არქიტექტორები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

4 წუთიანი წაკითხვა

არქიტექტურულ ნაგებობებს, მნიშვნელობა არ აქვს, პატარა აგარაკია ეს, გრანდიოზული ხიდი თუ ფანტასტიკური აეროპორტი, უზარმაზარი გავლენა აქვს საზოგადოების განვითარებაზე, ბიზნესის აყვავებაზე და, რა თქმა უნდა, ადამიანების ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტაზე ათიათასობით არქიტექტორია, მხოლოდ რამდენიმემ შეძლო, შეექმნა უნიკალური შედევრები, რომლებიც დამთვალიერებლებს აიძულებს, აღფრთოვანდეს, გაოცდეს და დაფიქრდეს.

ანტონიო გაუდი (1852-1926)

დედამიწაზე, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ცივილიზებული ადამიანი, რომელსაც არაფერი სმენია ამ კატალონიელი ხუროთმოძღვრის შესახებ, რომლის შექმნილი არქიტექტურული ძეგლები მნახველს აღარფოვანებს. ანტონიო გაუდის მიერ შექმნილმა ნაგებობებმა შეცვალა ბარსელონა. აღსანიშნავია, რომ გაუდის მიერ შექმნილი 17 ცნობილი და გრანდიოზული პროექტიდან წარმატებით განხორციელდა 7 და ეს არქიტექტურული ძეგლები იუნესკომ მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. სპეციალისტები დღესაც კამათობენ, რომელი სტილის მიხედვით ქმნიდა დიდი ხუროთმოძღვარი, თუმცა მისი შედევრების კლასიფიკაცია შეუძლებელია. თეორიულად ეს არის მოდერნი, რომელშიც ოსტატურადაა შერწყმული სხვადასხვა მიმდინარეობის ელემენტები, თანაც ისეა გადამუშავებული და შეცვლილი, რომ მსგავს ნაგებობებს ამჟამად “გაუდის სტილში” შესრულებულს უწოდებენ. მრუდე ზედაპირები, ფანტასტიკური ფორმები საოცრადაა გადმოცემული მის გენიალურ ქმნილებებში _ გუელის მარნებში, ბალიოს სახლში, მილას სახლში და, რა თქმა უნდა, წმინდა ოჯახის ტაძარში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ფრენკ გერი (1929)

ფრენკ გერის გაბედულ, “თავხედ” და შოკისმომგვრელ არქიტექტორს უწოდებენ. მისი პროექტები ხასიათდება ზოგჯერ უხეში და მოულოდნელი ტეხილი ზედაპირებით. მისი ყველა ქმნილება განსხვავებულია და არქიტექტურის არც ერთი სტილის ნამუშევრებს არ ჰგავს. სწორედ სტილმა მოუტანა გერის საერთაშორისო აღიარება. ის 1989 წელს დააჯილდოვეს პრიტცკერის პრემიით (ყოველწლიური ჯილდო არქიტექტურის სფეროში). ფრენკ გერის (ნამდვილი სახელი _ ეფრაიმ ოუენ გოლდბერგი) ყველაზე ცნობილი პროექტები, რომლებიც ტურისტებს იზიდავს: გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში; უოლტ დისნეის სახელობის საკონცერტო დარბაზი ლოს-ანჯელესში, მუსიკის მუზეუმი სიეტლში და სხვ.

ეერო საარინენი (1910-1961 წწ.)

ეერო საარინენი XX საუკუნის სახელგანთქმული ავეჯის დიზაინერი და არქიტექტორია. საარინენის ქმნილებები ადამიანებს აცვიფრებს და აღაფრთოვანებს, რადგან მისი ინტერესები ისეთი მრავალფეროვანი იყო, რომ გაკვირვებას ვერ დამალავთ, როგორ შეძლო ეს ერთმა ადამიანმა. საარინენმა კაცობრიობას დაუტოვა არა მხოლოდ შესანიშნავი ფორმების სავარძლები და სკამები, არამედ მემორიალური კომპლექსი თაღი სენტ-ლუისში, ცათამბჯენი რადიომაუწყებელი კომპანია CBS-ისთვის, იელის უნივერსიტეტის ჰოკეის მოედანი, ტერმინალ Trans World Airlines-ი ნიუ-იორკში და სხვ.

READ  სახლები ქიზიყის უძველესი სოფლიდან, რომელთა თითოეული კუთხე…

ფრენკ ლოიდ რაიტი (1867-1959)

ფრენკ ლოიდ რაიტის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა მსოფლიოს არქიტექტურის ისტორიაში. რაიტმა თავისი შემოქმედებით დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე არქიტექტურის ჩამოყალიბებაში. მისი ქმნილებები ჰარმონიულად ერწყმის გარემომცველ ბუნებას. რაიტის პროექტებიდან აღსანიშნავია სახლი ჩანჩქერის თავზე, Roby Hosy, კომპლექსი “ტალიესინი”, იამამურას სახლი, კომპანია Jonson Wax-ის ოფისი, სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმი მანჰეტენზე და სხვ.

რენცო პიანო (1937 წ.)

პოპულალური იტალიელი არქიტექტორი, რომელიც არქიტექტურაში high-tech-ის სტილის დამფუძნებლად ითვლება. რენცო არა მხოლოდ აპროექტებს და ქმნის, არამედ მონაწილეობს ისტორიული ღირსშესანიშნაობების რესტავრაციაში. არქიტექტურის, ხელოვნებისა და ფილოსოფიის სფეროებში უამრავი ჯილდოს, პრემიისა და ორდენის მფლობელისთვის ყველაზე პრესტიჟულია სამეფო ოქროს მედალი, დიდი ჯვარი ორდენისა იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, არის საიმპერატორო და პრიტცკერის პრემიების, აგრეთვე, ერაზმის პრემიის ლაურეატი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: კალიფორნიის აკადემიის შენობა; ნუმეაში ჟან-მარი ტჟიბაუს კულტურის ცენტრი, პაულ კლეის ცენტრი ბერნში; ნიუ-იორკ თაიმს ბილდინგი: ნემოს მუზეუმი ნიდერლანდებში და სხვ.

რიჩარდ როჯერსი (1953)

ეს სახელგანთქმული ბრიტანელი არქიტექტორი თანამედროვე სტილის _ high-tech-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის მთავარი მხარდამჭერია არქიტექტურული მოძრაობისა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით “მოწინავე ტექნოლოგიები და სტრუქტურული ექსპრესიონიზმი”. როჯერს 2000 წელს მიანიჭეს საიმპერატორო პრემია, ხოლო 2007 წელს _ პრესტიჟული პრიტცკერის პრემია. რიჩარდ როჯერსის ცნობილი ქმნილებებია: მადრიდის აეროპორტ ბარახასის მე-4 ტერმინალი, სადაზღვევო კომპანია ლოიდის შტაბ-ბინა ლონდონში, მილენიუმის სახლი გრინვიჩში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აღდგენის პროექტი ნიუ-იორკში და სხვ.

ზაჰა ჰადიდი (1950-2016 წ.წ.)

არაბული წარმოშობის ერაყელ-ბრიტანელი ზაჰა ჰადიდი იყო შესანიშნავი ქალი-არქიტექტორი, რომელსაც “ფორმების დედოფალს” უწოდებდნენ. ჰაზა ჰადიდი თავის ქმნილებებს ჰარმონიულ ფორმას აძლევდა. ჰადიდის ფუტურისტული სტრუქტურები ცვლის ფუნდამენტურ წარმოდგენას დიზაინსა და გეომეტრიაზე. ის პირველი ქალია, რომელიც დააჯილდოვეს პრიტცკერის პრემიით, აგრეთვე, არის საიმპერატორო და ჯეინ დრიუს პრემიების ლაურეატიც. მისი ყველაზე ცნობილი ქმნილებებია: ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი ბაქოში, სპორტის საწყლოსნო სახეობების ცენტრი ლონდონში, ტრანსპორტის მუზეუმი გლაზგოში, XXI საუკუნის ეროვნული მუზეუმი რომში, საოპერო თეატრი გუნჯოუში და სხვ.
წყარო

READ  როგორ გამოვიყენოთ საშემოდგომო ფერები ინტერიერში

#gochadze #drpkhakadze #sheniambebi #sheniinterieri

 

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). არქიტექტორები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს. 15 იანვარი, 2024. https://sheniinterieri.ge/arqiteqtorebi-romlebmats-msoflio-shetsvales/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. არქიტექტორები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/arqiteqtorebi-romlebmats-msoflio-shetsvales/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network