სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიმწვანე ფერი სამზარეულოში - ყველაზე ჯანსაღი და დახვეწილი არჩევანი

მწვანე ფერი სამზარეულოში – ყველაზე ჯანსაღი და დახვეწილი არჩევანი

მწვანე ფერი სამზარეულოში-იცოდით, რომ თქვენი სახლისთვის შერჩეული ფერები თქვენს ხასიათსა და სურვილებზე აისახება? ინტერიერის დიზაინში ზოგი ფერი თქვენს ენერგიულობას და ბედნიერებას განაპირობებს, ზოგი კი თქვენს სიმშვიდესა და კომფორტზეა პასუხისმგებელი. მნიშვნელოვანია, რა ფერს შეარჩევთ სამზარეულოსთვის. მას ხომ ხშირად სახლის გულად მოიხსენიებენ, რომელიც სავსეა ბევრი სასიამოვნო სურნელით და საყვარელი კერძებით, ხშირად კი ოჯახის წევრების თავშეყრის ადგილადაც გარდაიქმნება ხოლმე.

 

მწვანე ფერი სამზარეულოში

დახვეწილ, ჯანსაღ და გემოვნებიან სივრცეს ქმნის. როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, რადგან ეს ფერი ბუნებასთან და ჯანსაღ ცხოვრებასთან ასოცირდება, მწვანე სამზარეულო უფრო „გიბიძგებთ“ ჯანსაღი, მცენარეული საჭმელი მოიმზადოთ და მიირთვათ.

თავად ინტერიერი კი მწვანე ფერის დამატებით ბევრად ნათელი, დახვეწილი და განსაკუთრებული ხდება. თუ როგორ შეგიძლიათ ეს ფერი ჩართოთ თქვენს ინტერიერში, ჩვენი ბლოგით გაიგებთ!

 

მწვანე და თეთრის იდეალური ბალანსი

ერთ-ერთ საინტერესო და კონტრასტულ ბალანსს მწვანე და თეთრი ფერების ნაზავი ქმნის. იგივეა სამზარეულოს შემთხვევაშიც. ამ სივრცეში მკვეთრ მწვანეს ძირითადად კაბინეტების შემთხვევაში გამოიყენებენ, ხოლო თეთრი ფერის კედლები ამ ვიზუალს არბილებენ. მსგავსი კონტრასტი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მცირე ფართის სამზარეულოში სინათლე და სიბნელე დააბალანსოთ. უფრო მეტი სინათლისთვის, გამოიყენეთ თეთრი ზედაპირები და ფილები.

 

ოქროსფერი აქცენტები

მწვანე ფერის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ მისი მრავალი ელფერი არსებობს. შესაბამისად, შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა საყვარელი ფერი შეუსაბამოთ. მაგალითად, ღია, ზეთისხილისფერ მწვანეს შეუხამეთ ოქროსფერი აქცენტები. ზეთისხილისფერი ნეიტრალურ ინტერიერს ქმნის, რომლის გახალისება ოქროსფერი სახელურებით შეგიძლიათ.

 

ითამაშეთ ფერებით

მწვანე იდეალური ფერია იმისთვის, რომ ინტერიერის სხვადასხვა სტილი შექმნათ. სამზარეულოში სხვადასხვა ფერის დამატებით, თქვენ შეგიძლიათ დახვეწილი ეკლექტური სტილი გააკეთოთ. მაგალითად, მუქი მწვანე, ტერაკოტას ფილები და მარმარილოს ზედაპირი იდეალურ ნაზავს ქმნის, რომელსაც სივრცეში ესთეტიკურობისა და სტაბილურობის შეგრძნება შემოაქვს.

 

შეარჩიეთ პატერნი

სამზარეულოში თქვენი გემოვნებით შერჩეული პატერნი გეხმარებათ ეს სივრცე უფრო სტუმართმოყვარე ადგილად გარდაქმნათ. მწვანე სამზარეულოში აირჩიეთ ისეთი პატერნი, რომელი  კაბინეტების ფერებს დაემთხვევა. შეარჩიეთ პატერნის ფორმაც. ავეჯის გეომეტრიული პატერნი ამავე ფორმის იატაკის პატერნს ძალიან უხდება.

 

აქცენტირებული მწვანე

თუ საბოლოო ჯამში, მწვანე თქვენი ფერი არ არის, თუმცა სამზარეულოში ჯანსაღი და ჰარმონიული დიზაინის შექმნა მაინც გსურთ, ეს ფერი ერთი ზონისთვის გამოიყენეთ, მაგალითად, სამზარეულოს კუნძულისთვის. თუ აქცენტირებულ მწვანეს გააკეთებთ, ვარდისფერი ტონები შეუსაბამეთ, მაგალითად, მწვანე და მუქი ვარდისფრის ჩრდილები ფანტასტიკურად გამოიყენება.

წყარო

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები