გასწავლით მარტივ გზებს, თუ როგორ განაახლოთ ინტერიერი მინიმალური…

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

რაც არ უნდა ლამაზი და დახვეწილი ინტერიერი გვქონდეს, ვფიქრობ, ერთი და იგივე კედლების ყურება დროთა განმავლობაში მაინც გვბეზრდება. იმისათვის, რომ გარდავქმნათ ინტერიერი და შევიტანოთ მასში ახალი სიცოცხლე, სულაც არ არის საჭირო დიდი ბიუჯეტი გვქონდეს.

გთავაზობთ მარტივ გზებს თუ როგორ განვაახლოთ ინტერიერი მინიმალური ხარჯებით:

  • შექმენით აქცენტის კედელი

ოთახისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება ძალიან მარტივია. ამისთვის მხოლოდ ერთი კედლის გადაღებვა დაგჭირდებათ. აქცენტის კედელს ძალიან მცირე ძალისხმევა სჭირდება, თუმცა მისი ეფექტი ინტერიერში შეუდარებელია. თავისი გამორჩეულობით ის ოთახში მყოფთა ყურადღებას მარტივად იპყრობს, ამიტომ ფერი დაკვირვებით უნდა შევარჩიოთ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გასწავლით მარტივ გზებს, თუ როგორ განაახლოთ ინტერიერი მინიმალური… | შენი ინტერიერი

  • შეცვალეთ თქვენი ავეჯის განლაგება

თუ დაიღალეთ თქვენი ოთახის სივრცული განლაგებით და სიახლე გჭირდებათ, ყველაზე ეკონომიური გზა არის ავეჯის გადაადგილება.

ხანდახან ინტერიერში ახალი დიზაინის მისაღებად, ავეჯის გამოცვლა კი არა, მისი სწორი კონფიგურაციის შემუშავება არის საჭირო. 

  • გამოფინეთ ხელნაკეთი ნივთები

იქნება ეს აბსტრაქტული ნახატი თუ ხელნაკეთი ვაზა, ინტერიერის განახლება უმარტივესად შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით. ამისთვის უმჯობესია უკვე არსებული ნივთები გამოიყენოთ, რათა ხელი შეუწყოთ გარემოში ნარჩენების შემცირებას. არსებობს მრავალი გზა, რითაც ძველ ნივთებს შეგიძლიათ ახალი სიცოცხლე მიანიჭოთ. 

სივრცეც ხომ მაშინ ხდება უფრო ძვირფასი და მიმზიდველი, როცა ირგვლივ საკუთარი შრომით შექმნილ ნივთებს ხედავთ?!

  • დამალეთ კაბელები

ოთახში ყველაზე დიდი არეულობის გამომწვევი გადახლართული კაბელებია, რომლებიც ყველგანაა მიმოფანტული. იმისთვის, რომ დახვეწილი ლუქი შევინარჩუნოთ, შეგვიძლია შევიძინოთ საკაბელო ყუთები, რომლებიც იდეალურად მალავს სადენებს და ორგანიზებული და სუფთა ინტერიერის შენარჩუნებაში გვეხმარება. 

  • უყიდეთ საკუთარ თავს ყვავილები

როგორც მაილი საირუსმა თქვა, უყიდეთ თავს ყვავილები და დატკბით. არ არსებობს მიზეზი, რატომაც არ უნდა გაახალისოთ თქვენი სახლის ინტერიერი ახალი და სურნელოვანი ყვავილებით. თან შეგიძლიათ, ის ოთახის ფერთა პალიტრას შეუხამოთ და სივრცეში ახალი დეკორატიული ელემენტი შეიტანოთ. 

  • დაამატეთ დეკორატიული განათება

თუ მხოლოდ ჭაღით შემოიფარგლებით, ვფიქრობ, დამატებითი განათება განსაკუთრებით დაგეხმარებათ თქვენი სივრცის გარდაქმნაში. კედლისა და მაგიდის ნათურები, ტორშერები და სხვა დეკორატიული სანათები იდეალურია ოთახში რომანტიული, დამამშვიდებელი თუ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. 

READ  სადა ელეგანტურობა – რაში მდგომარეობს სკანდინავიური სტილის საიდუმლო?

გასწავლით მარტივ გზებს, თუ როგორ განაახლოთ ინტერიერი მინიმალური… — ფოტო 2

Sheniinterieri-სთვის სტატია მოამზადა ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ინტერიერის დიზაინერმა, თაკო არდოტელმა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

 

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). გასწავლით მარტივ გზებს, თუ როგორ განაახლოთ ინტერიერი მინიმალური…. 15 თებერვალი, 2024. https://sheniinterieri.ge/gastsavlit-martiv-gzebs-tu-rogor-ganaakhlot-interieri-minimaluri/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. გასწავლით მარტივ გზებს, თუ როგორ განაახლოთ ინტერიერი მინიმალური… [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/gastsavlit-martiv-gzebs-tu-rogor-ganaakhlot-interieri-minimaluri/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network