შეუდგა.

 

ვინტაჟური სტილის სახლი კანადაში

 

დასრულებული სახის მისაღებად დიზაინერს ოთხი წელი დასჭირდა და პირვანდელი სახე, რომელსაც ფერმის სახლის ელფერები ჰქონდა, შედარებით თანამედროვე საცხოვრებლად გადააკეთა. პროექტში მთავარ როლს დიდი ეზო და მცენარეები თამაშობდა, განსაკუთრებით კი დიდი ზომის ხეები და ყვავილები, რომლებიც აქ სიმშვიდის ეფექტებს ჰქმნიდა, სწორედ ამიტომ მან ინტერიერიც გარე სივრცეს მოარგო და მყუდრო, ელეგანტური საცხოვრებელი შექმნა.

„სახლს ძველი სული ჰქონდა და ჩვენ ის თავიდან გავაცოცხლეთ“,- აღნიშნა კელიმ.

უერსტლერი ავეჯსა და დეკორაციებს ვინტაჟურ მაღაზიებში და ავეჯის სახლებში ეძებდა. მისაღებ ნაწილში სწორედ ამ ადგილებში შეძენილ Aschberg Magnuson-ის მაგიდასა და Gianni Celada-ს მდიდრულ ჭაღს ვხვდებით.

 

ვინტაჟური სტილის სახლი კანადაში — ფოტო 2

 

დერეფანში სივრცეები მაქსიმალურადაა ათვისებული და მდიდარია ქოთნის მცენარეებითა და სხვადასხვა დეკორაციებით.

 

ვინტაჟური სტილის სახლი კანადაში — ფოტო 3

 

სასადილო მაგიდის დიზაინი Gal Gaon-ს დიზაინ სტუდიას ეკუთვნის, სკამები Belgo Chrom/Dewulf-ის კოლექციიდანაა, ხოლო ქოთნები 1955 წელსაა შექმნილი და თითოეული მათგანი ანტიკვარული ნივთია.

 

ვინტაჟური სტილის სახლი კანადაში — ფოტო 4

 

საძინებელში ვხვდებით შპალერს, რომლის დიზაინიც Élitis-ის ცნობილ ბრენდს ეკუთვნის, ელეგანტურ სანათს Steven Bukowski-ს დიზაინით და Christopher Farr-ის ხალიჩას.

 

ვინტაჟური სტილის სახლი კანადაში — ფოტო 5

 

სამზარეულოს კუნძული შექმნილია ყავისფერი ანტიკური გრანიტით, სკამები Ralph Pucci-ს ავეჯის სახლს ეკუთვნის.

 

ვინტაჟური სტილის სახლი კანადაში — ფოტო 6

 

სახლს აქვს ბიბლიოთეკაც, რომლის კედლებზეც ჩაშენებული თაროებია განთავსებული. იატაკის საფარის სახით ძვირადღირებული პარკეტია გამოყენებული.

READ  როგორ გამოვიყენოთ ფარდები სახლში-კრეატიული მეთოდები

 

ვინტაჟური სტილის სახლი კანადაში — ფოტო 7

 

აბაზანის სარკის დიზაინი Sabrina Landini-ს ეკუთვნის. იატაკი და კედლები ერთ ფერებშია და შესაბამისი ფერის ავეჯი ამშვენებს.

 

ვინტაჟური სტილის სახლი კანადაში — ფოტო 8

 

 

ვინტაჟური სტილის სახლი კანადაში — ფოტო 9

 

სახლს აქვს მეორე სააბაზანოც, რომელიც შედარებით მუქ ფერებშია გადაწყვეტილი.

 

ვინტაჟური სტილის სახლი კანადაში — ფოტო 10

 

 

ვინტაჟური სტილის სახლი კანადაში — ფოტო 11

 

სახლის მეპატრონეებს სურდათ, შეექმნათ ესთეტიკური და დახვეწილი გარემო, რომელიც ერთი მხრივ, მყუდრო და კომფორტული იქნებოდა მათთვის და მათი მცირეწლოვანი შვილისთვის და მეორე მხრივ, ახალგაზრდული წლების ნოსტალგიის მატარებელიც იქნებოდა, რაც, საბოლოო ჯამში, დაბალანსებული ფერთა პალიტრის, წინა საუკუნის ნივთებისა და დახვეწილი ავეჯის ხარჯზე მიიღეს.

წყარო:https

ავეჯი 2026

Lmart, Formo — ევრ-ზე 20-40% იაფი. ვინტაჟი mymarket.ge-ზე — ახლის 30-50%-ად. IKEA (Baltic Trading) — +20-35% ტრანსპ. + მაინც ხელმ.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *