რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე?

1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მეხუთე საუკუნიდან საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ რელიგიურმა მოტივებმა ქართველთა ცხოვრების ყველა ასპექტზე იქონია გავლენა, მათ შორის – მათ სახლებსა და ინტერიერის დიზაინზე. ხატების კუთხე, ქრისტიანული ნიშნები, შანდლები თუ სანთლები უამრავ ქართულ სახლში შეიძლება, შენიშნოთ. ერთ-ერთი წესი, რომელსაც ინტერიერის დიზაინის ცვლილებისას მორწმუნეები კითხვის დასმის გარეშე ემორჩილებიან ნათლისღებამდე (ანუ 19 იანვრამდე) ნაძვის ხის აღებაა, თუმცა, სანტერესოა, აქვს თუ არა ამ ჩვეულებას ქრისტიანული საფუძველი?

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე?

როგორც სასულიერო პირები იუწყებიან, ასეთ მკაცრ შეზღუდვას და წესს, რომ ნათლისღებამდე საახალწლო დეკორაციები სახლიდან უნდა გავაქროთ, ქრისტიანული საფუძველი არ აქვს. ეს უფრო ხალხური ტრადიციაა, რომელიც თაობების განმავლობაში ქართველებმა წესად გაიხადეს – 14 იანვრის, ძველით ახალი წლის შემდეგ სახლს გენერალურად ვალაგებთ და ვემზადებით სხვა დღესასწაულებისთვის, მათ შორის, ნათლისღებისთვის, რაც ბევრად უფრო ლოგიკურსა და მოსახერხებელს ხდის ნაძვის ხის აღებას იქამდე, სანამ სახლი კვლავ სტუმრებით აივსება.

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე? — ფოტო 2

აღსანიშნავია, რომ ფენ შუის მიხედვით, ახალ წელს ჩინური კალენდრით, ანუ თებერვალში უნდა შევხვდეთ. შესაბამისად, თუ ამ კუთხით შევხედავთ, ნაძვის ხისა და საახალწლო დეკორაციების თებერვლის ბოლომდე სახლში გაჩერება გამართლებულია.

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე? — ფოტო 3

საერთო ჯამში, სადღესასწაულო პერიოდში ინტერიერის დიზაინის ცვლილება ჩვენივე გემოვნებასა და განწყობაზეა დამოკიდებული. ფაქტია, რომ არ არსებობს რაიმე აუცილებლად დასამორჩილებელი წესი, რომელიც ჩვენი სურვილების საპირისპიროდ წასვლასა და დეკორაციების მომავალი წლისთვის მჭიდრო ყუთებში ჩალაგებას გვაიძულებს.

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე? — ფოტო 4

წყარო

#drpkhakadze

READ  ბუხარი ინტერიერის ცენტრად - რამდენიმე საინტერესო რჩევა

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *