გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს

4 წუთიანი წაკითხვა

წარმოგიდგენთ საოცარ შენობებს, რომელთა ნახვაც პარალელურ რეალობაში გამოგზაურებთ.

ლოტოსის შენობა – ვუჟინი, ჩინეთი

იმისათვის, რათა ლოტოსის ყვავილების ფორმის საოცარი სილამაზის შენობა უფრო რეალისტურად გამოიყურებოდეს, იგი ხელოვნურ ტბაზეა გაშენებული. შენობა ჩინეთის ქალაქ ვუჟინის ცენტრში მდებარეობს და მასში ქალაქის დაგეგმარების სამსახურია განთავსებული. შენობა “ლოტოსი” საოცარი სანახავია ნებისმიერ ამინდსა და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს | შენი ინტერიერი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

სასტუმრო ალპებში

ჯერჯერობით, ეს სასტუმრო აშენებული არ არის, თუმცა მისი მშენებლობა ალპებში იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ჯერ არ აგებულა, უნიკალური დიზაინის გამო მისთვის გვერდის ავლა ნამდვილად შეუძლებელი იყო. სასტუმრო კლდეში აშენდება და მინის ფასადი ექნება.

გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს | შენი ინტერიერი

 

ლოტოსის ყვავილის ფორმის ტაძარი – ბაჰაპური, ინდოეთი

კიდევ ერთი ულამაზესი შენობა, რომელსაც ლოტოსის ყვავილის ფორმა აქვს, ინდოეთის სოფელ ბაჰაპურის მთავარი ღირშესანიშნაობა და ბაჰაის რელიგიის მთავარი ტაძარია. სალოცავის 9 კარს ცენტრალურ დარბაზში შევყავართ, რაც ყველა რელიგიის ერთიანობის სიმბოლოა. ტაძარი ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლისათვის ღიაა.

გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს | შენი ინტერიერი

 

კუბის ფორმის სახლები – როტერდამი, ნიდერლანდები

შესანიშნავი არქიტექტურული ნამუშევრები, კუბის ფორმის 40 სახლი როტერდამში, Overblaak Street-ზე მდებარეობს. სახლების დანახვისას ჩნდება ასოციაცია, რომ სამყარო თავდაყირა ამოტრიალდა. ყველა სახლის კედლები და ფანჯრები 45 გრადუსით არის დახრილი. კუბის ფორმის სახლები არქიტექტორმა პიტ ბლომმა დააპროექტა.
მიუხედავად ორიგინალურობისა, სახლები საცხოვრებლად გამოიყენება და ალბათ მათში ცხოვრება ძალიან საინტერესოა.

გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს | შენი ინტერიერი

 

“ატომები” – ბრიუსელი, ბელგია

ერთი შეხედვით მნახველს შენობა შესაძლოა უბრალოდ ლითონის კონსტრუქცია ეგონოს, თუმცა სინამდვილეში ეს შენობაა, რომლის სფეროებშიც მეცნოერების მუზეუმია განთავსებული. გარდა ამისა, შეგიძლიათ ადგილობრივ რესტორანს ეწვიოთ. სფეროები ერთმანეთს უზარმაზარი მილებით უკავშირდებიან.

გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს | შენი ინტერიერი

 

ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი, ვალენსია, ესპანეთი

თანამედროვე არქიტექტურის კიდევ ერთი შედევრი ვალენსიას პარკის ცენტრში, წყალზე მდებარეობს. შენობას ფუტურისტული ელფერი დაჰკრავს და რომელიღაც გადაშენებული, გიგანტური ცხოველის ჩონჩხს მოგვაგონებს. კომპლექსი 5 შენობას მოიცავს, მათ შორის არის პარკი, მეცნიერების მუზეუმი, ოკეანოგრაფიის პარკი და IMAX კინოთეატრი.

READ  როგორ გავხადოთ აბაზანა თანამედროვე და დახვეწილი?

გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს | შენი ინტერიერი

 

ჰეიდარ ალიევის ცენტრი – ბაქო, აზერბაიჯანი

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰეიდარ ალიევის ცენტრი ბაქოს ყველაზე საინტერესო და აღიარებული არქიტექტურული ძეგლია, რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა ქალბატონმა, ზარა ჰადიდმა დააპროექტა. ჰადიდი ცნობილია თავისი სიყვარულით “უცხოპლანეტური” ფორმებისადმი, რაც მის ამ კონკრეტულ ნამუშევარზეც აისახა. შენობაში ოფისები და საგამოფენო სივრცეებია განთავსებული.

გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს | შენი ინტერიერი

სავაჭრო ცენტრი Emporia – მალმიო, შვედეთი

“ემპორია” სკანდინავიის უდიდესი სავაჭრო ცენტრია. ორიგინალური შენობა ისეა დაპროექტებული, თითქოს სადაც არის წაიქცევა. ცენტრში მაღაზიების გარდა გასართობი სივრცეები და “კიდული ბაღები” შეგხვდებათ.

გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს | შენი ინტერიერი

 

La Muralla Roja – კალპე, ესპანეთი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე საცხოვრებელი პროექტი “ლა მურალია როხა” (La Muralla Roja) ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. მისი სახელი ითარგმნება, როგორც “წითელი კედელი”, არქიტექტურაში კი ხმელთაშუაზღვისპირეთისა და არაბული კულტურის შტრიხები იგრძნობა. ექსტერიერისაგან განსხვავებით, შენობის შიგნით იისფერი და ლურჯი ჭარბობს.

გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს | შენი ინტერიერი

 

ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმი – სინგაპური

სინგაპურის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ფორმით ლოტოსის ყვავილს, ან ერთმანეთზე მიდებულ, გაშლილ ხელის მტევნებს მოგვაგონებს. მუზეუმის უკან სამი ცათამბრჯენი მდებარეობს, რომელთა ზედა ნაწილის ფორმაც გემს მოგვაგონებს. “გემი ცათამბრჯენიც” სინგაპურის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ნაგებობაა, რომელშიც ძვირადღირებული სასტუმრო მდებარეობს.

გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს | შენი ინტერიერი

 

Capital Gate – აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საემიროები

ქალაქის ერთ-ერთი უმაღლესი და გინესის რეკორდსმენი ნაგებობა 165 მეტრი სიმაღლისაა. შენობა ყველაზე დახრილია იმ ნაგებობათა შორის, რაც ოდესმე ადამიანს აუშენებია. ცათამბრჯენი 18 გრადუსით არის დახრილი. შედარებისათვის გეტყვით, რომ პიზის კოშის დახრილობა მხოლოდ 4 გრადუსია.

გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს | შენი ინტერიერი

 

სავაჭრო ცენტრი Markthal – როტერდამი, ნიდერლანდები

მსოფლიოს ულამაზეს სავაჭრო ცენტრად აღიარებული “მარკეტ ჰოლის” გახსნაზე თავად ნიდერლანდების დედოფალი იმყოფებოდა. შენობას კიდობნის ფორმა და მინის ფასადი აქვს, რომელიც შიგნიდან ნიდერლანდელი ხელოვანის, ანრო კიონენის ნამუშევრებითაა გაფორმებული. ამის გამო მას ხშირად “როტერდამის სიქსტის კაპელას”უწოდებენ.

გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს | შენი ინტერიერი

 

გუგენჰაიმის მუზეუმი – ბილბაო, ესპანეთი

დეკონსტრუქტივიზმის სტილის ერთ-ერთი ულამაზესი ნაგებობა მსოფლიოს ყველაზე ორიგინალური ნაგებობების სიაში შედის. არქიტექტორმა ფილიპ ჯონსონმა მას “ჩვენი დროის ყველაზე შესანიშნავი ნაგებობა” უწოდა. მუზეუმი ვიზიტორებს სთავაზობს როგორც მუდმივ, ასევე დროებით გამოფენებს. მუდმივად გუგენჰაიმის მუზეუმში მე-20 საუკუნის ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი.

READ  მშენებლობის უსაფრთხოება-წესები,რომლებიც უნდა დაიცვა

გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს | შენი ინტერიერი

 

ხელოვნების სახლი – გრაცი, ავსტრია

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ხუმრობით “მეგობრულ უცხოპლანეტელს” უწოდებენ. ზოგი მის ფორმას დირიჟაბლს, ან ვეშაპს ამსგავსებს. შენობა ინოვაციურ სტილშია აშენებული და ღამ-ღამობით თვალისმომჭრელად ბრწყინავს.

გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს | შენი ინტერიერიწყარო-fortuna.ge

გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს — ფოტო 15#gochadze #drpkhakadze #sheniinterieri #sheniambebi #foryouგაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს — ფოტო 16გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს — ფოტო 17გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს — ფოტო 18გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს — ფოტო 19გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს — ფოტო 20გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს — ფოტო 21გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს — ფოტო 22გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს — ფოტო 23

ი-ნ-ტ. ტ-რ-ე-ნ-დ-ი 2026

ბ-ი-ო-ფ-ი-ლ-ი-ა, Quiet Luxury, Japandi — 3 ტ-რ-ე-ნ-დ-ი რ-ო-მ-ლ-ე-ბ-ი-ც ქ-ა-რ-თ-ვ-ე-ლ-ი ო-ჯ-ა-ხ-ე-ბ-ი-ს-თ-ვ-ი-ს ი-დ-ე-ა-ლ-ი-ა.

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2026). გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს. 27 სექტემბერი, 2026. https://sheniinterieri.ge/msoplio-arqiteqturis-saocrebebi/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. გაგაცნობთ მსოფლიო არქიტექტურის საოცრებებს [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 27]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/msoplio-arqiteqturis-saocrebebi/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network