„არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს…“ – ზურაბ აზარაშვილი

3 წუთიანი წაკითხვა

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„ყველა ოჯახს, სადაც ყავთ სამი და მეტი შვილიდა არიან მძიმე პირობებში ან არ აქვთ საცხოვრებელი, მთავრობის გადაწყვეტილებით 2024-2025 წლებში 1000-მდე ოჯახს საცხოვრებლიოთ ვუზრუნველყოფთ. დაახლოებით 50 მლნ ლარია ბიუჯეტი. შეიქმნება შესაბამისი კომისია და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ეს ოჯახები დაკმაყოფილდებიან საცხოვრებლებით…

მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე − თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.“

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. 

„რასაკვრიველია, შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში.

ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მოიმხდარიყო  გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხცეცაში სამჯერ და ოთხჯერ გაძვირებული იყო მედიკამენტები და პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგანმ ნაადრევადს ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა…“ – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

READ  მსოფლის 5 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ნაკლები ვიზიტორი ჰყავს

რაც შეეხება ვაქცინაციას, მინისტრის თქმით, შემოდგომის დასაწყისში ქვეყანაში შემოიტანეს გრიპის ვაქცინა.

„ჩვენ შემოდგომის დასაწყისში ვუზრუნველყავით რომ, ქვეყანაში შემოვიტანეთ გრიპის ვაქცინა, რამდენიმეკომპონენტიანი ვაქცინები და სამინისტრო აქტიურად მოუწოდებდა სხვადასხვა კამპანიებით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრები.

ქვეყენაში ჩვეულებრივი სეზონური ვირუსები ტრიალებს. ეს მთელ მსოფლიოში ასეა. გარკვეული პიკური მაჩვენებელი იქნება იანვრის ბოლოს. არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს…“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2023). „არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს…“ – ზურაბ აზარაშვილი. 15 დეკემბერი, 2023. https://sheniinterieri.ge/aranairi-gangashis-safudzveli-ar-arsebobs-zurab-azarashvili/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. „არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს…“ – ზურაბ აზარაშვილი [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/aranairi-gangashis-safudzveli-ar-arsebobs-zurab-azarashvili/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network