XIX საუკუნის ეს ნეო-რენესანსული სახლი, რომელიც Avenue Design Studio-ს ჰოლანდიელმა ინტერიერის დიზაინერმა — ჰოლი მარდერმა ჰედა პიერთან ერთად დააპროექტა, ჰააგაში, ნიდერლანდებში, ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე სასურველ უბანში მდებარეობს. საცხოვრებელი მანამდე გაქირავებული იყო, ავსტრალიელ ემიგრანტ დამკვეთებს კი დაძველებული სახლის განახლება და მისი არქიტექტურული სილამაზის აღდგენა სურდათ.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მხოლოდ „კოსმეტიკური განახლება“ სრულფასოვან რემონტში გადაიზარდა. ელეგანტური და კომფორტული საოჯახო სახლის შექმნის იდეამ სრულიად ახალ საფეხურზე გადაინაცვლა, როდესაც ავეჯის თითქმის ყველა ნაწილის შეკვეთით დამზადება გადაწყდა. დაწყებული სამზარეულოთი, დამთავრებული გარდერობით, თითოეული დეტალი, როგორც ფორმის, ასევე ფუნქციის გათვალისწინებით საგულდაგულოდ იყო გააზრებული და შექმნილი.
პროექტის მიზანი იყო „ვიზუალური სტრესისგან“ თავისუფალი საოჯახო სივრცის შექმნა, რაც შესრულდა კიდეც. გამოყენებულ იქნა მატერიალურობა და შეხების შეგრძნებები, რათა შექმნილიყო უნიკალური დეტალები, რომლებიც ერთი შეხედვით ყოველთვის შესამჩნევი არ არის, მაგრამ ხშირად დანახვამდეც იგრძნობა. ამის მშვენიერი მაგალითია სამზარეულო მარმარილოს თაროები, კაკლის ხის ხელნაკეთი სახელურები და სპილენძის დეტალები.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო https://www.homeis.ge/eleganturi-sakhli-niderlandebshi/
მასალის გამოყენების პირობები