კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობამშენებლობის უსაფრთხოება-წესები,რომლებიც უნდა დაიცვა

მშენებლობის უსაფრთხოება-წესები,რომლებიც უნდა დაიცვა

ყველა კომპლექსური მშენებლობა საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს. იმ შემთხვევაში, თუ მთელ ტერიტორიაზე სათანადო უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული, ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. პასუხისმგებლიანი სამშენებლო კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს თავისი დასაქმებულებისა და ადგილზე მისული ვიზიტორების უსაფრთხოებას.

საქართველოში უსაფრთხოების წესების დაცვა ძალიან დიდი გამოწვევაა. ქვეყანაში ყოველწლიურად ათასობით საცხოვრებელი შენობა შენდება – პროექტი ქალაქ ბათუმში, თბილისსა და სხვა ქალაქებში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამიტომ, აუცილებელია, რომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს უსაფრთხოებას.

ბლოგში მიმოვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც გასათვალისწინებელია ნებისმიერი მშენებლობის დროს და რომელსაც ბათუმის მშენებარე ბინებშისკრუპულოზურად ითვალისწინებს ტექტოს გუნდი.

უსაფრთხოების წესები მშენებლობისას

სამშენებლო უბანი ხშირად ასოცირდება საფრთხეებთან და რისკებთან, ეს განსაკუთრებით ეხება დიდ კომპლექსურ სამშენებლო პროექტებს, სადაც სამუშაოს მასშტაბმა და სირთულემ შეიძლება გაზარდოს საფრთხე.

მშენებლობის დროს უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, რომ მუშებმა ყოველთვის ატარონ შესაბამისი პერსონალური დამცავი აქსესუარები (PPE). ამ სიაში შედის:

● მყარი ქუდები

● უსაფრთხოების სათვალეები

● ხელთათმანები

● გამძლე ფეხსაცმელი

● სმენის დამცავი მოწყობილობები (ყურის სამაგრები)

● რესპირატორები

● მთლიანი ტანის კოსტუმები

აუცილებელია აქსესუარების სია რეგულარულად შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე. PPE უზრუნველყოფს სხვადასხვა საფრთხისგან დაცვას, მათ შორისაა მძიმე საგნების დაცემა, ბასრი ხელსაწყოები და სხვა საშიში ნივთიერებები.

მშენებლობის უსაფრთხოება-წესები,რომლებიც უნდა დაიცვა

PPE-ის გარდა, მნიშვნელოვანია პრემიუმ სამშენებლო კომპანიაინარჩუნებდეს მოწესრიგებულ და ორგანიზებული გარემოს. მომუშავე პერსონალს ჩაუტარდება ტრენინგი, თუ როგორ მოწესრიგდეს ადგილი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხოლო იარაღები, მასალები და ხელსაწყოები სათანადოდ შეინახონ. სამშენებლო უბნის ორგანიზებულად შენარჩუნებით მაქსიმალურად მცირდება უბედური შემთხვევების რისკი.

ყველა მოწყობილობა, მანქანა და აპარატი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს და სისტემატიურად მოწმდებოდეს. პერსონალისთვის საჭიროა ტრენინგი აღჭურვილობის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ. მხოლოდ უფლებამოსილ პერსონალს აქვს მანქანებისა და აღჭურვილობის გამოყენების უფლება.

ტრენინგები და მათი მნიშვნელობა

თანამშრომლებისთვის ადეკვატური ტრენინგის უზრუნველყოფა უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს გარანტია მშენებლობის დროს. ადგილზე მუშაობის დაწყებამდე მუშების აუცილებელია ყოვლისმომცველი ტრენინგი უსაფრთხოების პროცედურებისა და პროტოკოლების შესახებ. ეს მოიცავს ტრენინგს აღჭურვილობისა და ტექნიკის სათანადო გამოყენების, ასევე გადაუდებელი პროცედურების შესახებ.

ტრენინგს უძღვება უსაფრთხოების კვალიფიციური პროფესიონალი. დასაქმებულების აცნობებენ სამშენებლო ობიექტზე არსებული პოტენციური საფრთხის შესახებ, ასწავლიან დამოუკიდებლად როგორ მოახერხონ ამ საფრთხის იდენტიფიცირება და თავიდან აცილება. მათ ასევე დაატრენინგებენ დამცავი აღჭურვილობისა და ტანსაცმლის გამოყენებაში, როგორიცაა ქუდები, დამცავი სათვალეები, სპეციალური ფეხსაცმელი.

თავდაპირველი ტრენინგის გარდა, სისტემატიურად ტარდება განახლებელი კურსები უსაფრთხოების პროტოკოლებისა და პროცედურების გასაძლიერებლად. ეს კურსები უზრუნველყოფენ, რომ დასაქმებულები არ ჩამორჩნენ უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებსა და პრაქტიკებს.

