დღევანდელობის გიჟური რითმისგან გაქცევის კარგი საშუალებაა ბუნებასთან ურთიერთობა, მაგრამ ქალაქში ამას იშვიათად ვახერხებთ. ეს სტატია კი ეძღვნება მათ, ვისაც სურს ბუნებასთან მეტი კავშირი და ახალი ჰობის გაჩენა.
იმის მიუხედავად, რომ დიზაინში ოთახის მცენარეები დეკორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ცოცხალი ნაწილია, მეორეს მხრივ გარდა ოთახის მცენარეებისა, მივიწყებულია ისეთი საინტერესო საქმიანობა, როგორიც არის მებაღეობა.
დიახ, გაგიჩნდებოდათ კითხვა – რა შუაშია ოთახის მცენარეებთან და ინტერიერთან მებაღეობა? – მაგრამ მოგეხსენებათ, არც ისე იშვიათად ინტერიერის დიზაინერები ვაგეგმარებთ სასათბურე მინი სივრცეებს ან სულაც დიდ ორანჟერეებს თავისი წვეთოვანი სისტემებით.
იმის მიუხედავად, ცხოვრობთ მრავალსართულიან კორპუსში თუ კერძო სახლში, ბაღის მოწყობა ყველგან შეგიძლიათ.
ყველაზე პატარა ბინაშიც კი შეგიძლიათ მოიყვანოთ მწვანილი, რომელიც ცოცხალი არომატით დაამშვენებს თქვენ სადილს ან თუნდაც მოიყვანოთ ძალიან პოპულარული მიკრო მწვანილები, რომელსაც თქვენ წარმოიდგინეთ იმდენივე მოვლა სჭირდება, რამდენიც თქვენს ოთახის “წუნია” ყვავილს. მისგან გამსხვავებით, მიკრო მწვანილები დაამშვენებს თქვენს საუზმეს თუ სადილს, ასევე გპირდებით – თქვენი სტუმრების გაკვირვებას და აღტაცებასაც გამოიწვევს.
ეს რაც შეეხებოდა სამზარეულოში მზიან ადგილას დათესილ სიმწვანეს… მაგრამ ახლა მოდით, განვიხილოთ აივანი ან ვერანდა, რომელშიც თუნდაც 2 კვ.მ თუ გაქვთ თავისუფალი, შესაბამისი კონსტრუქციის გაკეთებით თქვენსავე აივანზე ან ვერანდაზე შეგიძლიათ გააკეთოთ მინი სათბური, ან უფრო შელამაზებით რომ ვთქვათ, მინი ორანჟერეა, რომელშიც შეძლებთ უკვე დათესოთ და მოიყვანოთ თქვენთვის საყვარელი ბოსტნეული პესტიციდების გარეშე და მშვიდად მიირთვათ თქვენივე მოყვანილი პომიდორი, ბოლოკი, კიტრი, ანდაც ცხარე წიწაკა.
ეს არც ისე რთულია და უამრავი ვიდეო მასალა დევს Youtube-ზე, თუ როგორ მოიყვანოთ ესა თუ ის ბოსტნეული სახლში.
ასევე ძალიან სასიამოვნო პროცესია და ბევრ შემთხვევაში თქვენი მინი ბაღის მოვლა მედიტაციას დაემსგავსება. თქვენს სიხარულს კი შეიძლება ზღვარი არ ჰქონდეს, როდესაც პირველ მოსავალს აიღებთ და თუნდაც 4-ჯერ, მაგრამ თქვენივე დათესილი ჩერი პომდვრებით გაკეთებულ სალათს მიირთმევთ.
თუ გსურთ, შეისწავლოთ ეს და სხვა მრავალი ინფორმაცია, თვალი ადევნეთ sheniinterieri.ge-ს და ასევე ჩემს გვერდს – Nino Paichadze Design.
სტატია sheniinterieri.ge-სთვის მოამზადა ინტერიერის დიზაინერმა, ნინო პაიჭაძემ ✨️
მასალის გამოყენების პირობები