სადღესასწაულო პერიოდში განსაკუთრებული განწყობა ყველა დეტალში იგრძნობა – მათ შორის ჩვენს პირად სივრცეშიც. ინტერიერში სადღესასწაულო ელემენტების შეტანა უკვე ტრადიციად იქცა. აღდგომის დღესასწაული კი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია. სააღდგომოდ სპეციალურ ნაკეთობებს ქართული ბრენდები წელსაც ტრადიციისამებრ წარადგენენ.
სტატიაში გაგაცნობთ სწორედ სააღდგომო თემატიკის კოლექციებს, რომლებიც ორიგინალური დიზაინით ტრადიციულ ელემენტებს თანამედროვე ცხოვრების სტილთან აერთიანებს:
თუ თქვენი ინტერიერის სააღდგომო თემატიკის ნივთებით გალამაზება გიყვართ და ამავდროულად, თანამედროვე, მინიმალისტური ესთეტიკა მოგწონთ, მაშინ Ceramics Studio-ს კოლექციის დათვალიერებას გირჩევთ. პასტელური ფერებით შექმნილ ამ გამორჩეულ ნაკეთობებს ეგნატე ნინოშვილის 8 ნომერში, Fabrika-ში მდებარე სივრცეში აღმოაჩენთ.
კერამიკის სტუდია White Studio სადღესასწაულო განწყობას გამორჩეული თემატური კოლექციით ქმნის. სტუდიის შოურუმში მრავალფეროვანი ნაკეთობები შეგხვდებათ, რომელთა დიზაინში წელს ლურჯი, წითელი და პასტელური ფერები დომინირებს. კოლექცია სტუდიისათვის დამახასიათებელი ტექნიკით და ხელწერით შესრულებულ ფუნქციურ და დეკორატიულ ნივთებს აერთიანებს. White Studio-ს სააღდგომო კოლექცია წარმოდგენილია სტუდიის ვებგვერდზე და ასევე ფიზიკურ სივრცეებში, რომლებიც მდებარეობს: აბაშიძის 29 ნომერში, ვაკე, პეტრიაშვილის 18 ნომერში, “სითი მოლის“ სივრცეში და რუსთაველის 17 ნომერში.
Kirke ceramics კიდევ ერთი კერამიკის სტუდიაა, რომელიც უნიკალურ ნაკეთობებს ქმნის. ამჯერად სტუდია სააღდგომო თემატიკის კოლექციას გვთავაზობს, რომელიც პრაქტიკული დანიშნულების დეტალებს და სუვენირებს აერთიანებს. ფერად და ამავდროულად, დახვეწილ კოლექციაში აღმოაჩენთ ხელით მოხატულ დეკორატიულ სააღდგომო კვერცხებს, სუვენირებს თქვენი სააღდგომო სუფრის გასაფორმებლად. Kirke ceramics-ის მაღაზია ქუთაისის ქუჩის 10 ნომერში მდებარეობს.
Kitchen and Living by Gastronome
თუ გამოკვეთილად მინიმალისტური გემოვნება გაქვთ და გსურთ, სააღდგომოდ თქვენ სუფრაზე ნაკლებად იგრძნობოდეს სადღესასწაულო დეკორი, მაშინ Kitchen and Living by Gastronome-ის კოლექციებში სასურველ ნივთებს აუცილებლად იპოვით. შოურუმში უამრავი სხვადასხვა დანიშნულების ნივთი დაგხვდებათ, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით კი, მათ შეძენას სპეციალური ფასდაკლებითაც შეძლებთ.
სააღდგომო დღესასწაულისათვის ქართული ბრენდი Moodo ორიგინალური დიზაინის და კონცეფციის მაგიდის სუფრებს გვთავაზობს. Moodo-ს სააღდგომო სუფრის ეს მოდელი ტილოსგან არის დამზადებული. მასზე სააღდგომო კვერცხებთან ერთად, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიული ატლასით შთაგონებული იმერეთის გერბია მოქარგული. ეს მოდელი მინიმალისტურ დიზაინს ტრადიციულ ელემენტებთან და თანამედროვე სტილთან აერთიანებს. Moodo-ს სააღდგომო კოლექციების დასათვალიერებლად ბრენდის ინსტაგრამსა და ფეისბუკს ეწვიეთ.
კერამიკის სახელოსნო Crater Ceramic Design სააღდგომო თემატურ ხელნაკეთ ნივთებს წელსაც გვთავაზობს. კოლექციაში ქართული ფრესკებით შთაგონებული სააღდგომო თემატიკის დეკორატიული კვერცხებია წარმოდგენილი. თითოეული ნამუშევარი ხელით იხატება და უნიკალურია. სასურველი ნივთის შეძენა შესაძლებელია Crater Ceramic Design-ის სახელოსნოში, რომელიც ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, 19 ნომერში მდებარეობს.
კერამიკის სტუდია Red-ის კოლექცია სააღდგომო თემატიკის ნივთებს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშად აქცევს. თითოეულ ნივთში ორიგინალური მიდგომა და ხასიათი იგრძნობა, რაც თქვენს ინტერიერს აუცილებლად განსაკუთრებულ ესთეტიკას შესძენს. კერამიკული სტუდიის მაღაზია ახალი თეატრის შენობაშია, აღმაშენებლის 127 ნომერში.
სააღდგომო სუფრის განსაკუთრებით გალამაზებაზე “ბამბას” მაგიდის სუფრები იზრუნებს, რომლებიც ბუნებრივი ქსოვილისაგან არის დამზადებული. „ბამბას“ სააღდგომო კოლექციები ყოველ წელს საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც სწორედ ხარისხისა და ვიზუალის დამსახურებაა.„ბამბას“ სუფრები თქვენს ინტერიერში არა მხოლოდ სადღესასწაულო განწყობას, არამედ სიმყუდროვის შეგრძნებასაც შექმნის.
წყარო:https://at.ge
მასალის გამოყენების პირობები