ბრტყელეკრანიანი მონიტორი სჯობს თუ ნოუთბუქის ეკრანი – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

0
274

დღეისათვის ოფისებში, სამუშაო ადგილებზე შეიძლება შეგხვდეთ ბრტყელეკრანიანი და ნოუთბუქის მონიტორები. ასეთი სახის მონიტორები, მიუხედავად მათი ზომებისა, ძალიან მსუბუქია. ამ თავისებურებების გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ, ბრტყელეკრანიანი მონიტორი მოათავსოთ ნებისმიერ ადგილზე, სიმაღლეზე, მანძილზე, ნებისმიერი დახრის კუთხით.

დღეისათვის, ოფისში მუშაობისას ხშირად იყენებენ ნოუთბუქს, როგორც ძირითად კომპიუტერს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ მონიტორი და კლავიატურა ნოუთბუქში ახლოსაა ერთმანეთთან, ეს შეუძლებელს ხდის მუშაობისას სასურველი მდებარეობის შერჩევას. 

კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს კლავიატურის და მაუსის მცირე ზომა, რომელიც აძნელებს მუშაობისას ხელის სასურველი პოზიციის შერჩევას. მიუხედავად იმისა, რომ ნოუთბუქი კომპაქტურია, იგი, ერგონომიკული თვალსაზრისით პრობლემატურია.

საბუთების დამჭერი:

თავიდან რომ ავიცილოთ კისრისა და თვალების გადაღლა, საბუთების დამჭერს უნდა ჰქონდეს სწორი მდებარეობა. კერძოდ, იგი მოთავსებული უნდა იყოს უშუალოდ მონიტორის სიახლოვეს ორივე მხრიდან, სახის სიმაღლეზე. დაშორების მანძილი უნდა შეესაბამებოდეს გაშლილი ხელის სიგრძეს. 

რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან, რომლის ხელმძღვანელიც ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძეა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