ყველაფერი, რაც საძინებლის მოწყობისას უნდა გაითვალისწინოთ

3 წუთიანი წაკითხვა

საძინებელში ჩვენი ცხოვრების თითქმის ნახევარს ვატარებთ, ამიტომ აუცილებელია, რომ ის სწორად დაგეგმილი და მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

გთავაზობთ რჩევებს, რაც თქვენი საძინებელი ოთახის სწორად მოწყობაში დაგეხმარებათ:

  • აარჩიეთ საუკეთესო ფერი თქვენი საძინებლისთვის

ფერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი სივრცის ატმოსფეროს შექმნაში. საძინებლის ფერმა ძილის წინ ხელი უნდა შეუწყოს დასვენებას და რელაქსაციას, და არა, ჩვენი ტვინის ზედმეტ სტიმულირებას. ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე და აირჩიეთ მშვიდი ფერები. შპალერი, ასევე, შესანიშნავი გამოსავალია მოსაწყენი კედლებისთვის. იგი ჰმატებს ვიზუალურ ინტერესს, ტექსტურასა და სითბოს ნებისმიერი საძინებლის დიზაინს. 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

  • აარჩიეთ საუკეთესო საწოლი თქვენთვის

საწოლის შერჩევა მხოლოდ ლამაზი ჩარჩოს ყიდვა არ არის. ის მაქსიმალურად უნდა მოერგოს თქვენს საჭიროებებს. მაგალითად, თუ ოთახში სათავსოს პრობლემა გაქვთ, შეიძინეთ საწოლი, რომელსაც ჩაშენებული უჯრები ან სათავსო გააჩნია. თუ პატარა სივრცე გაქვთ, აუცილებლად ორსაწოლიანს ნუ შეიძენთ. არ დაზოგოთ თანხა კარგ მატრასსა და ბალიშზე. ისინი ხელს უწყობენ მაღალი ხარისხის ძილს, აღმოფხვრიან წელისა და კისრის ტკივილებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს განწყობაზეც დადებითად მოქმედებენ. 

  • შეადგინეთ ავეჯის საუკეთესო განლაგება

თქვენი საძინებლის ავეჯის განლაგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საძინებლის დიზაინში სასიცოცხლო ნაბიჯია. დაიწყეთ თქვენი საწოლის პოზიციონირებით და მოაწყეთ ყველა სხვა ავეჯი მის გარშემო. პატარა საძინებლების განლაგების დაგეგმვისას იფიქრეთ საწოლის კუთხეში გადატანაზე, რათა დაზოგოთ სივრცე მის გარშემო. დიდი საძინებლები უფრო შემოქმედებითობის საშუალებას მოგცემთ და შეიძლება დაგჭირდეთ საწოლის განთავსება ოთახის ცენტრში. 

ყველაფერი, რაც საძინებლის მოწყობისას უნდა გაითვალისწინოთ

  • შეარჩიეთ ფარდები სწორად

თქვენ გინდათ, რომ მაქსიმალურად გაზარდოთ ბუნებრივი განათება თქვენს საძინებელში დღის განმავლობაში, რათა ის უფრო დიდი და ნათელი იყოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ღამით გინდათ, რომ ოთახი იყოს რაც შეიძლება ბნელი – ეს რთული ბალანსია. ჟალუზები შესანიშნავი ვარიანტია, რადგან თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ რამდენი შუქი შემოდის ოთახში. თუმცა, თუ მაინც ფარდა გნებავთ, აირჩიეთ მსუბუქი და ნათელი დღის ფარდა და შეუხამეთ სქელ ღამის ფარდას, რომელიც სინათლეს მაქსიმალურად დაბლოკავს. ფარდის სიგრძეზეც გასათვალისწინებელია, უფრო მდიდრული გარეგნობისთვის გირჩევთ ის რაც შეიძლება მაღლა დაკიდოთ და იატაკამდე დაუშვათ.

  • შეარჩიეთ კარგი ხელოვნური განათება
READ  ფერადი ნაძვები ინტერიერში: როგორ შევქმნათ გამორჩეული საახალწლო ატმოსფერო

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი განათება მნიშვნელოვანია საძინებლის დიზაინის დროს, უფრო მეტ დროს საძინებელში ვატარებთ ღამით. ამიტომ, საძინებლის ხელოვნური განათება გადამწყვეტია მყუდრო და დასასვენებელი სივრცის შესაქმნელად. შეარჩიეთ რბილი, დიფუზიური განათება. ცივ განათებას საძინებელში მოერიდეთ.

  • გონივრულად შეარჩიეთ სათავსოები

სივრცის მაქსიმალურად ათვისების მიზნით, გირჩევთ, სტანდარტული კარადების ნაცვლად, შეუკვეთოთ თქვენი სივრცული მონაცემების შესაბამისი ტანსაცმლის კარადა. სასურველია, ის იყოს ჭერამდე სიმაღლის, რაც დიდ ტევადობას მოგცემთ. თუ სარკის ცალკე დადგმის საშუალება არ გაქვთ, შეუკვეთეთ კარადა სარკიანი კარით. მისი ამრეკლავი ზედაპირი უფრო დიდი სივრცის ილუზიას იძლევა. 

ავტორი: თაკო არდოტელი, ინტერიერის დიზაინერი და ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებული.
❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫
სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). ყველაფერი, რაც საძინებლის მოწყობისას უნდა გაითვალისწინოთ. 15 თებერვალი, 2024. https://sheniinterieri.ge/yvelaferi-rats-sadzineblis-motsyobisas-unda-gaitvalistsinot/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. ყველაფერი, რაც საძინებლის მოწყობისას უნდა გაითვალისწინოთ [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/yvelaferi-rats-sadzineblis-motsyobisas-unda-gaitvalistsinot/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network