5 მარტივი რჩევა საგარდერობე ზონის ორგანიზებისთვის

2 წუთიანი წაკითხვა
საგარდერობის ორგანიზების შესახებ ყველაზე გავრცელებული მითების დემისტიფიკაცია. პრაქტიკული რჩევები ქართული სახლებისთვის ადაპტირებული გადაწყვეტილებებით.

ცალკე გამოყოფილი საგარდერობე სივრცე ან კარადა იდეალურია ტანსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების ერთად შესანახად, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთახის დანარჩენი ნაწილი მაქსიმალურად მოწესრიგებული დარჩება. თუმცა, ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ კარადაში ყველა ზედმეტი ნივთის შენახვაა სასურველი.

ამ დროს პროფესიონალი ორგანიზატორის გამოძახება პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა, მაგრამ თუ გსურთ, კარადა თქვენივე გემოვნებითა და ხელით მოაწყოთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. იმისთვის, რომ კარადის მოწყობა ბევრად უფრო მარტივი და სახალისო გახდეს, ექსპერტები რამდენიმე სასარგებლო რჩევას გვიზიარებენ.

 

მოიშორეთ ზედმეტი ნივთები

არეულ მდგომარეობაში მყოფი კარადის ორგანიზება ძალიან ძნელია. სანამ უშუალოდ დალაგების პროცესზე გადახვალთ, მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ, რომ ეს სივრცე გათავისუფლდა ზედმეტი ნივთებისგან, რომლებიც მხოლოდ ადგილს იკავებს. კარადის მოწყობის პირველი ნაბიჯი სწორედ აქ მოთავსებული ნივთების მიმოხილვაა.

ამის შემდეგ, დააკვირდით დარჩენილ ნივთებს და გადაწყვიტეთ, რამდენად ხშირად ატარებთ მათ. ეცადეთ, მოიშოროთ ისეთი ტანსაცმელიც, რომელიც თითქმის არასდროს გჭირდებათ. ამ გზით შეინარჩუნებთ მხოლოდ ისეთ მოდელებს, რომლებსაც რეგულარულად იყენებთ და თქვენი საგარდერობე სივრცეც კომფორტული გახდება.

 

5 მარტივი რჩევა საგარდერობე ზონის ორგანიზებისთვის

 

შეარჩიეთ ფერები

სწორად ორგანიზებული კარადა არა მხოლოდ ვიზუალურად არის სასიამოვნო, არამედ გონების დამშვიდებაშიც გვეხმარება. სჯობს ტანსაცმელი და სხვა ნივთები ფერების მიხედვით შეირჩეს და რაიმე კონკრეტული თანმიმდევრობის მიხედვით ჩამოიკიდოს, რადგან სხვა შემთხვევაში შეიძლება კარადა საკმაოდ არეულად გამოიყურებოდეს.

გამოიყენეთ სათავსოები

ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ფუნქციური წვრილმანია, რომელიც გვეხმარება თვალისგან დავმალოთ ნივთები, რომლებიც შეიძლება ხელს გვიშლიდეს კარადის ვიზუალური ნაწილის მოწყობაში. გამოიყენეთ კარადები, უჯრები ან სხვა მსგავსი საშუალებები ისეთი ნივთების შესანახად, რომლებსაც შედარებით იშვიათად იყენებთ.

შეეცადეთ, თავიდან აირიდოთ პლასტმასის ყუთები, რადგან ეს არის მყიფე მასალა, რომელიც ცუდად მოქმედებს ქსოვილის ხარისხზე და შესაძლოა, თქვენი ტანსაცმელის დაზიანებაც კი გამოიწვიოს.

READ  როგორ გავათავისუფლოთ სახლი ზედმეტი ნივთებისგან

დაამატეთ თაროები და საკიდები

თუ თქვენ გიჭირთ აქსესუარების და სამკაულების შენახვა ან უბრალოდ საკმარისი ადგილი აღარ გაქვთ, ყოველთვის შეგიძლიათ დაამატოთ თარო და საკიდი, რომელიც ამ პრობლემას მარტივად გადაჭრის. გამოიყენეთ საკიდები შარვლებისთვის, ისინი არა მხოლოდ დაბალი ღირებულებისაა, არამედ საკმაოდ კომფორტული მოსახმარიცაა.

 

5 მარტივი რჩევა საგარდერობე ზონის ორგანიზებისთვის — ფოტო 2

 

შეფუთეთ ნივთები

ჩანთა და ტანსაცმელი ინვესტიციაა და თუ თქვენ გიყვართ ძვირადღირებული ნივთების შეძენა, მნიშვნელოვანია, რომ მათზე მაქსიმალურად იზრუნოთ. ამ შემთხვევაში სასურველია თითოეული ასეთი ნივთი კარგად იყოს შეფუთული შესაბამის შეფუთვაში, რათა შეინარჩუნოთ ფორმა, ხარისხი თუ სხვა თვისებები.

წყარო:https://www.homeis.ge

ავეჯი 2026

Lmart, Formo — ევრ-ზე 20-40% იაფი. ვინტაჟი mymarket.ge-ზე — ახლის 30-50%-ად. IKEA (Baltic Trading) — +20-35% ტრანსპ. + მაინც ხელმ.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
2 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *