შეარჩიეთ იდეალური სამუშაო სავარძელი – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

1 წუთიანი წაკითხვა

დასაქმებულების დიდი ნაწილი სამუშაო დღეს ატარებენ სავარძელში მჯდომარე პოზაში. იდეალური სავარძელი ადვილად უნდა რეგულირდებოდეს ისეთი პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა: 

  • სავარძლის ზურგის დახრილობა; 
  • სიმაღლე სავარძელსა და მაგიდას შორის; 
  • სიმაღლე იდაყვებსა და მაგიდის ზედაპირს შორის; 
  • სიმაღლე იატაკსა და სავარძელს შორის; 
  • სავარძლის წინა ნაწილის რელიეფი და ა.შ 

სავარძლები უნდა იყოს მობილური, ტრიალდებოდეს მსუბუქად და გადაადგილდებოდეს უპრობლემოდ. 

სავარძლის ზედაპირი გადაკრული უნდა იყოს მტკიცე ბუნებრივი მასალით. მხედველობაში მიიღეთ, რომ არც ერთი სავარძელი, ისეთიც კი, რომელიც ერგონომიკულია, არ გამოდგება, თუ მას გამოვიყენებთ არასწორად. უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენ იცით, როგორ მოირგოთ სავარძელი საკუთარი საჭიროებისათვის. 

აგრეთვე გახსოვდეთ, სავარძლის არც ერთი სახის მდებარეობა არ შეიძლება გამოვიყენოთ ხანგრძლივად. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად წამოდგომა. აუცილებელია შესვენება, რომ შემცირდეს დატვირთვა ზურგზე და გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა. მაგიდის სიმაღლის მარეგულირებლები დაგეხმარებათ, დღის განმავლობაში გამოიყენოთ სავარძლის სხვადასხვა ალტერნატიული პოზიციები. კარგ სავარძელს გადამწყვეტი დანიშნულება აქვს კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნისათვის და ხარისხიანი სამუშაოს შესრულებისთვის.

შეარჩიეთ იდეალური სამუშაო სავარძელი – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან, რომლის ხელმძღვანელიც ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძეა.

ავტორი: თაკო არდოტელი, ინტერიერის დიზაინერი და ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებული.
❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

ი-ნ-ტ. ტ-რ-ე-ნ-დ-ი 2026

ბ-ი-ო-ფ-ი-ლ-ი-ა, Quiet Luxury, Japandi — 3 ტ-რ-ე-ნ-დ-ი რ-ო-მ-ლ-ე-ბ-ი-ც ქ-ა-რ-თ-ვ-ე-ლ-ი ო-ჯ-ა-ხ-ე-ბ-ი-ს-თ-ვ-ი-ს ი-დ-ე-ა-ლ-ი-ა.

READ  ერგონომიკული ავეჯი - ჯანმრთელობისა და კომფორტის მნიშვნელობა

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *