10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები

3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საკუთარი ეზო არის ის კომპონენტი, რომელიც სრულყოფილს ხდის სახლს. ეზოში დროის გატარება  განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, როდესაც სამსახურის შემდეგ დაღლილი ბრუნდებით სახლში.

სტატიაში წარმოგიდგენთ 10 იდეას, თუ როგორ გაალამაზოთ თქვენი ეზოები და ბაღები, რაც ღია ცის ქვეშ მეტი დროის გატარების სურვილს გაგიჩენთ.

  1. ეზოს ფორმა

ფორმა თავიდნავე განსაზღრული იქნება თქვენი ნაკავეთის მიერ, არ არის აუცილებელი ოთხკუთა ფორმის ეზოს ქონა, შეგიძლიათ ცადოთ წრიული, ოვალური, სამკუთხა, რაც სიახლის შემომტანი იქნება თქვენს ცხოვრებაში. ამის განსახორციებლად შეგიძლიათ ბალახი ამოიყვანოთ წრიულ ფორაზე, ან მცენარეები დარგოთ ისე, რომ რაღაც კონკრეტულ სურათს იღებდეთ.

 

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები

 

2. გაზარდეთ მცენარეები და ყვავილები

გარდა იმისა, რომ ყვავილები და მცენარეები სიცოცხლესა და ფერებს შემატებენ გარემოს, ისინი ასევე  სტრუქტურულ სამუშაოსაც შეასრულებენ და  დაგეხმარებათ სხვადასხვა სივრცეები ერთმანეთისგან გამოაცალკევოთ.

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები — ფოტო 2

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები — ფოტო 3

3.ხეები

ხეები მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, რადგან მათი საშუალებით თქვენს ბაღში ჟანგბადთან ერთად ჩნდება ჩრდილიც, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის მთლიან სივრცეს.

ხეები ინარჩუნებენ სიგრილეს და ცხელ დღეებში ხის ქვეშ დასვენება საუკეთესოდ დაგამახსოვრდებათ.

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები — ფოტო 4

4.ბილიკები

თქვენს ეზოში შეგიძლიათ დააგოთ ქვის ბილიკები, რაზეც სიარული გაგიადვილდებათ. ამასთან, ერთად ბუნებრივი ქვის სხვადასხვა ვარიანტებით შეგიძლიათ შეარჩიოთ ის ტონალობა, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდება თქვენს ეზოში დარგულ მცენარეებს.

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები — ფოტო 5

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები — ფოტო 6

5.ავეჯი

კომფორტული ავეჯი მნიშვნელოვანია სწორი განწყობის შესაქმნელად, როდესაც ეზოსთან გვაქვს საქმე საჭიროა გამძლე მასალისგან დამზადებული ავეჯის შეძენა, რადგან ბუნებრივ პირობებში არ დაზიანდეს. გარდა ამისა, ავეჯით შეგიძლიათ განსხვავებული ფუნქციის სივრცეები შექმნათ, მაგალითად: სასადილო, საკითხავი, დასასვენებელი.

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები — ფოტო 7

 

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები — ფოტო 8

 

 

6.ორნამენტები და დეკორაციები

ხშირად გვხვდება ეზოებში უცნაური და არაორდინალური დეტალები, რაც უფრო მეტად აცოცხლებს გარემოს. უცნაური ფორმის შადრევნები, ლამაზი ქოლგები, მცირე ზომის დეკორაციული აუზები.

 

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები — ფოტო 9

 

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები — ფოტო 10

7. ვერტიკალური ბაღი

ვერტიკალური ბაღი კარგი გადაწყვეტაა ისეთი სახლებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ეზოები, მაგრამ დიდი შიდა სივრცე აქვთ. ბაღის დანაკლისს რაღაც მხრივ, ვერტიკალური ბაღი შეგივსებთ და შემოიტანს სისცოცხლისა და სიმწვანის განწყობას.

READ  გიორგის მამიდამ დამარწმუნა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევდი

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები — ფოტო 11

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები — ფოტო 12

8. განათება

განათება, როგორც ყველგან, ბაღშიც მნიშვნელოვანია. განათებით შექმნით სწორ განწყობას, ასევე ხაზს გაუსვამთ ისეთ დეტალებს, რომლის წინ წამოწევაც გსურთ. ასევე განათება დაგეხმაებათ სივრცის ზონირებაში და უფრო წაკითხვადს გახდის ბაღის სტრუქტურას.

 

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები — ფოტო 13

 

 

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები — ფოტო 14

9.ბავშვების ზონა

შექმენით სივრცე ბავშვებისთვის. ხელი შეუწყვეთ მათ, რომ დიდი დრო გაატარონ ეზოში და ენერგია დახარჯონ სუფთა ჰაერზე. გარდა აუზისა, შეგიძლიათ ბატუტის, სასრიალოსა და საქანელების დამატება თქვენს ეზოებში.

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები — ფოტო 15

10. ბუნების ხელშეწყობა

სწორო გზაა, რომ გაითვალისწონოთ გარემო პირობები და თქვენი ბაღით ხელი შეუწყოთ ბუნებას. მაგალითად, დარგოთ ისეთი მცენარეები, რომლებსაც ფუტკრები იყენებეს საკვებად, ასევე შეიძინეთ ფრინველების პატარა სახლები, სადაც მათ საჭმელს დაუდებთ. საუკეთესო ეზო და ბაღი, სწორედ ისეთია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბუნებასთან და არ აზიანებს მას.

 

10 რჩევა, თუ როგორ გავალამაზოთ ეზოები და ბაღები — ფოტო 16

წყარო

#drpkhakadze

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *