სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარები"ინტერიერის კედლის დეკორაციების შექმნას ვგეგმავ..." - ექსკლუზიური ინტერვიუ ექიმთან, რომელიც ეპოქსიდით ულამაზეს...

“ინტერიერის კედლის დეკორაციების შექმნას ვგეგმავ…” – ექსკლუზიური ინტერვიუ ექიმთან, რომელიც ეპოქსიდით ულამაზეს საათებს ქმნის

ავტორი: ლიზი გრიგოლავა 

Sheniinterieri.ge გთავაზობთ ინტერვიუს პროფესიით ექიმ ინგა ბაკურაძესთან, რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინ საინტერესო საქმიანობა წამოიწყო და მუდმივად ფიქრობს განვითარებაზე…

– მოგესალმებით, ქალნატონო ინგა! მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდის გაგიჩნდათ იდეა – ეპოქსიდით ულამაზესი ნამუშევრები შეგექმნათ? 

-მოგესალმებით. მე ვარ ინგა ბაკურაძე 30 წლის. დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრების წესი შემეცვალა, მინდოდა სახლიდან მემუშავა და საკუთარი საქმიანობა წამომეწყო. აქტიურად დავიწყე ძებნა ისეთი საქმიანობის, რომლითაც ჩემს ჩანაფიქრს განვახორციელებდი. სულ რაღაც ნახევარი წელია, რაც ეპოქსიდით მუშაობა შევისწავლე და ისე ჩამითრია, დღეს ჩემი თითქმის ყველა გეგმა ეპოქსიდს უკავშირდება.

"ინტერიერის კედლის დეკორაციების შექმნას ვგეგმავ..." - ექსკლუზიური ინტერვიუ ექიმთან, რომელიც ეპოქსიდით ულამაზეს საათებს ქმნის

-როგორც ვიცი, ექიმი ბრძანდებით, რატომ გადაწყვიტეთ სრულიად სხვა საქმეს გაჰყოლოდით და საათის დიზაინები შეგექმნათ?

– დიახ, პროფესიით ექიმი ვარ და ურთულესი იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება- სრულიად უცხო სფეროში მეცადა საკუთარი თავი. უბრალოდ, დამღალა ჩემი ცხოვრების წესმა, ღამის მორიგეობებმა, უძილობამ, ეს ყველაფერი ცუდად აისახა ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე, ამის გამო გადავწყვიტე, ჩემი საქმე წამომეწყო.

-რა დაბრკოლებები შეგხვდათ, როდესაც სრულიად სხვა სფეროდან რადიკალურად განსხვავებული საქმე აირჩიეთ?

-დაბრკოლება ბევრი შემხვდა და ახლაც მიწევს მათთან გამკლავება. სად ექიმობა და სად – ხელნაკეთი ნივთების შექმნა. პირველ რიგში, ეს არის პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე, როდესაც საკუთარი თავის უფროსი ხდები, ეს ნამდვილად რთული ყოფილა, თავიდან რთულია გამოიმუშაო დისციპლინა, შენზეა დამოკიდებული, რა გამოგივა და საკუთარი თავის გამოცდაა ყოველდღიურად. მერე იყო სოცმედიის მართვა, მისი სწავლა, ვიდეოების მონტაჟი, კამერისა და საჯაროდ გამოჩენის შიში, რომელსაც დღემდე ვებრძვი…მარკეტინგის და გაყიდვების სწავლა… სია გრძელია.

"ინტერიერის კედლის დეკორაციების შექმნას ვგეგმავ..." - ექსკლუზიური ინტერვიუ ექიმთან, რომელიც ეპოქსიდით ულამაზეს საათებს ქმნის

-რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ახალმა გამოწვევამ?

-რა შეცვალა? უფრო თავდაჯერებული გავხდი და გავაცნობიერე, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამის სურვილი ადამიანს ნამდვილად აქვს. წლების წინ მეგონა, რომ ექიმობა იყო ის ერთადერთი რაღაც, რაც შემეძლო. სხვა სფეროში ჩემი თავი ვერ წარმომედგინა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და სრულიად სხვაგვარად ვფიქრობ.

– ცხადია, მსგავს წამოწყებებს ფინანსური შესაძლებლობებიც სჭირდება… რამდენად რთული იყო თავდაპირველად ამ ბიზნესის წამოწყება თქვენთვის?

-როდესაც სხვა საქმის კეთების იდეა გამიჩნდა, დანაზოგის გაკეთება დავიწყე, რაღაც პერიოდის შემდეგ შემთხვევით სქროლვის დროს აღმოვაჩინე ეპოქსიდის შემსწავლელი კურსის რეკლამა, დანაზოგი მყოფნიდა, ბევრი აღარ მიფიქრია და მაშინვე მივიღე სწრაფი გადაწყვეტილება, რომ ეს იყო ის საქმე, რომელიც მინდოდა მეკეთებინა. პარალელურად ისევ დანაზოგს ვაკეთებდი ჩემი ხელფასიდან, არ მინდოდა სესხით საქმის დაწყება. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ოჯახის წევრების გვერდში დგომა, როგორც ფინანსურად, ისე ფსიქოლოგიურად და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აქამდე მოვედი.

-პროდუქტი, რომელსაც საათების დასამზადებლად იყენებთ, რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის?

-ეს ეპოქსიდი, რასაც ვიყენებ გამყარებულ მდგომარეობაში, არის უმაღლესი ხარისხის, აბსოლუტურად უსაფრთხო, საკვებთან თავსებადი. ჯანმრთელობისთვის საშიშია მხოლოდ კეთების პროცესში, როდესაც ორი კომპონენტი ერთმანეთს შეერევა და არის თხევად მდგომარეობაში. სასურველია, რომ მუშაობის პროცესი მიმდინარეობდეს იზოლირებულ ოთახში, სადაც სხვა ადამიანებს არ მიუწვდებათ ხელი. სანამ ეპოქსიდი გაშრება და ზოგადად კეთების პროცესში, აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა. ამისთვის ვიყენებ რესპირატორს შესაბამისი ფილტრებით და აუცილებლად ხელთათმანს.

"ინტერიერის კედლის დეკორაციების შექმნას ვგეგმავ..." - ექსკლუზიური ინტერვიუ ექიმთან, რომელიც ეპოქსიდით ულამაზეს საათებს ქმნის

-რა გეგმები გაქვთ მომავალში?

-გეგმა ბევრია. მინდა, ჩემი საკუთარი სახელოსნო-მაღაზია გავაკეთო, ასევე ჩემს ნამუშევრებს მრავალფეროვნება შევძინო. მინდა საათები ხესთან კომბინაციაში ვცადო, ასევე ინტერიერის კედლის დეკორაციები და მაგიდების დამზადებაც მაქვს გეგმაში. სასწავლო კურსის შექმნა უკვე დაწყებული მაქვს. იმედია, რომ ყველაფერი გამოვა, რაც ჩაფიქრებული მაქვს.

-და ბოლოს, რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც თქვენსავით სურთ ახალი სტარტაპის დაწყება, რა უნდა გაითვალისწინონ, სანამ ამ დიდ ნაბიჯს გადადგამენ?

-სტარტაპის წამოწყება ვისაც უნდა, ვურჩევდი, რომ გარისკეთ და არ შეგეშინდეთ დაბრკოლებების, იყავით მომთმენები, რადგან 2-3 თვეში ვერ გამდიდრდებით. მუდმივად ისწავლეთ და განვითარდით. ისეთი საქმე დაიწყეთ, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ და ბედნიერებასთან ერთად ფულსაც მოგიტანთ. თავიდანვე დიდ თანხას ნუ ჩადებთ, ჯერ დატესტეთ, დაიწყეთ და შეხედეთ, როგორ წავა საქმე, რომელიც აირჩიეთ. შემდეგ იფიქრეთ გაფართოებაზე.

"ინტერიერის კედლის დეკორაციების შექმნას ვგეგმავ..." - ექსკლუზიური ინტერვიუ ექიმთან, რომელიც ეპოქსიდით ულამაზეს საათებს ქმნის

 

-დიდი მადლობა, ქალბატონო ინგა, ძალიან ლამაზ და განსხვავებულ საათებს ქმნით. წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას გისურვებთ.

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე

„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

ნოემბერი 26, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები