ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი მხარე-ფერთა ფსიქოლოგია

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ფერის ფსიქოლოგია არის ინტერიერის დიზაინის ის მნიშვნელოვანი მხარე, რომელიც აყალიბებს ოთახის ხასიათს, მისი გავლენა კი ყველაზე მნიშვნელოვანია ოთახში შექმნილ განწყობაზე.

ფერები გარკვეულ ემოციებს აღძრავს, ამიტომ ფერების შერჩევისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ ატმოსფეროს განსაზღვრა, რაც გინდათ რომ შექმნათ, შემდეგ კი რომელი ფერები დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.

თუ გსურთ თქვენს ოთახებში ახლი ფერების შემოტანა და მოწყობა, ჩვენი დახმარებით შეგიძლიათ გაეცნოთ ფერების ფსიქოლოგიურ ეფექტს:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

შავი

შავი ყოველთვის ასოცირდებოდა უნივერსალობასა და ელეგანტურობასთან. ის უკავშირდება სიმარტივესა და ფუნქციონალურობას.

ეს ფერი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაში.

ფსიქოლოგიური კუთხით აბსოლუტურად შავი ოთახი შეიძლება იყოს პირქუში. თუმცა, თუ თქვენ მას სხვა ფერთან დააწყვილებით, როგორებიცაა წითელი, თეთრი, ლურჯი და სხვა, შესანიშნავ კონტრასტს შექმნით.

შავი წარმატებულად გამოიყენება ინტერიერის დიზაინში, განსაკუთრებით სამზარეულოში, საერთო ოთახში, სასადილო ოთახსა და სააბაზანოში.

ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი მხარე-ფერთა ფსიქოლოგია | შენი ინტერიერი

მწვანე

ადამიანებისთვის მწვანე ფერი ბუნებასთან ასოცირდება.

ადამიანის გონება ბუნებას სიმშვიდეს, სიახლესა და ნდობას უკავშირებს.

მისი სხვადასხვა ელფერი ხელს უწყობს მოდუნებას და ამცირებს ჰიპერტენზიისა და არტერიული წნევის დონეს.

სახლში შეგვიძლია გამოვიყენოთ მწვანეს სხვადასხვა ელფერი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ღია ელფერები კედლებზე და შექმნათ კონტრასტი მცენარეებით.

მწვანე ფერს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რაც აღძრავს უსაფრთხოების განცდას, მას აქცევს  იდეალურ ფერად ინტერიერის დიზაინისთვის.

ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი მხარე-ფერთა ფსიქოლოგია | შენი ინტერიერი

მელნისფერი

იისფერი ჩვეულებრივ ასოცირდება ელეგანტურობასა და სიმდიდრესთან.

ეს ფერი კარგად მუშაობს იმ სივრცეებში, რომელიც განკუთვნილია მუშაობისთვის და დიზაინისთვის. ღია ელფერი, როგორიცაა იისფერი, თქვენს დიზაინს განსაკუთრებულობას შესძენს.

თქვენ ის შეგიძლიათ გამოიყენოთ გარდერობში, ჰოლში, სახლის ხელოვნების კუთხეებში, ან სულაც სამზარეულოში, რადგან იასამნისფერი დადებითად მოქმედებს შემოქმედებით უნარზე.

ეს ფერი განსაკუთრებით პოპულარულია თინეიჯერებში, რადგან მისი ფსიქოლოგიური ეფექტი ეხმარება მათ, აღმოაჩინონ საკუთარი თავი.

იასამნისფერი ასევე კარგად მუშაობს ფოიესა და მისაღებ ოთახში, სადაც სტუმრები ატარებენ დროს.

READ  საძინებელში ფერების შერჩევა

ის აღძრავს სიმშვიდის, ელეგანტურობისა და სიმდიდრის შეგრძნებას.

ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი მხარე-ფერთა ფსიქოლოგია | შენი ინტერიერი

წითელი

წითელი არის ერთ-ერთი ყველზე დრამატული და ყველაზე მაცდური ფერი, როცა საქმე ემოციების აღძვრას ეხება. მას ხშირად ახლავს ისეთი გრძნობები, როგორებიცაა ვნება, მღელვარება და ენერგია.

წითელი ფერის ბუნებიდან გამომდინარე, მისი გამოყენება კარგი არჩევანია ოფისებსა და შამოქმედებითი სივრცეებში.

ისევე როგორც თავის ძირითად შეფერილობას, წითლის სხვა ვარიაციებსაც, როგორებიცაა ჟოლოსფერი და შინდისფერი, დიდი ძალა აქვთ ფერის ფსიქოლოგიაში.

თუ მდიდრული, ტრადიციული ან პოპ-არტული გარემოს შექმნა, წითელი საუკეთესო არჩევანი იქნება.

ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი მხარე-ფერთა ფსიქოლოგია | შენი ინტერიერი

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყაროhttps://spectrum.ge/ge/stories/interior-design/psychology-of-colors-for-interior-design

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი მხარე-ფერთა ფსიქოლოგია. 15 მარტი, 2024. https://sheniinterieri.ge/interieris-dizainis-mnishvnelovani-mkhare-ferta-fsiqologia/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი მხარე-ფერთა ფსიქოლოგია [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/interieris-dizainis-mnishvnelovani-mkhare-ferta-fsiqologia/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network