სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიროგორ შევარჩიოთ ბალიში

როგორ შევარჩიოთ ბალიში

4 მთავარი კრიტერიუმი ბალიშის შესარჩევად

დღე-ღამეში სულ მცირე ექვს საათს ვატარებთ ბალიშთან, ამიტომ მისი სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ მოვძებნოთ ყველაზე კომფორტული და ჯანსაღი ვარიანტი ძილისთვის.

ზომა

უმჯობესია, ბალიში იმ პოზიციიდან გამომდინარე შეარჩიოთ, რომელშიც ჩვეულებრივ გძინავთ. თუ ძირითადად გვერდზე გძინავთ, მაშინ ჯობია არჩევანი მაღალ ბალიშზე შეაჩეროთ. თუ ზურგზე ან მუცელზე წოლას ამჯობინებთ, მაშინ – დაბალი. მათთვის, ვინც მუდმივად იცვლის პოზიციას, უმჯობესია რაღაც შუალედური ვარიანტი ან ერთდროულად ორი ბალიშით (საშუალო და დაბალი სიმაღლის) ძილი.

როგორ შევარჩიოთ ბალიში

მასალა

ბალიშებისთვის საუკეთესო მასალებია ბუნებრივი ქსოვილები, როგორიცაა ბამბა ან აბრეშუმი. ასევე მნიშვნელოვანია ქსოვილის სიმკვრივე, რადგან თხელი ქსოვილი ნაკლებად გამძლეა და, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბალიშის მთლიანობა დაირღვეს. ასევე, უფრო მკვრივი ქსოვილი არბილებს შემავსებლის ჰეტეროგენულობას, რაც მძინარე ადამიანის კომფორტზე დადებითად მოქმედებს. ყურადღება მიაქციეთ შეკერვის ხარისხს. დახრილი ხაზები და არათანაბარი ნაკერი უხარისხო წარმოებაზე მიუთითებს.

როგორ შევარჩიოთ ბალიში

შემავსებელი

თუ ბუმბულის ბალიშს ყიდულობთ, შეამოწმეთ, ბუნებრივია ის, თუ ხელოვნური. ნატურალური შიგთავსის მქონე ბალიშებს შორის სიახლეა აბრეშუმის ბალიშები. მათ შიგნით არის აბრეშუმის ბოჭკოები. აბრეშუმს, ქიმიური შემადგენლობის გამო, „მეორე კანს“ უწოდებენ. გასუფთავებული აბრეშუმი ჰიპოალერგიულია. აბრეშუმის ბალიშების კიდევ ერთი პლუსი მათი გამძლეობაა. თუ მოვლის მარტივ წესებს დაიცავთ, ბალიში, ორიგინალური ფორმის დაკარგვის გარეშე, ძალიან დიდხანს მოგემსახურებათ. თუმცა ყველა მწარმოებელმა არ იცის როგორ შექმნას აბრეშუმის კომფორტული ბალიშები. ყველაფერი გამოყენებული მასალების ხარისხსა (შემავსებელი და ქსოვილები) და თავად წარმოების ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული. საქმე იმაშია, რომ თითოეული აბრეშუმის ბალიში ექსკლუზიურად ხელით მზადდება და ყოველი მწარმოებელი ამას საკუთარი ტექნოლოგიის მიხედვით აკეთებს. უმეტეს შემთხვევაში, აბრეშუმის ბალიშებისთვის რეკომენდებულია ქიმწმენდა.

როგორ შევარჩიოთ ბალიში

სინთეტიკური ბალიშები ძირითადად მზადდება სხვადასხვა ბოჭკოებისგან, რომლებიც წარმოების ტექნოლოგიით, გამძლეობითა და ტაქტილური მახასიათებლით განსხვავდება. ასეთი ბალიშის უპირატესობებია: სინთეტიკა არ იწვევს ალერგიას, ეს ბალიშები მსუბუქი და შედარებით იაფია, კარგად ატარებს ჰაერს, ადვილი მოსავლელია. მინუსები: თავდაპირველი ფორმის სწრაფი დაკარგვის გამო შედარებით მოკლე მომსახურების ვადა.

როგორ შევარჩიოთ ბალიში

თუ ალერგიული ხართ, გახსოვდეთ, რომ სრულყოფილი ბალიში არ არსებობს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ბალიშის ინდივიდუალურად დამზადებაც ქარხანაში. აუცილებლად იყიდეთ ბალიში, რომელიც გაუძლებს ხშირ რეცხვას. ასევე უნდა შეიძინოთ დამატებითი დამცავი საფარი და კვირაში ერთხელ 95 გრადუსზე გარეცხოთ ის.

როგორ შევარჩიოთ ბალიში

ელასტიკურობა

ბალიშის ხარისხი მისი ელასტიკურობით განისაზღვრება. ჩაატარეთ რამდენიმე ტესტი. დასაწყისისთვის, ბალიშს უბრალოდ ხელისგული დააჭირეთ. მაღალი ხარისხის ბალიში პირვანდელ ფორმას 3-5 წამში აღადგენს. თუ ეს არ მოხდა ან ბალიში ფორმას ნელ-ნელა აღიდგენს, დიდი ალბათობით მასში ცოტა შემავსებელი ან დიდი რაოდენობით ქათმის ბუმბულია. მეორე ტესტი: აწიეთ ბალიში ერთი კუთხით და შეანჯღრიეთ. თუ ის ერთ მხარეს ნახევრად ცარიელი აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მასში საკმარისი რაოდენობით შემავსებელი არ არის. ძილის დროს თქვენი თავი ბალიშში ჩაიძირება, რაც თავისუფლად სუნთქვაში შეგიშლით ხელს.

როგორ შევარჩიოთ ბალიში
წყარო
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ტრუა – პარიზთან მდებარე პატარა ფრანგული ქალაქი

ტრუა – პარიზთან მდებარე პატარა ფრანგული ქალაქი

2 December, 2024
სკრინინგი თანდაყოლილი სიფილისის თავიდან ასაცილებლად ყველა ორსულობაში

სკრინინგი თანდაყოლილი სიფილისის თავიდან ასაცილებლად ყველა ორსულობაში

დეკემბერი 2, 2024
„ჩემი სინდისის საზღვრებს სცდება მოცემულ ვითარებაში ლექციების ჩატარება – მაშინ, როცა მოძალადე ხელისუფლება ქუჩებში სტუდენტებს ასისხლიანებს და თავისუფლებას ართმევს, აუდიტორიაში ამბის თხრობაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე ვერ ვილაპარაკებ“ – გორგილაძე

2 დეკემბერი 2024
თუ შალის სვიტერი კანის ქავილს იწვევს – ეს რჩევა წაიკითხეთ

თუ შალის სვიტერი კანის ქავილს იწვევს – ეს რჩევა წაიკითხეთ

დეკემბერი 2, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

დეკემბერი 2, 2024
ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

დეკემბერი 2, 2024
განსხვავებული ტრადიციები ახალ წელთან დაკავშირებით

განსხვავებული ტრადიციები ახალ წელთან დაკავშირებით

2 დეკემბერი 2024
გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის სოლო კონცერტი — In My Room

გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის სოლო კონცერტი — In My Room

დეკემბერი 2, 2024
უნიკალური შესაძლებლობები ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

უნიკალური შესაძლებლობები ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

დეკემბერი 2, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები