ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებირა არის ერგონომიკა და რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერიერის დიზაინში - ბლოგი, რომელიც...

რა არის ერგონომიკა და რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერიერის დიზაინში – ბლოგი, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის დაიწერა

დღევანდელ სამყაროში, როდესაც უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებთ შინ თუ სამსახურში, მნიშვნელოვნად იზრდება ჩვენი საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის როლი. მიუხედავად ამისა, ესთეტიკურობასა და ფუნქციურობაზე ფიქრში, ხშირად ვივიწყებთ ერგონომიკის როლს ინტერიერის დიზაინში. 

და მაინც, რა არის ერგონომიკა?

ესაა სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანისთვის უსაფრთხო, კომფორტული და პროდუქტიული გარემო-პირობების შექმნას მისი ანატომიისა და ფიზიოლოგიური პროცესების გათვალისწინებით. 

რატომ არის ერგონომიკა მნიშვნელოვანი ინტერიერის დიზაინში? 

ინტერიერში ერგონომიკა გულისხმობს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზას, ამცირებს ფიზიკურ დატვირთვას და სტრესს. დაბალი ხარისხის ერგონომიკამ შესაძლოა, გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა თავისა და კისრის ტკივილები, ხერხემლის პრობლემები და თვალის გადაღლილობა. მაღალი ხარისხის ერგონომიკა კი ახდენს ზემოაღნიშნული საკითხების პრევენციას და ხელს უწყობს ადამიანის საყოველთაო კეთილდღეობას. 

ვნახოთ, როგორ შეიძლება შეიქმნას ერგონომიული ინტერიერი:

  • აარჩიეთ კომფორტული და ერგონომიული ავეჯი. ეს განსაკუთრებით რბილ ავეჯს ეხება. დივნისა და სკამების შეძენისას, უპირველესად, ყურადღება მიაქციეთ რამდენად უწყობს ის ხელს ძვალკუნთოვანი სხეულის ნაწილების სწორ მდებარეობას. ჯდომისას შენარჩუნებული უნდა იქნას წელის სწორი პოზიცია. ზურგი კარგად უნდა ეყრდნობოდეს საზურგეს, რათა შემცირდეს დაძაბულობა ზურგისა და კისრის არეში. ფეხები მყარად უნდა იდგეს იატაკზე, შესაბამისად, სკამის სიმაღლეც ყურადსაღებია. 
  • შეარჩიეთ სწორი განათება. სივრცის დაგეგმარებისას ხელოვნურ განათებასთან ერთად მიზანშეწონილია ბუნებრივი განათების მაქსიმალური იმპლემენტაციაც, რაც ოპტიმალურ, კარგად განათებულ ინტერიერს იძლევა. ეს კი მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენს ხასიათზე, პროდუქტიულობასა და კეთილგანწყობაზე. მოერიდეთ კაშკაშა, ცივ განათებებს, რომელმაც შეიძლება თვალისა და თავის ტკივილიც კი გამოიწვიოს. აირჩიეთ თვალისთვის სასიამოვნო და უსაფრთხო თბილი განათება, რომელიც იდეალურია სარელაქსაციო განწყობის შესაქმნელადაც. რა არის ერგონომიკა და რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერიერის დიზაინში - ბლოგი, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის დაიწერა
  • ყურადღება მიაქციეთ აკუსტიკურ პრობლემებს. ხმაური ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რასაც შიდა სივრცეებში ვაწყდებით. ის მიზეზია ყურადღების გაფანტვისა და ფიზიკური დისკომფორტის. სივრცის დაგეგმარებისას გაითვალისწინეთ როგორ გავრცელდება ხმა ინტერიერში და დარწმუნდით, რომ მიღებულია ზომები მის შესამცირებლად. ამისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ, ხმის დამხშობი სამშენებლო მასალები. 
  • გაითვალისწინეთ ოთახის ტემპერატურა და ვინტილაცია. ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, დარწმუნდით, რომ ოთახი არის კარგად განიავებული და ტემპერატურა არის ოპტიმალური. ჰაერის დაბალი ხარისხი საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ხშირად გამოხსენით ფანჯარა და მოერიდეთ დახურულ სივრცეში ქიმიური ხსნარების გამოყენებას. 

Sheniinterieri-სთვის სტატია მოამზადა ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ინტერიერის დიზაინერმა, თაკო არდოტელმა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები