სენსაციური წამოწყება საფრანგეთში… დიდი ბიოკლიმატური განაცხადი

2 წუთიანი წაკითხვა

რენო ჟოსე, საცხოვრებელი ბიოკლიმატური სათბურების დიზაინერი, ვარადესი, საფრანგეთი:

“ზაფხულში ქალაქში, როცა კონდიციონერს ვიყენებთ გასაგრილებლად, ამავე დროს ვაჩქარებთ გლობალურ დათბობას შენობების გარეთ სითბოს გამოყოფით.”

ამ მოჯადოებული წრის წინააღმდეგ საბრძოლველად, რენო ოცნებობდა, ბუნებრივად კონდიცირებულ შენობებზე, განსაკუთრებით მცენარეების სიმძლავრის წყალობით, როდესაც 2009 წელს აიღო იმ კომპანიის სადავეები, რომელიც სპეციალიზირებული იყო სამებაღეო სათბურების წარმოებაში.

“დიზაინის ოფისს რომ ვუთხარი, იქ მივდივართ-მეთქი, ცოტათი ისე შემომხედეს, თითქოს გიჟი ვიყავი და მეუბნებოდნენ: „სად მიგვიყვანს? ჩვენ არ ვიცით როგორ ავაშენოთ ასეთი შენობები, არ ვიცით როგორ ვუპასუხოთ ტექნიკურ შეზღუდვებს, რაც გვაქვსო და ა.შ…”
1960-იან წლებში შექმნილი კომპანია გლობალური კვლევების სათავეშია ბიოკლიმატური მართვის სფეროში.
რენო ჟოსე: “ეს მენეჯმენტი მცენარეებს ადამიანებზე ბევრად მგრძნობიარე ხდის…”
წყლის, სითბური ე.წ. სტრესი ძალიან მოქმედებს მცენარეებზე. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ამის მართვის შესაძლებლობა. კომპანიამ შექმნა მცენარეებისთვის კლიმატის მართვა. იდეა მდგომარეობს შემდეგში – როგორ ავაშენოთ ქალაქში სათბურის ბაღები კონდიციონერის გარეშე, სადაც მოსახლეობას არ შეაწუხებს ზამთარში სიცივე და ზაფხულში სიცხე…? – რენო ჟოსე მიიჩნევს, რომ უნდა გამოვიყენოთ ბუნებრივი ჰაერის ნაკადი, შევიყვანოთ ჰაერის ნაკადები დაჩრდილულ ადგილებში და არ შევუშვათ ჰაერი იქ, სადაც ყველაზე ცხელა. მისი აზრით, ამ იდეაში არაფერია სუპერ მაღალტექნოლოგიური. ეს არ არის ტექნოლოგიები, რომლებიც შესაძლებელს ხდის “მთვარეზე ხალხის გაგზავნას”. არამედ, ეს არის მარტივი ტექნოლოგია… თუმცა, მეორე მხრივ, ამ ტექნოლოგიის გამოყენება რთულია. იქ მაღალტექნოლოგიურია.
ეს წამოწყება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მაგრამ ქალაქის მცხოვრებთა რაოდენობა იზრდება, რომელთაც სურთ, დაუახლოვდნენ ბუნებას და მის კანონებს…

წყარო

ეზოს ზონირება

სარეკრეაციო (ტერასა, ბარბექიუ) + სამეურნეო (ბოსტანი) + ლანდშაფტი (ყვავილები). სამი ზონა ეზოს “ცოცხალ ოთახად” გარდაქმნის.

READ  რა უნდა გავითვალისწინოთ ეზოს მოწყობისას

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *