ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიბასკური (ესპანური) უნიკალური ინტერიერის დიზაინი მთაწმინდაზე

ბასკური (ესპანური) უნიკალური ინტერიერის დიზაინი მთაწმინდაზე

ქართველებისა და ბასკების წინაპრებს შორის ნათესაური კავშირის არსებობაზე უამრავი ლეგენდა შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელთა მიხედვითაც ეს ორი ხალხი საერთო ფესვებიდან მოდის და ბევრი საზიარო კულტურული ელემენტიც კი აქვთ… სწორედ ამის შთაგონებით შექმნა Communal Company-მ ახალი, ბასკური კულინარიული კულტურის რესტორანი „Madre“.

მე-19 საუკუნის ქალაქურ სახლში, მთაწმინდის ცენტრში მდებარე რესტორნის შესახებ, რომელიც ბესიკის პარკს გადაჰყურებს, კომუნალის გუნდი საინტერესო დეტალებს გვიზიარებს.

ბასკური (ესპანური) უნიკალური ინტერიერის დიზაინი მთაწმინდაზე | შენი ინტერიერი

ბასკური მუხტის მქონე რესტორნის კონცეფცია ითარგმნა, როგორც ინტერიერის დიზაინში, ისე კულინარიაში, რომელიც „მადრეს“ განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ პროცესის მთავარი მიზანი ის არის, რომ თბილისში შეიქმნას ადგილი, სადაც თანამედროვე ბასკურ, ესპანურ კულტურას ეზიარები.

ინტერიერზე Communal Studio-მ იმუშავა. სივრცე თავის ხასიათით და დეტალებით პასუხობს ესპანურ კულტურას. ინტერიერში გამოყენებულია ბუნებრივი ქვები და ესპანეთისთვის დამახასიათებელი ფერთა პალიტრა.

ბასკური (ესპანური) უნიკალური ინტერიერის დიზაინი მთაწმინდაზე | შენი ინტერიერი

სივრცეები კამერული და დინამიკურია. ოთახები კონცეპტუალურად და ფუნქციურად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ხასიათი თანამიმდევრულია.

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყაროhttps://www.marketer.ge/madre-communal-company/

author avatar
SheniInterieri.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  არტ დილერი კრის გესკერი საკუთარი სახლის ინტერიერისა და თბილისის შესახებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები