რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე?

1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მეხუთე საუკუნიდან საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ რელიგიურმა მოტივებმა ქართველთა ცხოვრების ყველა ასპექტზე იქონია გავლენა, მათ შორის – მათ სახლებსა და ინტერიერის დიზაინზე. ხატების კუთხე, ქრისტიანული ნიშნები, შანდლები თუ სანთლები უამრავ ქართულ სახლში შეიძლება, შენიშნოთ. ერთ-ერთი წესი, რომელსაც ინტერიერის დიზაინის ცვლილებისას მორწმუნეები კითხვის დასმის გარეშე ემორჩილებიან ნათლისღებამდე (ანუ 19 იანვრამდე) ნაძვის ხის აღებაა, თუმცა, სანტერესოა, აქვს თუ არა ამ ჩვეულებას ქრისტიანული საფუძველი?

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე? | შენი ინტერიერი

როგორც სასულიერო პირები იუწყებიან, ასეთ მკაცრ შეზღუდვას და წესს, რომ ნათლისღებამდე საახალწლო დეკორაციები სახლიდან უნდა გავაქროთ, ქრისტიანული საფუძველი არ აქვს. ეს უფრო ხალხური ტრადიციაა, რომელიც თაობების განმავლობაში ქართველებმა წესად გაიხადეს – 14 იანვრის, ძველით ახალი წლის შემდეგ სახლს გენერალურად ვალაგებთ და ვემზადებით სხვა დღესასწაულებისთვის, მათ შორის, ნათლისღებისთვის, რაც ბევრად უფრო ლოგიკურსა და მოსახერხებელს ხდის ნაძვის ხის აღებას იქამდე, სანამ სახლი კვლავ სტუმრებით აივსება.

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე? | შენი ინტერიერი

აღსანიშნავია, რომ ფენ შუის მიხედვით, ახალ წელს ჩინური კალენდრით, ანუ თებერვალში უნდა შევხვდეთ. შესაბამისად, თუ ამ კუთხით შევხედავთ, ნაძვის ხისა და საახალწლო დეკორაციების თებერვლის ბოლომდე სახლში გაჩერება გამართლებულია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე? | შენი ინტერიერი

საერთო ჯამში, სადღესასწაულო პერიოდში ინტერიერის დიზაინის ცვლილება ჩვენივე გემოვნებასა და განწყობაზეა დამოკიდებული. ფაქტია, რომ არ არსებობს რაიმე აუცილებლად დასამორჩილებელი წესი, რომელიც ჩვენი სურვილების საპირისპიროდ წასვლასა და დეკორაციების მომავალი წლისთვის მჭიდრო ყუთებში ჩალაგებას გვაიძულებს.

რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე? | შენი ინტერიერი

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2020). რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე?. 17 დეკემბერი, 2020. https://sheniinterieri.ge/ratom-unda-avighot-nadzvis-khe-natlisghebamde/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რატომ უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე? [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2020 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ratom-unda-avighot-nadzvis-khe-natlisghebamde/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  როგორ გადავახალისოთ ინტერიერი ზაფხულის მოსვლასთან ერთად

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network