მშენებლობის უსაფრთხოება-წესები,რომლებიც უნდა დაიცვა

უსაფრთხოების გეგმის ქონა გადამწყვეტია დიდი კომპლექსური სამშენებლო პროექტების დროს. უსაფრთხოების გეგმა არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც ასახავს უსაფრთხოების პროცედურებს, პოლიტიკას და მითითებებს. ეს გეგმა იქმნება უსაფრთხოების ექსპერტებთან კონსულტაციით.

უსაფრთხოების გეგმა შეიცავს პროცედურებს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდე საგანგებო სიტუაციებს. გეგმა გამოკვეთს თუ ვის რა როლი და პასუხისმგებლობა ექნება საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. ეს დოკუმენტი მიუთითებს პირველადი დახმარების ნაკრების, ცეცხლმაქრებისა და გასასვლელების ადგილმდებარეობაზე. უსაფრთხოების გეგმის განსახილველად ტარდება რეგულარული შეხვედრები და განიხილება ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შესაძლოა მომავალში განხორციელდეს.

უსაფრთხოების გეგმის არსებობის გარდა, სამშენებლო კომპანია ასევე უნდა ამკვიდრებდეს უსაფრთხოების კულტურას. ეს ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია და დასაქმებულები მოტივირებულები არიან, შეატყობინონ ნებისმიერი პოტენციური საფრთხის არსებობა.

უსაფრთხოების გეგმა ასევე აუცილებელია ადგილობრივ რეგულაციებთან და სამშენებლო სტანდარტებთან სრულ თანხვედრაში რომ იყოს. ამიტომ, ნებისმიერი მშენებლობა ბათუმში იქნება, დედაქალაქში, თუ ნებისმიერ ტურისტულ ზონაში,

გარემოსა და მიმდებარე სტრუქტურების გათვალისწინება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სამშენებლო კომპანია ვალდებულია განიხილოს პოტენციური გავლენა, რაც მის პროექტს შეიძლება ჰქონდეს გარემოსა და მიმდებარე სტრუქტურებზე.

მშენებლობის დაწყებამდე საჭიროა ჩატარდეს მოკვლევა გარემოზე პოტენციური რისკის იდენტიფიცირებისთვის, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, წყლის დაბინძურება, გადამეტებული ხმაური. რისკების შესამცირებლად რეკომენდებულია ჰაერის ფილტრაციის სისტემების დაყენება, ან დაბალი ემისიის სამშენებლო აღჭურვილობის გამოყენება.

რა მდგომარეობაა საქართველოში

საქართველოში 2022 წელს 4000-ზე მეტი საცხოვრებელი შენობის აშენების ნებართვა გაიცა. ზღვისპირა რეგიონი ერთ-ერთი მოწინავე იყო ამ მხრივ. გასაყიდი ბინები ბათუმში საკმაოდ მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ასევე არარეზიდენტ პირებში. შესაბამისად საკმაოდ მზარდია დიდი პროექტების რიცხვი ბათუმსა და ქალაქის შემოგარენში.

ქართული სამშენებლო კომპანია “ტექტო ჯგუფი” ერთ-ერთია, რომელიც ზღვისპირა კურორტზე მშენებლობას აწარმოებს. საცხოვრებელი კომპლექსი “ტექტო ფრანკო” 11 000 კვ.მ. ფართობზეა გაშენებული და 4 საცხოვებელ კორპუსს მოიცავს. კომპანიას რევოლუციური მიდგომა აქვს და ულტრათანამედროვე სტანდარტებს ნერგავს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

“ტექტო ჯგუფი” თავად ეწევა სამრეწველო საქმიანობას. მშენებლობისთვის გამოიყენება, უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები, როგორიცაა:

● პოლისტიროლის ბლოკი

● B30 მარკის ბეტონი

● B500B კლასის არმატურა

საქართველოში ძალიან დიდი პრობლემა იყო ხარისხიან მასალების იმპორტის. მაგალითად, ზემო ნახსენები ბლოკი აქ დეფიციტში იყო, ამიტომ “ტექტო”-მ თავად განიზრახა ეწარმოებინა მასალა. ბლოკი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი, სანდო და მოთხოვნადი სამშენებლო მასალაა. უსაფრთხოების გარდა, იდეალურია თბო-იზოლაციისთვისა და ხმის იზოლაციისთვის, რაც აქცევს მთელს მთელ პროექტს უფრო მეტად ეკომეგობრულს.

გარდა ამისა, კომპანია უზრუნველყოფს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების წესები. ISO სტანდარტები სრულადაა გათვალისწინებული.

აუცილებლად აღსანიშნია, რომ 11 000 კვ. მ. ფართობიდან 6 000 კვ. მ. რეკრეაციულ სივრცეს უჭირავს. “ტექტო ჯგუფი” არათუ პრობლემას უქმნის უნიკალურ შავი ზღვისპირა ბუნებას, პირიქით, ხელს უწყობს რეკრეაციული სივრცის გაზრდა განვითარებას.

 

წყარო:https://tekto.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები