ბრიტანელი როკ ვარსკვლავის-როდ სტიუარდის სახლი, რომელიც ვერსალის…

2 წუთიანი წაკითხვა

ბრიტანელი როკ ვარსკვლავი ორ კონტინენტზე ცხოვრობს – წლის უმეტეს დროს სამშობლოში ატარებს, დანარჩენ დროს – აშშ-ში, სადაც ტელევიზიაში თავისი შოუ აქვს. ასე რომ, ამერიკელროკ-ფოლკ-ქანთრის ვარსკვლავს ამერიკაში თავისი სახლი სჭირდებოდა, ჰოდა სახლი კი არა, ნამდვილი სასახლე მოიწყო, თანაც, ექსტრავაგანტური.

ბრიტანელი როკ ვარსკვლავის-როდ სტიუარდის სახლი, რომელიც ვერსალის… ბრიტანელი როკ ვარსკვლავის-როდ სტიუარდის სახლი, რომელიც ვერსალის… — ფოტო 2

მიწის ნაკვეთი ლოს ანჯელესის პრესტიჟულ უბანში მომღერალმა ჯერ კიდევ 1990 წელს შეიძინა დასახლის მშენებლობაც მალევე დაიწყო ცნობილი არქიტექტორის რიჩარდ ლონდროს დახმარებით, რომლის პორტფოლიოში შედის ისეთი ვარსკვლავების სახლების მშენებლობა, როგორებიც არიან სილვესტერ სტალონე, კენი ჯი, უეინ გრეცკი დასხვა.

ბრიტანელი როკ ვარსკვლავის-როდ სტიუარდის სახლი, რომელიც ვერსალის… — ფოტო 3 ბრიტანელი როკ ვარსკვლავის-როდ სტიუარდის სახლი, რომელიც ვერსალის… — ფოტო 4

გიგანტური სახლი 8000 კვ.მ. ფართობს მოიცავს. სახლში არის 13 საძინებელი, შიგნიდან და გარედან ვერსალივით გამოიყურება. ნაგებობა მართლაც შეიცავს კლასიკური ფრანგული არქიტექტურის მოტივებს.

ბრიტანელი როკ ვარსკვლავის-როდ სტიუარდის სახლი, რომელიც ვერსალის… — ფოტო 5

ინტერიერი სხვადასხვა სტილს აერთიანებს, სულ ცოტაც და კიჩის სტილს განეკუთვნებოდა. მისაღები ოთახი მინისტრთა კაბინეტი გეგონებათ, ჰოლი კი არაბ შეიხებსაც კი განაცვიფრებს.

ბრიტანელი როკ ვარსკვლავის-როდ სტიუარდის სახლი, რომელიც ვერსალის… — ფოტო 6

ბრიტანელი როკ ვარსკვლავის-როდ სტიუარდის სახლი, რომელიც ვერსალის… — ფოტო 7

გარე ტერიტორიაზე უზარმაზარი ღია აუზია თავისი მოსასვენებელი ზონით. სახლს გარს ბაღი არტყია. სასიამოვნო ბონუსი საფეხბურთო მინდორია. ეზოში, ცენტრში, თავს იწონებს ულამაზესი შადრევანი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს. სტიუარტის მეზობლები არიანდენზელ ვაშინგტონი და ადელი. თავის დროზე მომღერალს ამ სახლის მშენებლობა 12 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა, ახლა კი ამ სახლის საბაზრო ღირებულება 70 მლნ აშშ დოლარია.

ბრიტანელი როკ ვარსკვლავის-როდ სტიუარდის სახლი, რომელიც ვერსალის… — ფოტო 8

 

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://www.shin.ge 

ი-ნ-ტ. ტ-რ-ე-ნ-დ-ი 2026

ბ-ი-ო-ფ-ი-ლ-ი-ა, Quiet Luxury, Japandi — 3 ტ-რ-ე-ნ-დ-ი რ-ო-მ-ლ-ე-ბ-ი-ც ქ-ა-რ-თ-ვ-ე-ლ-ი ო-ჯ-ა-ხ-ე-ბ-ი-ს-თ-ვ-ი-ს ი-დ-ე-ა-ლ-ი-ა.

READ  მშენებლობის უსაფრთხოება: წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *